პარასკევი, თებერვალი 20, 2026

ირაკლი ჩიქოვანი – ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება 2020 წელს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს აფასებს და აცხადებს, რომ ყველას აქვს საშუალება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. ჩიქოვანი 2012 წელს არსებულ ვითარებას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ საარჩევნო კამპანიის წარმოება ძალადობის ფონზე მიმდინარეობა. კანდიდატის თქმით, არსებული თავისუფალი გარემო ,,ქართული ოცნების“ მთავარი მონაპოვარია.

,,ყველას კარგად გვესმის და ვიცით, რა ხდებოდა 2012 წელს ზუგდიდში და ვხედავთ იმასაც, თუ რა ხდება ზუგდიდში 2020 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო გარემო, გარემო,  სადაც შეგვიძლია თავისუფლად კამპანია ვაწარმოოთ და არა ის, თქვენ  კარგად გახსოვთ, როდესაც ქვებს გვიშენდნენ.   ეს არის უმთავრესი და უდიდესი მონაპოვარი, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე შევჩერდეთ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ აქ არსებული პრობლემები გადავწყვიტოთ და უმთავრესი პრობლემა, რაც ჩვენს რეალობაშია არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო განვითარებული, უფრო უკეთესი ზუგდიდი.

დღესდღეისობით  ზუგდიდში მიმდინარეობს განვითარების პროცესი, მე ამას განახლების პროცესს ვეძახი. მართლაც, უპრეცედენტოა ის მასშტაბი, რომელი მასშტაბიც ჩვენ გვაქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ადგილობრივი საჭიროებებისთვის დაიხარჯა 200 მილიონზე მეტი, რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი, ეს არის ის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ ცენტრალური ხელისუფლებისგან და რომელიც ჩვენთვის არის აუცილებელი და მართლაც ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი უჭირავს  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს,  ადგილობრივ გუნდს გეგას, მალხაზს და ყველას თითოეულ თქვენთაგანს საკრებულოს წარმომადგენლებს. მიღწევები მართლაც არის უზარმაზარი. ჩემს ვალდებულებად, რა თქმა უნდა, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს დინამიკა, უნდა გავაგრძელოთ ეს ინერცია და უნდა შევძლოთ, რომ ზუგდიდი ვაქციოთ ერთ-ერთ კომფორტულ  ქალაქად,  ერთ-ერთ ყველაზე  განვითარებულ მუნიციპალიტეტად. ეს ნამდვილად შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ზუგდიდს ნამდვილად გააჩნია“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს

თურქეთში „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ალიჯან ულუდაგი დააკავეს, რომელიც ქვეყანაში რამდენიმე წელია, რაც ძირითად ჟურნალისტური გამოძიებებით არის დაკავებული.მედიის ცნობით, ულუდაგი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.სამართალდამცავებმა ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. ალიჯან ულუდაგს ბრალად ედება „საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“, „პრეზიდენტის შეურაცხყოფა“ და „თურქული ერის, სახელმწიფოსა და ინსტიტუტების შეურაცხყოფა“.ბრალდებები დაკავშირებულია მის მიერ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, სოციალურ ქსელში „იქსზე“ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც თურქეთის მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.ალიჯან ულუდაგის „დოიჩე ველეს“ გენერალური დირექტორი ბარბარა მასინგი გამოეხმაურა.„ჩვენი კოლეგის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა. ალიჯან ულუდაგი ცნობილი საგამოძიებო ჟურნალისტია, რომელიც კორუფციის შესახებ რეპორტაჟებს აშუქებს. მას ძალიან კარგი კავშირები აქვს და მნიშვნელოვან წყაროებზე აქვს წვდომა, რაც მას მთავრობის თვალში საშიშს ხდის. ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს, როგორც სერიოზულ დამნაშავეს ექცევიან, 30 პოლიციელს მიჰყავს, განზრახ დაშინების აქტს წარმოადგენს. ჩვენი კოლეგა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა მასინგმა.„დოიჩე ველე“ მჭიდრო კონტაქტშია კოლეგის ნათესავებთან, ადგილობრივ ადვოკატებთან და თურქეთში მოქმედ სხვა შესაბამის ორგანოებთან.

ვიქტორ ორბანი: უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინასთან არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს სოციალურ ქსელ X-ში კვლავ გამოეხმაურა.როგორც ორბანი წერს, უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს."უკრაინას უნგრეთში ქაოსი სურს. ისინი ოპოზიციური პარტია "ტისას" დაფინანსებით უნგრეთის არჩევნებში ერევიან. ისინი აგრეთვე პოლიტიკურ შანტაჟს მიმართავენ, ბლოკავენ რა "დრუჟბას" ნავთობსადენით ნავთობის მიწოდებას, რათა საწვავზე ფასმა და გადასახადებმა მოიმატოს. უნგრეთი არ დანებდება. ჩვენ უნგრულ ოჯახებს დავიცავთ," - წერს ორბანი.

ჯორჯია მელონი – კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე ძალიან კარგი მუშაობა მიდის, ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე

რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მთავარი საკითხის გადაწყვეტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა.როგორც მელონიმ აღნიშნა, მოლაპარაკებებში პროგრესია, თუმცა ტერიტორიული საკითხის გადაჭრისგან ჯერ კიდევ შორია.„ვხედავ მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ნატო-ს მე-5 მუხლის შესაბამისად შემუშავდეს“, – განაცხადა მელონიმ.იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მუშაობა მიდის უკრაინის რეკონსტრუქციაზეც.მელონიმ განმარტა, რომ „ქაღალდზე არსებობს სამშვიდობო გეგმა, რომელშიც ბევრი საკითხი უკვე გადაწყვეტილია“.„თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის, ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა. როგორც არა ერთხელ მითქვამს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“, – აღნიშნა მელონიმ.

რა მოხდა ქუთაისი-ვენეციის რეისზე

„თუ ჩვენი დროის გმირებზე მკითხავენ, ვისაც შევხვედრივარ მათ შორის, ამ გოგოს დავასახელებდი...“, - ასე იწყებს სოციალურ ქსელში პოსტის წერას ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც 17 თებერვალს, ქუთაისი-ვენეციის რეისზე იმყოფებოდა და იქ მომხდარს შეესწრო.„17.02.2026. ქუთაისი-ვენეცია, რეისი ახალი აფრენილი იყო, როცა ერთ-ერთი მგზავრი ფაქტობრივად სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან, იყო რისკი რეისის ავარიულად დაშვების, მაგრამ ამ პატარა გოგოს ძალისხმევამ და ცოდნამ, გადაარჩინა სიცოცხლე. ვენეციის აეროპორტიდან კი მგზავრი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა, ვერ გეტყვით რა ბედი ეწია შემდეგ, მაგრამ მთელი ფრენის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლის გადასარჩენად. თუ აქ ხარ, გეტყვი, მადლობა შენ და მადლობა უფალს, რომ არსებობენ შენნაირი გულისხმიერი ადამიანები“, - წერს მგზავრი სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება

ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება, – ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.როგორც მედია იუწყება, თეირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, ისრაელი ემზადება ჰიპოთეტური სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ირანმა შესაძლოა, პირველმა დაარტყას ისრაელს.როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელის სამხედრო მზადყოფნის დონე მსგავსია იმ მდგომარეობისა, რომელიც 2025 წლის ივნისში, ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომის წინ იყო.​​​​​​​​​​​​​​​​

ბოლო სიახლეები