”პროფესორ გიორგი სანიკიძეს
ისტორიული თარიღების გახსენება, იქნება ეს მტკივნეული თუ სასიხარულო, არც ვინმეს განდიდებას ემსახურება და არც გამართლებას; მისი მიზანი გააზრებაა. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ პოლიტიკაზე, ომებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთა ეპოქაშიც თავად არ გვიცხოვრია; თუმცა სრულად ვაგებთ პასუხს იმაზე, თუ დღეს როგორ ვეპყრობით ამ ისტორიულ გამოცდილებას.
ისტორიოგრაფიის ამოცანა არ გახლავთ მორალური მსჯავრის გამოტანა, არამედ მის ამოცანას ადამიანური გამოცდილების დოკუმენტურად აღდგენა წარმოადგენს: როგორ შეძლეს საზოგადოებებმა იძულებითი გადაადგილებების, პოლიტიკური ძალადობისა და გეოპოლიტიკური ძალების დაპირისპირების პირობებში საკუთარი ენის, კოლექტიური მეხსიერების, ტრადიციებისა და სოციალური სიცოცხლის შენარჩუნება.
ისტორიკოსი, რომელიც ურთიერთ თანაცხოვრებისა და კულტურული გაცვლა-გამოცვლის სირთულეთა გააზრების ნაცვლად მხოლოდ პოლიტიკური მსჯავრის გამოტანით შემოიფარგლება, ისტორიას იდეოლოგიურ იარაღად აქცევს. ძალაუფლება — იქნება ეს XVII საუკუნეში თუ XXI-ში — იშვიათად ზრუნავს ადამიანის ბედზე; ამიტომ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, დიალოგის, კვლევისა და დოკუმენტირებული თხრობის მეშვეობით, თავიდან ავიცილოთ წარსული ტრავმების გამეორება, გავაძლიეროთ სოციალური გამძლეობა, იმედი და თანაცხოვრების შესაძლებლობა.
ისტორია სხვის შესარცხვენად კი არ არსებობს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ გავხდეთ უფრო პასუხისმგებლიანები”-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.


