მიმდინარეობს მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება, რომ მოხდეს იმ საქმეების დისკრედიტაცია, რომელსაც დღეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ასრულებენ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოქალაქეთა დასახმარებლად დაუღალავად მუშაობს.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი სპეკულაციები უსაფუძვლო და უპერსპექტივოა.
„ამ ხალხის ძალისხმევისთვის ჩრდილის მიყენება არ მოემსახურება საერთო საქმეს და არც რაიმე შედეგის მომტანია. ეს არის წმინდა სპეკულაციები, რომლებიც უსაფუძვლოა და რამდენიმესაათიანი არსებობის პერიოდი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.