საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი სპეცტექნიკით აღიჭურვება. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა.
„დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, რომლითაც, ახალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის მორიგი რეფორმის შესრულებას ვიწყებთ. რამდენიმე თვეში თავდაცვის ძალებს ექნება თანამედროვე, NATO-ს წევრი ქვეყნების სტანდარტის, მსოფლიო ბრენდების საუკეთესო სპეცტექნიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„დღევანდელი შეთანხმებით, ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა წარმოების, ასევე – NATO-ს არაწევრი ქვეყნების მიერ წარმოებულ, მოძვეებულ სპეციალურ ტექნიკას. მოგეხსენებათ, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენს სამხედროებს, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, არაკომფორტული, არაეფექტიანი და ამავდროულად, არასაიმედო ტექნიკის გამოყენება უწევდათ. ეს ნამდვილად არ იყო ის ხარისხი, რასაც ჩვენი სამხედროები იმსახურებდნენ. ამიტომ, დღეს ჩვენ უპრეცენდენტო მასშტაბის განახლებით, ამ ვითარებას მთლიანად შევცვლით“, – განაცხადა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა.