შაბათი, ნოემბერი 15, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: 2,5 მლრდ ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ბიზნესთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი

ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ საქმეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება მომდევნო წლების განმავლობაში, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ნინოწმინდის მერობის კანდიდატის, ანივარდ მოსოიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნინოწმინდაში ბევრი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში, რომელთა პრივატიზება და დამუშავება უნდა მოხდეს.

„ნინოწმინდაში მართლაც უნიკალური სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოგყავთ, თქვენი შრომით, თქვენი მშრომელი ხელით. აქ არის ძალიან დიდი მიწები, მათ შორის ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, რომელიც აუცილებლად უნდა დამუშავდეს, მოხდეს პრივატიზება და დამატებითი ღირებულება შეიქმნას ამ მიწაზე, მეტი დოვლათი შეიქმნას, მეტად გაძლიერდეს თქვენი ოჯახები, ეს მხარე და ეს ქალაქი. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ ბიზნესთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, რომ ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ თვითონ ვაწარმოოთ, ჩვენ თვითონ გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი, თვითკმარი სახელმწიფო და ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი მოსახლეობა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყანა. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, როგორ განვავითაროთ გზები, ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობა და გაზმომარაგება, რომ ყველა ქალაქში და სოფელში იყოს 24-საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგება. ის გეგმა, რომელიც შევიმუშავეთ, პასუხობს ამ გამოწვევას, რომელიც ჯერ კიდევ არის ჩვენს ქვეყანაში – სიღარიბე და უმუშევრობა. ამ გეგმის მიხედვით, ჩვენ ეტაპობრივად, ყოველწლიურად მივუახლოვდებით იმ დიდ მიზანს, როცა ქვეყანაში დაძლეული იქნება სიღარიბე და უმუშევრობა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი და საქმე და არა უაზრო დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის, უაზრო დებატები და პოლიტიკური ბატალიები. ჩვენ აღარ გვჭირდება, ხალხი დაიღალა ამდენი პოლიტიკური შოუებით და უსაგნო, უსაფუძვლო საუბრებით. ჩვენ გვჭირდება განვითარება, ხალხს სჭირდება პროგრესი, მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ მშვიდობას და სტაბილურობას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებს მიმართავს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე მიმართვას ავრცელებს.„ბიჭებო, ძნელია შორიდან თქვენი ყურება და გული მწყდება, მთელი გულით თქვენთან ვარ. ძლიერ თამაშს გისურვებთ და მჯერა თქვენი წარმატების. თქვენ ამას შეძლებთ“, - წერს გიორგი მიქაუტაძე Instagram-სთორიში.ცნობისთვის, მიქაუტაძე დღევანდელ თამაშში ტრავმის გამო ვერ მონაწილეობს.

ჯეი დი ვენსი – უკრაინაში ომის დასასრულებლად ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი აუცილებელია, მშვიდობის დამყარება თუ გსურთ, ძლიერი უნდა იყოთ, ჩაერთოთ აგრესიულ, აქტიურ დიპლომატიაში

უკრაინაში ომის დასასრულებლად აუცილებელია აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის დიალოგი. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ვენსმა აღნიშნა, რომ ბევრი ადამიანისგან მოისმინა ტრამპის მიმართ კრიტიკა პუტინთან საუბრის გამო.„არ არის აუცილებელი, დაეთანხმოთ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრის შესახებ, მაგრამ თუ გსურთ მშვიდობის დამყარება, ძლიერი უნდა იყოთ. უნდა ესაუბროთ ხალხს. უნდა ჩაერთოთ აგრესიულ, აქტიურ დიპლომატიაში“, – განაცხადა ვენსმა.მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დოქტრინა, მშვიდობის მიღწევასთან ერთად, ძლიერი სამხედრო ძალის შენარჩუნებას ეფუძნება.„მისი დოქტრინაა მსოფლიოში უძლიერესი არმია, მშვიდობაზე ფოკუსირება და ის, რომ ვაშინგტონში ჟურნალისტებს არ მისცე უფლება, ისაუბრონ, ვისთან შეიძლება დიპლომატიის წარმოება“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება „TV პირველის“ „შაბათის ეთერით“ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას.პირველ რიგში, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ, დღეის მდგომარეობით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ჩართულია გათბობის სისტემა, რომელიც გამართულად ფუნქციონირებს და მასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა.ამასთან, მსჯავრდებულ რეზო კიკნაძის წერილით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძე შეუძლოდ გახდა საკანში, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ პენიტენციურ დაწესებულებაში 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება; მსჯავრდებულ ირაკლი ნადირაძეს კი, შეუძლოდ ყოფნის თაობაზე არ მიუმართავს სამედიცინო პერსონალისთვის და, შესაბამისად, არც მსგავსი ფაქტი დაფიქსირებულა, რაც წარმოადგენს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.დამატებით აღვნიშნავთ, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება გაეწევა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება, გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, მათ შორის, ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც სამსახურის დისკრედიტაციასა და საზოგადოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც ევროპის ექვსგზის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება.ქართველმა მორაგბეებმა პირველი მატჩი პოლონელ თანატოლებთან გამართეს, მეტოქე იოლად 64:7 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 10 ლელო დადეს, თავი დავით არობელიძემ (2), ლუკა ტაბატაძემ (2), ანდრია ბილანიშვილმა, გიორგი ზაზაძემ, ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, ავთანდილ ზვიადაძემ, გოჩა ფიცხელაურმა და საბა გიორგიძემ გამოიჩინეს, გარდასახვები კი დავით არობელიძემ (5) და მათე მახარაძემ (2) შეასრულეს.მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს გამართვს, ნახევარფინალში მათი მეტოქე მოგვიანებით ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში გაირკვევა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი, შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო,  რომ მთავრობა ჩაატარებს სახელმწიფო კომპანიების აუდიტს და შედეგებს სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადასცემს. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.„მთავრობამ უკვე დაიწყო ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემათ. მთავრობამ ამას სრულად უნდა დაუჭიროს მხარი. სწორედ ამაზე ვამყარებ იმედებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ამზადებს სპეციალურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვას. ზელენსკის თქმით, დღის განმავლობაში კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

ბოლო სიახლეები