ხუთშაბათი, დეკემბერი 26, 2024

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის

ძალიან მალე გამოვაცხადებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც დარეგულირდება საპენსიო სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც ექვსი წლის წინ, ისინი ცდილობენ, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ

რადიკალური ოპოზიცია ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობს, რასაც ექვსი წლის წინ, ისინი ცდილობენ, პრეზიდენტს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არაფრის რესურსი გააჩნია. „სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ უნდა იყოს არათუ პრეზიდენტი, არამედ მონარქი და იმპერატორი. ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საკუთარი სკამი ყველას და ყველაფერს ურჩევნია. ყველაზე მეტად მისი ტრაგედია იმაშია, რომ რადიკალური ოპოზიცია აჯერებს ლიდერობას, სინამდვილეში ინსტრუმენტია აგენტურის ხელში. ზურაბიშვილი საქართველოში ამ მოღალატეობრივ ქმედებებს თუ გააგრძელებს, რა თქმა უნდა, ცუდად დაამთავრებს ისიც და რადიკალური ოპოზიციაც. სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური გვარამიები სალომე ზურაბიშვილზე ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ექვსი წლის წინ. ისინი ამოფარებული არიან სალომე ზურაბიშვილს და ცდილობენ, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემცველი ნაბიჯები გადაადგმევინონ, რათა ამაზე საკუთარი ხეირი ნახონ. ესენი არიან გიენები, რომლებიც ცდილობენ, სხვები გაიყვანონ წინა ფლანგზე, რათა მათ ნადავლს დაეპატრონონ. ეს მათ მორალურ სახეს აჩვენებს. ამ ადამიანებმა რაც არ უნდა ეცადონ, არაფრის რესურსი არ გააჩნიათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ანა წითლიძე – ზუგდიდის „ოპოზიციურმა“ საკრებულომ „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი დაამტკიცა

მიზეზი, რატომაც ზუგდიდის საკრებულოში „ოპოზიციურმა პარტიებმა“ მხარი დაუჭირეს „ქოცების“ ბიუჯეტს, ერთადერთია, საკუთარი უსაზღვროდ გაზრდილი ხელფასები, „ქოცების“ გარდა, ვერცერთ ზუგდიდელს ვერ ნახავთ, რომელიც ამ ბიუჯეტით კმაყოფილია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. „ზუგდიდის „ოპოზიციურმა“ საკრებულომ „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც 51% გაზრდილი ხელფასებია იმ ტიტუშკებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნოდ თავ-პირს გვამტვრევდნენ ზუგდიდში და გაყალბებაში მონაწილეობდნენ. ქოცების ბიუჯეტს შეთანხმებულად ხმა მისცეს: „ქოცებმა“, „ახლებმა“ და გახარიამ. როდესაც სხვას მოუწოდებ, დათმონ საკუთხარი ხელფასები ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის, იგივე უნდა შეგეძლოს შენც. მიზეზი, რატომაც მხარი დაუჭირეს „ოპოზიციურმა პარტიებმა“ „ქოცების“ ბიუჯეტს, ერთადერთია: საკუთარი უსაზღვროდ გაზრდილი ხელფასები, რომელიც უტოლდება 2020 წლის ხელფასებს პარლამენტში. ბიუჯეტი თუ ვერ დამტკიცდებოდა, მუნიციპალიტეტში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა, რაც თავისთავად საფრთხეს შეუქმნიდა საკრებულოს ხელფასებს. სამაგიეროდ, დაასუსტებდა „ქართულ ოცნებას“ და შეუქმნიდა დიდ კრიზისს ზუგდიდის „ქოც“ მერს და მერიას. თავის გამართლებები, ვითომ სოციალური პროგრამების გამო მხარდაჭერა, ისეთივე ბლეფია, როგორც არგუმენტები, რომ პარლამენტში შესვლა „შიგნიდან რეჟიმის დასანგრევად“ იყო საჭირო. ჯერ საკუთარ ხელფასებს შეელიეთ და მერე მოუწოდეთ სხვებს. „ქოცების“ გარდა, ვერცერთ ზუგდიდელს ვერ ნახავთ, რომელიც ამ ბიუჯეტით კმაყოფილია. ერთობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, პატივს ვცემ ყველა ოპოზოციურ პარტიას, მაგრამ ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ, მეგობრებო“, – წერს ანა წითლიძე.

გიორგი გახარია – პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, შენობა, პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა პროტესტს აუფასურებს

პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა, პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, რუსთაველზე ხალხი ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. „პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა. პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს. ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული. უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი. 1. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი! 2. დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი!“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, პატიმრები აწამა და...

ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა. ფილოსოფოსი გამოეხმაურა ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე საზოგადოების ნაწილის უარყოფით რეაქციას. როგორც მან აღნიშნა, პარადოქსია, რომ ვეფხვის ბოკვერის ბედზე ის ხალხი ღელავს, ვინც რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია, ხოლო ქართველ ხალხს ღირსება წაართვა. "ის ხალხი ღელავს და დანაშაულად მიიჩნევს ვეფხვის ბოკვერის მოფერებას, ქუჩაში ხალხი რომ დახოცა, საკუთარ საზოგადოებას 7 ნოემბერი და 26 მაისი მოუწყო, დახოცილი ადამიანები მაღაზიის სახურავებზე შემოაწყო, პატიმრები აწამა, გააუპატიურა და სულში ჩააფურთხა, ბიზნესი დააწიოკა და რეკეტი ცხოვრების ყოველდღიურობად აქცია, ომი დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიები რუსეთს ჩააბარა და ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა მიატოვა, მედია დაარბია და დახურა, ქართველ ხალხს ღირსება წაართვა და მონად გადაქცევა დაუპირა... როგორი პარადოქსია, რომ აი ეს ხალხი ღელავს დღეს ვეფხვის ბოკვერზე," - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ არ ვართ და არც არასდროს ვყოფილვართ ბანანის რესპუბლიკა, დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს მოსკოვიდან ვერ გვიბედავდა ყველა

ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა, დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, საქართველო არ არის და არასდროს ყოფილა ბანანის რესპუბლიკა. „ბევრს უნდა შიგნით თუ გარეთ, რომ ჩვენ წარმოგვადგინოს ბანანის რესპუბლიკად, სადაც ყოველ მეოთხე, მეხუთე თუ მეშვიდე წელს ხუნტები, პუტჩები და ა.შ. მართავენ გადატრიალებას და შემდეგ, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენ არ ვართ ბანანის რესპუბლიკა და არც არასდროს ვყოფილვართ. აი, საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით ბანანის რესპუბლიკა. ვიყავით მოწინავე ქვეყანა ბევრი რამის გამო, კულტურითაც ვიყავით და პოლიტიკურადაც ჩვენი რაღაც სათქმელი გვქონდა. დღეს ბრიუსელიდან ზოგიერთი რომ გვიბედავს, ეგეთ რაღაცებს ყველა ვერ გვიბედავდა მოსკოვიდან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ერთმა რუსმა მწერალმა ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე, ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან გვესმის უარესები და ერთი ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ „ენჯეოებში“. როდესაც ვლაპარაკობთ – როგორ შეიძლება, რამე ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზეო. რატომ არ უნდა ვთქვათ, როდესაც ადამიანი, ფაქტობრივად, ჩვენს სუვერენიტეტს აუქმებს. უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოდის და კადრულობს იმას, რომ დადგეს ოპოზიციის მიტინგზე. ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ასე რომ შეგილახავს სუვერენიტეტს, იქ უთხრა კი არა, ქმედებებიცაა განსახორციელებელი. ასე რომ, რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ნამდვილად იქნება შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამიტომ ყველა მოემზადოს ამ არჩევნებისთვის. სხვათა შორის, საინტერესოა, ამ კითხვას გასცენ პასუხი, აპირებენ თუ არა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები