საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, სურენ პაპიკიანმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
„მათ მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო კავშირების მნიშვნელობა აღნიშნეს.
კოლეგებმა ურთიერთმხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

