პარასკევი, მარტი 27, 2026

ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა

ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა  თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მეგობრებო, რა თქმა უნდა, ჩემს გამოსვლაში გვერდს ვერ ავუვლი უცხო ქვეყნების მსახური აგენტურის „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიეროვნულ, ბოროტ რეჟიმს, რომელმაც საქართველოს და ქართველ ხალხს მოუტანა საშინელი უბედურებები, ჩაგვრა, ძალადობა, ტერორი, შიში, ომი, ტერიტორიების დაკარგვა და გაჩუქება, 300 ათასი გასამართლებული ჩვენი თანამოქალაქე, ათასობით გაუბედურებული ოჯახები, რეჟიმის მიერ ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდები, უდანაშაულო პატიმრები, მათ მიერ შექმნილ ჯოჯოხეთურ ციხეებში ადამიანების წამება ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდებით, ტანჯვა, გაუპატიურება ადამიანების, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, მედიის მიტაცება და დახურვა, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ბიზნესის რეკეტი, ქონებების წართმევა, მოქალაქეებისთვის ღვთისგან ბოძებული თავისუფლების წართმევა და სხვა უამრავი სისტემური დანაშაულები, რაც ყოველდღიურობა იყო 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ქვეყანაში გამეფებული იყო სრული უსამართლობა და სრული უიმედობა. ამ ყველაფერს, მეგობრებო, ემატებოდა მათი ლობისტების და მფარველების მიერ წახალისებული, აღვირახსნილი პროპაგანდა და მათ მიერ შექმნილი სიმულაციური რეალობა, თითქოს მანიაკი სააკაშვილი და სისხლიანი „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული ღირებულებების სიმბოლო და დემოკრატიის შუქურა იყო, რაც ჩვენი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფა იყო. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს წაართვა თავისუფლება და ღირსება შეულახა, გაასამართლა 300 ათასი ჩვენი თანამოქალაქე, პოლიტიკური ველიდან ფაქტობრივად გააქრო ოპოზიცია, ყველა მედია საშუალება ერთ ხმაში აალაპარაკა და საზოგადოება სრულ ნიჰილიზმამდე მიიყვანა, ჩვენს ხალხში მაშინ უიმედობამ დაისადგურა, თითქოს ხელისუფლების შეცვლა უკვე შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ გავიმეორებ, ქვეყნისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მაშინ, როცა ქართველი ხალხისთვის ხსნა აღარ იყო, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„სტაფილო ჭამე შვილოო…“ – პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი ილია მეორის იუმორზე

პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი რეზი ძნელაძე „დილის პალიტრის“ სტუმარი იყო, სადაც მისი და უწმინდესის ურთიერთობაზე ისაუბრა.როგორც რეზი ძნელაძე ჰყვება, ძალიან პატარა იყო, როცა ტაძარში მიიყვანეს და პატარა ასაკიდან გახდა პატრიარქის სტიქაროსანი.„ზრდაში ვერ მივდიოდი. 1 წელი მიყურა პატრიარქმა , 2 , 3 ,10 წელი... ერთი და იგივე ვარ. ერთხელაც მეძახის - კაცო, შენ რამდენი წლის ხარო? 15-ის მეთქი. ამხედა-დამხედა და - სტაფილო ჭამე შვილოო. მართლაც... განსაკუთრებული იუმორი ჰქონდა“,- ამბობს პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი. 

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ საპასუხო ოპერაციების გამო სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ.პარალელურად, გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურმა, სეიედ მაჯიდ მუსავიმ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა, რაც, მისი თქმით, რეგიონში შეერთებული შტატებისა და ისრაელის ინტერესებს ზიანს მიაყენებს.„თქვენ ერთხელ უკვე გამოგვცადეთ; მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ თქვენ თვითონ დაიწყეთ ცეცხლით თამაში და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ამჯერად პრინციპი აღარ იქნება „თვალი თვალის წილ“, უბრალოდ დაელოდეთ“, – განაცხადა მუსავიმ.გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამრეწველო და ბირთვულ ობიექტებზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დარტყმები დაბინძურების საფრთხეს არ ქმნის.

გიორგი გაბუნია – ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეს ეკლესიას თავს ესხმიან

ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ყველა გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს.„სამწუხაროდ, ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ეკლესია არ უყვართ და პატრიარქი არ უყვარდათ, ამის გამოხატულებას ყოველთვის ვხედავთ. როცა ძვირფასი პატრიარქი დავკარგეთ, ვხედავთ, რომ ეკლესიაზე თავდასხმა არ წყდება. ეს პროცესი გარედანაც იმართება, რადგან არ მოსწონდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკლესიას დიდი ავტორიტეტი და ნდობა ჰქონდა. ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს უმაგრებს ეკლესია, მისი კონტროლი და მასზე ზეგავლენის მოპოვება ძნელია. ამიტომ, წლებია, ეს თავდასხმები ეკლესიაზე ხორციელდება. ამ მიმართულებით ენჯეოსექტორის წარმომადგენლები აქტიურობენ. ისინი ცდილობენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებს ისეთი რამე დააბრალონ, რაც არანაირ კავშირშია სიმართლესთან. ამიტომ ეს ბინძური კამპანია გრძელდება და ახალი ძალით დაიწყო. ჩათვალეს, რომ თითქოს ქართულ ეკლესიას ხელმძღვანელი არ ჰყავს და სუსტია. პირიქით, ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს. ეკლესია საკმარისად ძლიერია, რომ ასეთ ბინძურ შეტევას და გამოწვევას საკადრისი პასუხი გასცეს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მარკო რუბიო – ირანში აშშ-ის ოპერაცია გაგრძელდება კვირების და არა თვეების განმავლობაში

აშშ-ის ოპერაცია ირანში გაგრძელდება კვირების და არა თვეების განმავლობაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.კითხვაზე, განიხილავს თუ არა აშშ ირანის ნეიტრალიზაციის მცდელობის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში ჯარების განლაგებას, რუბიომ უპასუხა, რომ სამხედრო ტაქტიკაზე არ ისაუბრებს.როგორც აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აშშ-ს შეუძლია ირანში მიზნების მიღწევა „სახმელეთო ჯარების გარეშე“.მარკო რუბიოს განცხადებით, ირანის პასუხი აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე „შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გავრცელდეს“.რუბიოს თქმით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში შესაძლოა, გადასახადის სისტემის დაწესება გადაწყვიტოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამას „მიუღებელს“ უწოდებს და ამბობს, რომ მთელი მსოფლიო „აღშფოთებული“ უნდა იყოს, თუმცა, დასძენს, რომ ქვეყნებმა, რომლებზეც მთავარ საზღვაო მარშრუტზე შესაძლო გადასახადის სისტემა ყველაზე მეტად აისახება, „რაღაც უნდა მოიმოქმედონ“.

ჟან-ნოელ ბარო – „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფა

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების განცხადებით, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა მშვიდობიან მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „კონფლიქტი პირდაპირ საფრთხეს უქმნის გლობალური მიწოდების ჯაჭვებს – ენერგეტიკას, სურსათს და სასუქს, რაც უშუალოდ აისახება მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, „აუცილებელია ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის სრული და უსაფრთხო თავისუფლების აღდგენა“.ამასთან, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ და აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ მოწოდებაა თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.მისივე თქმით, ამ თავდასხმებს არაფერი ამართლებს და მშვიდობიანი მოსახლეობა სათანადოდ უნდა იყოს დაცული.საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გაიმეორა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების მოწოდება ჰორმუზის სრუტეში „გემების თავისუფალი და უსაფრთხო მოძრაობის“ უზრუნველსაყოფად.ჟან-ნოელ ბარომ აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თანახმაა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობა გააცნოს და ერთობლივად იმუშაონ შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად.

ბოლო სიახლეები