ორშაბათი, ოქტომბერი 20, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: განვლილი 12 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია

განვლილი 12 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. და დღეს, დღესავით ნათელია, იმხელა განსხვავებაა 2012 წლის საქართველოსა და 2024 წლის საქართველოს შორის, როგორც შავი და თეთრი, ისეთი განსხვავებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა  თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილებების სიმბოლოდ იქცა, რამაც, სტაბილური განვითარება, კეთილდღეობა, თავისუფლება და რაც მთავარია, უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი – უწყვეტი მშვიდობა მოიტანა და განვლილი 12 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით ხელშესახებ პროგრესს მიაღწია. და დღეს, დღესავით ნათელია, იმხელა განსხვავებაა 2012 წლის საქართველოსა და 2024 წლის საქართველოს შორის, როგორც შავი და თეთრი, ისეთი განსხვავებაა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჩვენ გავათავისუფლეთ მედია და ბიზნესი, სამჯერ გაიზარდა ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი, განახევრდა სიღარიბე და უმუშევრობა, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და 12 წელში, საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო და თანაც, ამ ყველაფერს, მივაღწიეთ ურთულესი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პერიოდში, მტკიცედ და ღირსეულად, ორ ფეხზე დგომით, მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით და რაც მთავარია, ომის გარეშე – ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების გარეშე, რითაც ჩვენ ღირსეულად შევასრულეთ საპატიო მოვალეობა და ეს ყველაფერი, პირველ რიგში, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, მეგობრებო!“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გიორგი გახარია: მუნიციპალური არჩევნების და „მშვიდობიანი დამხობის“ პროვოკაციის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა მოქალაქეები

დღეს ჩვენ, პარტიამ „საქართველოსთვის“, მივიღეთ გააზრებული და პრინციპული გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ჩვენი მანდატები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, ასევე პარლამენტში, რათა დავიბრუნოთ პოლიტიკური სივრცე და ვიბრძოლოთ საზოგადოებრივი აზრისთვის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ X-ში წერს.როგორც გახარია წერს, ახლა ყველამ ერთად უნდა მოიგოს ქართველი ხალხის გული და გონება.„2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების და 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის პროვოკაციის მცდელობის შედეგებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბოიკოტმა დააცარიელა პოლიტიკური არენა, დაუცველი დატოვა საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პროპაგანდისა და რეპრესიების წინაშე, გააძლიერა მისი ავტორიტარული მმართველობა და გააღრმავა რადიკალიზაცია. ახლა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ ქართველი ხალხის გული და გონება, რათა დავიცვათ ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, როგორც ამ არჩევანის ქვაკუთხედი“, – წერს გიორგი გახარია.პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ნინო ლომჯარია გიორგი გახარიას მიმართავს – ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია

როგორც ჩანს, თქვენი შეცდომა ბოიკოტი კი არა, „ოცნებიდან“ წამოსვლა იყო. თქვენი პოლიტიკური შედეგი კი პირადი და პარტიის ინტერესების ხალხის ინტერესებზე მაღლა დაყენება და ორ არჩევნებზე ხელოვნურად დაყოფილი ოპოზიციაა (არც სხვებს დაუკლიათ), – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს.ლომჯარია ეხმაურება პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.„ახლა გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ პარლამენტში ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული პარტია“, – წერს ნინო ლომჯარია.პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტისა და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

ევროკავშირი დათანხმდა, რომ 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი

ევროკავშირი დათანხმდა, 2028 წლის პირველი იანვრისთვის ეტაპობრივად შეამციროს რუსული გაზის იმპორტი.ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრებმა ამ წინადადებას დღევანდელი მინისტერიალზე დაუჭირეს მხარი.მინისტერიალზე დაამტკიცეს გეგმა, რომლის თანახმადაც, რუსულ ნედლეულზე ეტაპობრივად უარის თქმა ახალი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის იანვრიდან, უკვე არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის – 2026 წლის ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის 2028 წლის იანვრიდან დაიწყება.

სკოლის არდადეგების თარიღი ცნობილია

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში პირველი სემესტრი 29 დეკემბერს, დასრულდება.30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით კი ზამთრის არდადეგები იქნება.  ცნობილია, რომ სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.

ლევან სანიკიძე გახარიას პარტიაზე – გადამწყვეტ მომენტში ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ, რითაც ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა – ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი...

გახარიას „ლუზერთა რაზმი“ ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა - ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შეწყვეტის და პარლამენტში შესვლის შესახებ.მისი თქმით, „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოპოზიციას დაუშვია.„გახარიას ლუზერთა რაზმი ოპოზიციური ველიდან სამუდამოდ ჩამოიწერა. თბილისმა პანღური დაადო , „ნაცებმა“ მათივე ამომრჩევლის ნახევარი გადავურწმუნეთ, ლიდერი ემიგრაციაში გაიხიზნა - ადგნენ და ბიძინას ბოსელში შეგოგმანდნენ. ჩვეულებრივი მეორე ტურის „ქოცები“ არიან - გადამწყვეტ მომენტში ისევ ბიძინას ამბორი ურჩევნიათ ხალხთან ერთად დგომას. ამ „ევროქოცების“ ოპოზიციისთვის შემოწებება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი დაგვიშვია. პარლამენტის წევრების, ფრაქციის თანამშრომლების და პარლამენტის წევრის ასისტენტების ხელფასებზე ხართ დახურდავებულები ძვირფასო თანამოქალაქეებო. „ქოცებზე“ უარესებად მიმაჩნდით და მიმაჩნიხართ გერმანიაში გაქცეული ლიდერის მოთაყვანე გოგონებო - ღიად სამშობლოს ღალატი უფრო ნაკლები საფრთხეა, ვიდრე ის ,რაც თქვენ ჩაიდინეთ.ცალკე საინტერესოა, რას ფიქრობს „ლელო“ იმ ხალხზე, რომელთან ერთად დგომასაც ფარნავაზი-ქუჯის შემდეგ ყველაზე დიდ ქართულ გაერთიანებად გვასაღებდით?“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ბოლო სიახლეები