სწორედ ამ მიზნით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ კორონავირუსის გავრცელება, ჯარი გადავიყვანეთ ყაზარმულ რეჟიმზე ჯერ კიდევ 21 მარტს. მაქსიმალურად კონტროლდება გარეშე პირთა შესვლა და გასვლა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია POSTV -ის ეთერში განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ჯარის 1/3 მუშაობს საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. „შემდეგ მათ ჩაენაცვლებიან. ასევე ჯარის ნაწილი გვყავს გაშვებული დისტანციურზე. ყველა რეზერვი გვაქვს გათვლილი,,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

