ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026

ირაკლი ჩიქოვანი – სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“ , არც „გირჩი“- ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“

„ის რასაც „ლელო“ იძახის დღეს, რომ ვიღაცას გააგდებს სახელმწიფოდან, ვიღაც სადღაც აღმოჩნდება, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მათ ზუსტად ისეთივე მმართველობის ნაწილი უნდათ იყვნენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში“-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, პარტია „ლელომ“ ნაცვლად პოზიტიური დღის წესრიგის შექმნისა, საზოგადოებას რეპრესიების ქრონიკა შესთავაზა. „სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ არის აბსოლუტურად პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“ , არც “გირჩი”, ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“. ვინმეს აქვს ილუზია, რომ ზურა ჯაფარიძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი? ვინმეს აქვს ილუზია, რომ გიორგი ვაშაძე და ლიაკა ხოშტარია არ არის „ნაციონალური მოძრაობა“? და ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ. რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ პრაქტიკულად კალკირებას აკეთებს და გადმოაქვს აბსოლუტურად ყველა ის შეხედულება და ქვეყნის მართვის ის მოდელი, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ე.წ. უკუთვლას, პარტიები იყენებენ იმისთვის, პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას და თქვან, რომ ჩვენ ამდენი ხნით ადრე გვექნება ეს პროგრამა, საზოგადოებას შევთავაზებთ ამ თემის მოგვარების პირობებს, მაგრამ ლელომ რა ქნა? „ლელომ“ გამოაცხადა რეპრესიების ქრონიკა. ეს არის ობიექტური რეალობა“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი ვოლსკი: აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი

აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთში, მოსამართლეების სანქცირება არ მოსწონთ. საქმე ეხება მარინ ლე პენის მოსამართლეების მიმართ ამერიკულ სანქციებს.„ქართულ სასამართლოს არა მარტო სტრასბურგით, მაღალი დონის კვლევებით აქვს დადასტურებული, რომ არის დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის თვალსაზრისით მოწინავეთა შორის. აშშ-ის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ საფრანგეთში განპირობებულია იმით, რომ სამართლებრივი მხარეა აქ საკმაოდ სუსტი, გადაწყვეტილება, რაც მარი ლე პენის მიმართაა გამოტანილი. ასევე აშშ-ი ეძიებს მოკავშირეს ევროკავშირში და საფრანგეთი - ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, საკმაოდ სუსტად გამოიყურება პოლიტიკურად ამ ვითარებაში, როდესაც დასავლეთის ძალების გაერთიანებაა საჭირო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რა არ უნდა გააკეთო ძველით ახალ წელს – ხალხური რწმენები

ძველით ახალი წელი საქართველოში სიმშვიდის, დაკვირვებისა და ახალი დასაწყისის სიმბოლოდ ითვლებოდა. სწორედ ამიტომ, ხალხური რწმენით, ამ დღეს არსებობდა ქცევები, რომელთა თავიდან აცილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.არ იჩხუბო და არ გაარკვიო ურთიერთობები ხმაურით სჯეროდათ, რომ ძველით ახალ წელს დაწყებული კონფლიქტი მთელი წლის განმავლობაში გაჰყვებოდა ადამიანს.არ გაატარო დღე ცარიელი სუფრით ცარიელი მაგიდა სიღარიბესა და დეფიციტს უკავშირდებოდა. თუნდაც მცირე პური ან ტკბილეული საკმარისად მიიჩნეოდა.არ გაასესხო ფული ხალხური რწმენით, ძველით ახალ წელს ფულის გატანა სახლიდან ფინანსურ დანაკარგს ნიშნავდა.არ დატოვო სახლი მოუწესრიგებელი ითვლებოდა, რომ არეულობა ახალ წელს პრობლემებს „მოიწვევდა“. მცირე დალაგებაც საკმარისი იყო.არ ჩაიფიქრო ბოროტი ან ნეგატიური სურვილები ამ ღამეს ფიქრებს განსაკუთრებული ძალა მიეწერებოდა და ცუდი სურვილი უკან ბრუნდებოდა.დღეს ეს რწმენები უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, თუმცა ბევრისთვის ძველით ახალი წელი კვლავ რჩება მშვიდი განწყობისა და კეთილი ფიქრების დღედ.

ტაილანდში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, დაიღუპა, სულ მცირე, 19 ადამიანი

ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მატარებლის სამ ვაგონს სამშენებლო ამწე დაეცა, რასაც, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 80 კი დაშავდა.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ნახონ რაჩასიმას პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის შედეგად მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ინციდენტის დროს მატარებელში 195 მგზავრი იმყოფებოდა და საქმის საფუძვლიანად გამოძიება მოითხოვა.„19 ცხედარი იპოვეს, თუმცა მატარებლის ვაგონებში ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ადამიანი, რომელთა ამოყვანაც ჯერჯერობით ვერ შეძლეს“, – აცხადებენ ადგილობრივ პოლიციაში.

რა ვითარებაა გზებზე – გზების დეპარტამენტი ინფორმაციას აქვეყნებს

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ97-კმ162 (რუისის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილიასაავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, ,,სადახლოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სადახლო საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული 34 აბი აკრძალული მედიკამენტი გამოვლინდა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ბოლო სიახლეები