ორშაბათი, ნოემბერი 11, 2024

ირაკლი ჩიქოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტზე: ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს კანონპროექტი, თავისი შინაარსით იყო ორიენტირებული გამჭვირვალობაზე

არ ვიზიარებ ოპოზიციის პოზიციას, რომ ისინი გულწრფელად მიუდგნენ ამ საკითხს და ისინი მზად იყვნენ განეხილათ ამ კანონპროექტის რეალური მიზნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელმაც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ გაწვეულ კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ჩვენ დავინახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ამ კანონპროექტის ინიცრება მოხდა, ოპოზიცია ცრუ ნარატივით, ცრუ საინფორმაციო კამპანიით შეეცადა რომ ამ ყველაფრისთვის მიეკერებინათ რუსული კანონის იარლიყი, რომელიც მათ შეძლეს და ამით იყო გულანთებული იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აქციაზე იდგნენ.

ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ეს კანონპროექტი, თავისი შინაარსით იყო ორიენტირებული უმნიშვნელოვანეს რაღაცაზე, რაც არის გამჭვირვალობა. თუ ვინმეს ჰქონდა პრეტენზია ამ კანონპროექტთან მიმართებაში, თუ ვინმეს ჰქონდა მსგავსება რომელიმე სახელმწიფოს კანონთან შედარებით, ჩვენ მზად ვიყავით ამასთან დაკავშირებით გვესაუბრა, თუმცა ოპოზიციას არ სურდა ამ საკითხზე ესაუბრა“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კუბაში 6.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

კუბაში დაახლოებით ერთი საათის შუალედით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პირველი მიწისქვეშა ბიძგები 5.9 მაგნიტუდას შეადგენდა, რომლის ეპიცენტრი ბარტოლომე მასოდან 22 კილომეტრის დაშორებით იყო. განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა. მედიის ცნობით, ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა, ასევე შესაძლო მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ადგილობრივი გაზეთის, „გრანმას“ ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. კუბაზე, რამდენიმე დღეა, ქარიშხალ „რაფაელს“ ებრძვიან, მოსახლეობა, უკვე ორი დღეა, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ემანუელ მაკრონი საფრანგეთი-ისრაელის საფეხბურთო მატჩს დაესწრება, პარიზში გაძლიერებული იქნება უსაფრთხოების ზომებ

ისრაელის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთი-ისრაელის საფეხბურთო მატჩს დაესწრება. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ ამსტერდამში მომხდარი ძალადობის შემდეგ, ქალაქში დაახლოებით 4 000 პოლიციელი იქნება მობილიზებული. 2 500 პოლიციელი იქნება „სტად დე ფრანსის“ სტადიონის გარშემო, დამატებით 1 500 პოლიციელი კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება განთავსებული. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, მაკრონის დასწრება მიზნად ისახავს „სოლიდარობის გზავნილის გადაცემას ამსტერდამში მომხდარი ანტისემიტური აქტების შემდეგ“. ისრაელი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ 14 ნოემბერს პარიზში საფრანგეთისა და ისრაელის ნაკრებებს შორის დაგეგმილ საფეხბურთო მატჩზე დასწრებისგან, ასევე საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვა ღონისძიებებზე დასწრებისგან.

სიკვდილმისჯილმა პატიმარმა სიცოცხლის ბოლო წუთს ზეთისხილი მოითხოვა – მიზეზი გაგაოცებთ

1963 წელს ვიქტორ ჰარი ფეგუერს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. მაშინ ვიქტორი სულ რაღაც 28 წლის იყო. „ერთი ზეთისხილი გთხოვთ“ - სწორედ ეს მოითხოვა მამაკაცმა სიკვდილის წინ. არსებობს უცნაური მიზეზი, რის გამოც მან ზეთისხილი მოითხოვა. იქამდე, განვიხილოთ, რა ჩაიდინა ვიქტორმა იმისთვის, რომ სიკვდილი მიუსაჯეს. 1960 წლის ივლისში, ვიქტორი სატელეფონო წიგნაკს ათვალიერებდა და აიოვას ყველა ექიმს განზრახ ურეკავდა. ერთ-ერთმა ექიმმა ყურმილი აიღო, ვიქტორმა კი ის მოატყუა. მან ექიმს უთხრა, რომ ქალი იყო, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდებოდა. ადგილზე მისულ ექიმს სახლში ქალის ნაცვლად ვიქტორი დახვდა. კაცმა იგი გაიტაცა და მოკლა. ექიმის ცხედარი მოგვიანებით სიმინდის ყანაში იპოვეს. მას თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორი დანაშაულს არ აღიარებდა, ის საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს. რატომ აირჩია ბოლო სურვილად ვიქტორმა ზეთისხილი ? მკვლელმა მცველებს ასეთი რამ უთხრა - ის იმედოვნებდა, რომ სიკვდილით დასჯის შემდეგ, დამარხავდნენ. მიწიდან კი ზეთისხილის ხე ამოიჭრებოდა. ხე მშვიდობის სიმბოლო იყო. ზოგიერთ ცნობაში ნათქვამია, რომ სიკვდილით დასჯის შემდეგ, მესაზღვრეებმა მისი პიჯაკის ჯიბეში ზეთისხილის კურკა აღმოაჩინეს. მაგრამ, ზეთისხილის ხე მის საფლავზე არასოდეს გაიზარდა.

მოსამართლემ კაცს, რომელიც სანადირო თოფით რუსთავის ბაზარში შევარდა და 4 ადამიანი მოკლა, ერთი კი დაჭრა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

კაცი, რომელმაც რუსთავის ბაზარში 4 ადამიანი მოკლა და მეხუთეს - საკუთარ ბიძაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდა, მოსამართლემ ციხეში უვადოდ გაუშვა. ეს უპრეცედენტო განაჩენია, რადგან ექსპერტიზით დადგინდა, რომ გიორგი ორეველაშვილი შემზარავი დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდული შერაცხადი იყო. კანონით დაშვებულია, თუმცა აქამდე არსებული პრაქტიკით ფსიქიკური პრობლემების მქონე ბრალდებულის მიმართ, უვადო პატიმრობის გადაწყვეტილება არასდროს გამოუტანიათ. რას დაეყრდნო მოსამართლე "კურიერი პიესმა" მაია შოშიაშვილის განაჩენის წერილობითი ვერსია მოიპოვა, სადაც მოსამართლე მსაჯულის შეზღუდულ შერაცხადობას შემამსუბუქებელ გარემოებად არ მიიჩნევს და უმაღლესი სასჯელის მოტივად დანაშაულის სიმძიმეს ასახელებს. 2024 წლის 9 თებერვალი - ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში მოხდა. სანადირო თოფით შეიარაღებული გიორგი ორველაშვილი სავაჭრო ობიექტზე შეიჭრა და ხორცის სექციაში 7 წამში 5-ჯერ, დამიზნებით ისროლა. დამნაშავე აქ წლების განმავლობაში ბიძასთან და ბიძაშვილთან ერთად ვაჭრობდა. პირველი სამიზნე სწორედ მისი ახლო ნათესავები იყვნენ, ჯერ ბიძას, ნოდარ ორველაშვილს ესროლა, შემდეგ ბიძაშვილს - ნიკა ორველაშვილს. ამის შემდეგ მოკლა მოპირდაპირე დახლზე მოვაჭრე ძმები მალხაზ და დავით აბულაშვილები. ბოლოს კი - ტაქსის მძღოლი, რომელმაც მისი შეკავება სცადა. 4 მოკლა, დაჭრილი ბიძაშვილი კი, ექიმებმა გადაარჩინეს. მკვლელმა იარაღი დააგდო და ტერიტორიიდან გაიქცა. ახლოს მდებარე აფთიაქში შევარდა და დამამშვიდებელი ითხოვა. სწორედ აქ დააკავეს დამნაშავე სამართალდამცველებმა. გაირკვა, რომ გიორგი ორველაშვილმა სანადირო თოფი ძმას მოჰპარა და კაჭრეთიდან რუსთავში, დაგეგმილი მკვლელობის შესასრულებლად ჩამოიტანა. მასთან ერთად, იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს ძმა - გოგიტა ორველაშვილი. მომხდარიდან 9 თვის შემდეგ, თვითმხილველებს შემზარავი ფაქტის გახსენება ახლაც უჭირთ. რატომ გაიმეტა ბიძა, ბიძაშვილი და კიდევ 3 ადამიანი - სასამართლო განხილვების დროს, ბრალდებულს არაფერი უთქვამს. გამოძიების ვერსიით, კი უმძიმესი დანაშაულის მოტივი მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და ამ ფონზე ბაზარში მომხდარი კონფლიქტები გახდა. დაზარალებულები სასამართლო დარბაზში გიორგი ორველაშვილის უვადო პატიმრობას ერთხმად ითხოვდნენ. ერთ-ერთი დაზარალებული მკვლელის ბიძაშვილი ხატია ორველაშვილია, რომელსაც დამნაშავემ მამა მოუკლა. ნათესავები ოჯახისგან განსხვავებით, გიორგი ორველაშვილს ფსიქიკურ ხარვეზებს ამჩნევდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა კაცმა მკვლელობის ჩადენამდე ცოტა ხნით ადრე, ნაქირავები სახლი დაწვა. რეაგირებას კი, დამნაშავის დედას და დებს სთხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. გიორგი ორველაშვილი უვადო სასჯელის ათვლამდე მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ მკურნალობას გაივლის. მანამდე კი მისი ადვოკატი, რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. დამცველს მოლოდინი აქვს, რომ მსჯავრდებულს სასჯელი შეუმსუბუქდება, ისევე როგორც გოგიტა ორველაშვილს, მკვლელის ძმას, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვისთვის 2 წელი მიესაჯა. ადვოკატი სასჯელის შემსუბუქების საჭიროებას ვერ დაასაბუთებს - ასეთია ბრალდების მხარის პოზიცია. პროკურორი განმარტავს, რომ პირველმა ინსტანციამ სამართლიანობის პრინციპის გარდა, უვადო განაჩენის შეფარდების შემდეგ, მსგავსი დანაშაულის პრევენციაზეც იზრუნა. მოკლულების ოჯახებს მოლოდინი აქვთ, რომ განაჩენი საბოლოოა და გიორგი ორველაშვილი ციხეს ვერასდროს დატოვებს. თუ კი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები შეზღუდულ შერაცხადს გიორგი ორველაშვილს უვადო პატიმრობაში დატოვებენ, ეს ქართული მართლმსაჯულებისთვის ახალი პრეცედენტი იქნება, რაც სავარაუდოდ პრაქტიკაში აისახება. შესაბამისად სიმულანტობა ან რეალური ფსიქიკური პრობლემები მძიმე დანაშაულების შემამსუბუქებელ გარემოებად აღარ გამოდგება.

ცესკო-მ საია-ს, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა დასრულებულია. რვასაათიანი განხილვის შემდეგ ცესკო-მ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძლიერი საქართველოს“ საჩივრები არ დააკმაყოფილა. მოსარჩელე მხარე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე მიუთითებდა და არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვდა. პერიოდულად, სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ფარულავას ცესკო-ს თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურის დახმარებით დარბაზი დაატოვებინა. რა სახის დარღვევებზე მიუთითებდნენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და რა სახის მტკიცებულები წარადგინეს მათ სხდომაზე – სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.

ბოლო სიახლეები