საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის საინტერესო არაა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება იმის შესახებ, რომ ის საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საკუთარ ომს აწარმოებს.
„ჩემთვის მთავარია ის, რომ ლიეტუვის პრეზიდენტი ორ დღეში საქართველოში ჩამოდის. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა ლიეტუვასთან და ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.