ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა ევროპულ პარტიებთან. გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარტიებთან, ჯერჯერობით თანაბარ საწყისებზე, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„გასაგებია, რომ სოციალისტების სრული შემადგენლობა შეიძლება არ აძლევდა ამ რეზოლუციებს ხმას, მაგრამ ვხედავდით, რომ არიან ადამიანები ამ ჯგუფის შიგნითაც, რომლებსაც კონკრეტული ინტერესი ამოძრავებდათ და ამ რეზოლუციების მხარდაჭერას უზრუნველყოფდნენ, რაც იყო აბსოლუტურად მიუღებელი და ამაზე გვისაუბრია. როდესაც პრემიერ-მინისტრმა მიიღო მონაწილეობა კონფერენციაში, რომელიც იყო ლეგიტიმური და შინაარსიანი, აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ დაფუძნებული კონფერენცია, და პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ღირებულებებზე, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება, რამაც მოიყვანა საქართველო აქამდე. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში ტოლერანტი ხალხი ცხოვრობს და უზრუნველყოფს იმას, რომ არავინ უნდა იყოს დაჩაგრული და ყველას უფლებები დაცული უნდა იყოს, ამაზე პრემიერმაც ისაუბრა. როცა ამ ფონზე ვიღებთ ასეთ ნეგატიურ შეფასებებს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი და წყალგამყოფიც იყო. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა ევროპულ პარტიებთან. გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარტიებთან, ჯერჯერობით თანაბარ საწყისებზე. გვქონდა კომუნიკაცია ყველა პარტიასთან და ეს კომუნიკაცია კვლავაც გაგრძელდება“, – აცხადებს ჩიქოვანი.