ირანელი, რომელსაც „მსოფლიოს ყველაზე ჭუჭყიან კაცს“ ეძახდნენ, 94 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ The Guardian-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამუ ჰაჯი სოფელ დეიგაში, ფარსის პროვინციაში ცხოვრობდა და წყლითა და საპნით 60 წელზე მეტხანს არ უბანავია. როგორც მისი მეზობლები განმარტავენ, ახალგაზრდობაში ჰაჯმა ემოციური ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ბანაობაზე უარი თქვა. მას სჯეროდა, რომ ბანაობის შემდეგ ავად გახდება. ამასთან, რამდენიმე თვის წინ მეზობლებმა ის შხაპის მიღებაზე დაითანხმეს.