ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

ირაკლი ჩიქოვანი – მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, არა მხოლოდ პანდემიის შეკავების მხრივ, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებაში

მსოფლიო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვნად დადებითი შედეგები, არა მხოლოდ „კოვიდ-19“-ის პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არამედ კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებაში არის ძალიან პოზიტიური შეფასებები, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, შეინ როზენტალის ბლოგის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ამგვარი განცხადებები მისასალმებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ შეძლო, საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დაენახებინა ის კონკრეტული ქმედებები და გეგმები, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ეკონომიკას, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა.

„აქვე ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა და ქვეყანაში არსებულმა ფისკალურმა წესრიგმა საშუალება მისცა ყველა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას, ძალიან დროული და სწრაფი გადაწყვეტილებები მიეღო, რათა დახმარებოდა ქართულ ეკონომიკას. საერთო ჯამში, ეს არის ერთიანი ძალისხმევა, რომელმაც მოგვცა ძალიან პოზიტიური და იმედისმომცემი შედეგები. ჩვენ შევძლებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეგვეჩერებინა „კოვიდ-19“, არამედ ჩვენს გადაწყვეტილებებს ჰქონოდა რაც შეიძლება ნაკლები ეფექტი ეკონომიკაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეგვძლებოდა დავბრუნებულიყავით ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.სახლ-მუზეუმი დღეს საზეიმოდ გახსნეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.„შენობა იყო ავარიული და მძიმე მდგომარეობაში, ეზო კი მოუწესრიგებელი. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული სივრცე სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ. გასულ წელს შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოები დავასრულეთ. გარდა ამისა, მომიჯნავედ არსებული ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ. ამის შემდეგ დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეიდან დამთვალიერებელს სახლ-მუზეუმში სტუმრობა შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე ვარ. ზოგადად ჩვენ მუზეუმებს, მედიათეკებს, ბიბლიოთეკებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ასევე, მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან  მსგავსი სივრცეები ქალაქში რაც შეიძლება მეტი უნდა არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის არსებობის განმავლობაში, პირველად ჩატარდა მისი სარემონტო და ინფრასტრუქტურული განახლება, რადგან შენობა და ექსპოზიციური სივრცეები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა.რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს.გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო მუზეუმის ეზო, რომელიც გაფართოვდა და დამთვალიერებლისთვის კომფორტულ სივრცედ გადაიქცა. მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 1 740 000 ლარი შეადგინა.თბილისის მერთან ერთად, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი მერის მოადგილეებმა ანდრია ბასილაიამ და კახა აბულაძემ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიგა დაიაურმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გიორგი შარაშიძე: არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ, მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება, დიდი ხანია, ხაზი გადავუსვით

ჩვენი პარტია პირველივე წუთიდან გაემიჯნა ამ იდიოტობას და მავნებლობას, არამხოლოდ მშვიდობიანი დამხობის სცენარს, არამედ ბოიკოტს და ამისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაძემ განაცხადა.მისი თქმით, მომხდარმა პარტია გააძლიერა და მისი წევრები დაარწმუნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორი იყო.„გარკვეული დარტყმა საკუთარ თავზე მივიღეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო და ასეც გავაგრძელებთ. არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან იმ ადამიანებს, ვინც გააუბედურეს საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო. მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მათთან არასდროს, არანაირი კავშირი არ ექნება, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, დიდი ხანია, მათ ხაზი გადავუსვით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და გვესმის, რომ ამისთვის კიდევ ბევრი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, მაგრამ მზად ვართ, ეს გამოწვევა მივიღოთ ამომრჩეველთან ერთად, რომელიც ხედავს, რომ ბოიკოტის კამპანია შეცდომა და მავნებლობა იყო, აღარაფერს ვამბობ მშვიდობიან დამხობაზე. მიხვდებიან, რომ არჩევანი უნდა გააკეთონ არა ისეთ უპასუხისმგებლო პარტიებზე, რომელთა გამოც მოხდა ყველაფერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ძალის მსგავს გონიერ, ზომიერ, პასუხისმგებლიან, პრაგმატულ, რაციონალურ პოლიტიკურ ძალაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

,,დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო.იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი მამა და თავისი ოჯახითაც გამორჩეული პიროვნება.ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მეუღლეს, შვილებს, სულიერ შვილებს, ნათესავებსა და ყველა გულშემატკივარს, მიმადლოს მშვიდობა და დეკანოზ მიქაელის სახელზე ლოცვითა და აღსრულებული კეთილი საქმეებით შეწევნის ძალა.ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი16.10.2025''- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

კახა კალაძე – არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, მათ გაეცემათ შესაბამისი პასუხი

საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს და მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ, – ამის შესახებ დღეს მედიასთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისასგანაცხადა.მისი თქმით, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის.„არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებსა და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის. მათ გაეცემათ სათანადო პასუხი და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს – გიწვევთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას

პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ელინა ვალტონენი პოსტში აღნიშნავს, იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივების არჩევის შესაძლებლობით.„ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება. ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის განუყოფელი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის. ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მე გიწვევთ თქვენ, პრემიერ-მინისტრო კობახიძე, ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.P.S. ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი შეხვედრა თბილისში გადატვირთული გრაფიკის გამო გავაუქმე“, – წერს ელინა ვალტონენი. 

ბოლო სიახლეები