ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოცადო, არის ძალაუფლება, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე პირველად დანიშვნის შემდეგ ეს გრძნობა თვითონაც განიცხადა.
„პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუს ხვევა. არ დაგმალავთ ამას, იმიტომ რომ ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს რაღაც სიმყარე, რაზეც დგახარ – შენი წესები, შენი მორალი, რაც განსაზღვრავს შენს ქმედებას, ძალიან რთულია გაუძლო ძალაუფლებით ცდუნებას“, – განაცხადა მან