,,დონალდ ტრამპის მიერ განმეორებული გროტესკული ბრალდებები, თითქოს ირანელები „ბავშვებს თავს კვეთენ“ ან „ქალებს შუაზე ჭრიან“, პოლიტიკა არ არის — ეს არის შიშზე აგებული წაქეზება და დეჰუმანიზაცია.
ირანის ხალხი არის ღირსების, კულტურისა და ჰუმანიზმის მქონე ცივილიზაციის მემკვიდრე.
ისინი, ვინც ასეთი ბრალდებებს ბავშვებზე ასე მარტივად ავრცელებენ, პირველ რიგში უნდა დაფიქრდნენ ჯეფრი ეპსტაინის გარშემო დარჩენილ უპასუხო კითხვებზე და იმაზე, რაც მსოფლიომ გაიგო Little Saint James-ის შესახებ.
ცილისწამება ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს და პროპაგანდა ვერ წაშლის ერის ღირსებას-ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელ facebook- ზე წერს

