სამშაბათი, ოქტომბერი 28, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად, 490 მილიონი ლარით იზრდება

თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად, 490 მილიონი ლარით იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით.

მისივე თქმით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2.8 %-ს. 2 წლის წინ კი იყო 9.3 % პროცენტი.

„რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,5 მილიარდი ლარით და ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2.8 %-ს, 2 წლის წინ იყო 9.3 % პროცენტი. 9.3%-დან 2.8% შევძელით 2 წელიწადში. გვაქვს 2 წელი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მშპ გავზარდეთ 30 მილიარდი ლარით. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 2023 წელს იქნება 24.3 მილიარდი ლარი, რაც საშუალებას გვაძლევს, სრულყოფილად ვუპასუხოთ ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. კერძოდ, მინდა რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოვკვეთო.

პირველი, დავიწყებ იმით, რომ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 490 მილიონი ლარით – ეს ჯამურად. მათ შორის პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ 20 პროცენტით და ამ მიზნით გათვალისწინებული არის 290 მილიონი ლარი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ იანვარში გავზარდეთ ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები 10 პროცენტით. 2023 წლის იანვარშიც ასევე გაიზრდება ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასები 10 პროცენტით და ეს ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც. ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიციელები, ჯარისკაცები და უსაფრთხოების სამსახური და მათი ხელფასები გაიზრდება 20 პროცენტით იანვრიდან, ყველა თანამშრომლისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიციელებისა და ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც.

„ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებული გვაქვს საცხოვრებელი ბინების მშენებლობაც. ჯარის ქალაქი სრულდება რამდენიმე თვეში და გავხსნით. და გადავცემთ 1000-ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელ ბინებს და ეს პროგრამა გაგრძელდება მომავალშიც, ახლა რამდენიმე კვირაში დავიწყებთ პოლიციელების ქალაქის მშენებლობას. 1000-ზე მეტი პოლიციელი მიიღებს საცხოვრებელ ბინებს და რა თქმა უნდა ეს იქნება გრძელვადიანი პროგრამა, ეს არ არის ერთჯერადი, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ეს არ არის ერთჯერადი პროგრამა. ასევე გათვალისწინებული გვაქვს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის პოლიციის შენობების რემონტი, ბაზების მშენებლობა, რემონტი, გდდ-ის ბაზების, შეიარაღება, აღჭურვილობა, ახალი მანქანები და ა.შ.“, – აღნიშნა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომაზე, რაც საპარლამენტო ბოიკოტს ეხება, პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა

ჩვენი პოლიტიკური ძალა სრულად გააზრებულად იღებს პასუხისმგებლობას იმ შეცდომებზე, და, ჩვენ, თქვენგან განსხვავებით, შეცდომების აღიარების პრობლემა არასდროს გვქონია, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში დავუშვით, რაც, პირველ რიგში, ეხება საპარლამენტო ბოიკოტს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, პოლიტიკური პროტესტის ამ ფორმამ „ოცნების“ მოძალადე მანქანა ვერ შეაჩერა ისეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და, არ მოახდინა არ დამაზიანებელი გადაწყვეტილებების პრევენცია, როგორიც იყო საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმა, ანტიდემოკრატიული, ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღება და, რაც მთავარია, „ოცნება“ ვერ შეაჩერა მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობისგან.„ბოიკოტისა და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის ტოტალური კამპანიის ფონზე, რაც განსაკუთრებული მონდომებით, პირველ რიგში, სახელისუფლებო მედია აშუქებდა და პროპაგანდას უწევდა, მოსახლეობის ნაწილმა დაიჯერა, რომ ე.წ. მშვიდობიანი დამხობა შეიძლებოდა, გამხდარიყო ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილების ინსტრუმენტი. „ოცნებას“ კი, მის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაულისა და ძალადობის გამო, ჰქონდა ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი, საშუალება მიეცა, დრო მოეგო და ხალხი მშვიდობიანი დამხობის, როგორც არსებული მწვავე რეალობის კიდევ უფრო უარესი ალტერნატივით დაეშინებინა. ამ შიშის ფაქტორით მოახერხეთ ეტაპობრივად დაგებრუნებინათ დაკარგული ამომრჩეველი და, რა თქმა უნდა, 4 ოქტომბრის იმ უპასუხისმგებლო სპეცოპერაციის შემდეგ ერთგვარად გაგჩენოდათ დამატებითი საფუძველი, რომ დაგეძლიათ ლეგიტიმაციის კრიზისი. თუმცა, დაპირისპირებისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად წახალისების გარეშე, ამას ვერ შეძლებდით. ამიტომ, 4 ოქტომბრის პროვოკაციის მძიმე შედეგებზე, რამაც ქვეყანა დაპირისპირების საშიშ ზღვართან მიიყვანა, პასუხისმგებლობას ვერც თქვენ გაექცევით, რადგან, სულ მცირე, შეგეძლოთ და არ აღკვევთ ეს პროვოკაცია. ვერც ის უპასუხისმგებლო პროვოკატორები გაექცევიან, ვინც პირდაპირ, თუ ირიბად, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის ორგანიზებაში ან მის წახალისებაში მონაწილეობდნენ, გნებავთ დამნაშავის და გნებავთ, სასარგებლო იდიოტის როლში, როდესაც 4 ოქტომბერს ხალხს არჩევნების ნაცვლად მშვიდობიანი დამხობის აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებდნენ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.მისი თქმით, ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას შეცდომა არ დაერქმევა, დანაშაულს კი – დანაშაული.„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენთვის მთავარი ღირებულება და საზრუნავია ქართველი ხალხია. ერთი მხრივ, „ოცნებისგან“ მოტყუებული და პროპაგანდის მსხვერპლი, მეორე მხრივ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობათა გამო იმედგაცრუებული ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ქართველი ხალხის პატივისცემით, იმ რეალობის აღიარებით, რომ ჩვენ ვერ შევძელით მათთვის უკეთესი ალტერნატივის შეთავაზება, რადგან ერთი წლის მანძილზე ჩვენვე ვთქვით უარი ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატებზე და მარტო დაგტოვეთ ამ დარბაზში, მზად ვართ, მივიღოთ ეს გამოწვევა და ხალხის ხმა და განსხვავებული აზრი დავაბრუნოთ პარლამენტში, რომელიც არ გეკუთვნით არც თქვენ და არცერთ სხვა პარტიას, არამედ ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხს. ხალხს, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტული რეჟიმის პირისპირ დაუცველი აღმოჩნდა, იმ რეჟიმის პირისპირ, რომლის კანონებითაც, სამწუხაროდ, იმართება დღეს ქვეყანა და რის საფუძველზეც უამრავი ადამიანია დაჭერილი“, – განაცხადა გიორგი შარაძიემ.მისი თქმით, ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებაშია.„სიმართლე მწარეა და ამ სიმართლის მოსმენა მოგიწევთ ჩვენგან პარლამენტში, რომელიც, უნდა შეეგუოთ, რომ დღეიდან თქვენი პარტიული ოფისი აღარ იქნება და აქ ხალხის ხმას და განსხვავებულ აზრს ჩვენგან გაიგონებთ! ჩვენ გვჯერა, რომ ოცნების მოძალადე რეჟიმთან პრინციპული და შეურიგებელი ბრძოლით მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს, სამართლიან წესრიგს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

გურამ მაჭარაშვილი – რადიკალური ოპოზიცია ხალხთან სალაპარაკოდ არ მიდის, მაქსიმუმ თავიანთ პატრონებთან ახალი დავალებების მისაღებად ჩადიან

რადიკალური ოპოზიცია ხალხთან სალაპარაკოდ არ მიდის, მაქსიმუმ თავიანთ პატრონებთან ახალი დავალებების მისაღებად ჩადიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, ამომრჩეველთან საუბარი რომ შეძლებოდათ, არჩევნებზე ასეთი შედეგები არ ექნებოდათ.„უკვე ბევრჯერ შეეშალათ და კიდევ ბევრჯერ შეეშლებათ, რადგან მთავარ ამოცანას არ ხსნიან – ქართული და სხვა სახელმწიფოს ინტერესი რა არის, ერთმანეთისგან ვერ არჩევენ და წინა ხაზზე ყოველთვის სხვა ქვეყანას აყენებენ. ქართულ საზოგადოებას სწორედ ეს არ მოსწონს და ამიტომ, კიდევ ცდა მოუწევთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარიზში, 170 ლოკაციაზე საქართველოს ტურისტული ბანერი განთავსდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, პარიზის მეტროს სადგურებთან, 170 ლოკაციაზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს შესახებ ბანერები დამონტაჟდა.„ბანერებზე საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილებია ასახული. მეტროს მგზავრებსა და გამვლელებს  შეუძლიათ, გაეცნონ საქართველოს ბუნებას, კულტურასა და ისტორიულ ქალაქებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ - ერთი წლის შემდეგ, როცა პარტიამ აღიარა დაშვებული შეცდომები, მათ შორის მანდატებზე უარის თქმაც.ამის მიუხედავად, ისინი კვლავ ცდილობენ ახსნა მოუძებნონ საკუთარ განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის არალეგიტიმურობას ეხებოდა.პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, პარტია რუსუდან თევზაძემ დატოვა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გახარიას პარტიას არ ჰქონდა საფუძველი მსგავსი ბრალდებებისთვის.როგორც „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, პარლამენტში ყოფნით, გახარიას პარტიას ახლა მაინც შეეძლება საკუთარი მხარდამჭერების ხმა რეალურად გამოხატოს და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას.

თურქეთში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში, 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ სინდირგისთან მდებარეობდა. ბიძგები რამდენიმე პროვინციაში, მათ შორის სტამბოლშიც, იგრძნობოდა. ამ დროისთვის უცნობია, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ ნგრევა.

ბოლო სიახლეები