პარასკევი, აპრილი 10, 2026

ირაკლი ქარსელაძე – რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ის გახსნის შემდეგ, საერთო ჯამში, რვა კილომეტრით მცირდება გადაადგილების მანძილი და სულ მცირე, ნახევრდება მგზავრობის დრო

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. კერძოდ კი, რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობდა. ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად იქნება გახსნილი სამი მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა- შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ. რიკოთის ყველა ახალი მონაკვეთი აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უმაღლესი სტანდარტის მისაღწევად უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.

ქარსელაძის განცხადებით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ჩუმეთელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის პროექტის ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთია, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ისე მშენებლობის ორგანიზების თვალსაზრისით, რადგან სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ არსებული გზის მიმდებარედ ხორციელდება.

„დასკვნით ეტაპზეა ფერდების სტაბილიზაციის სამუშაოები, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე გამომწვევ ფერდზე, სადაც უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ახლაც გრძელდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ყველა ტექნოლოგიური პარამეტრისა და მოთხოვნის აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

პატრიარქის სააღდგომო გზავნილები – რისკენ მოუწოდებდა უწმინდესი ერს

რა იყო პატრიარქის სააღდგომო გზავნილები - ამის შესახებ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდა სიუჟეტი მოამზადა.„ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ უდიდეს დღესასწაულს, აღდგომას ქრისტესი - ეს არის გამარჯვება სიცოცხლისა სიკვდილზე და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა არ მოაკლოს საქართველოს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული, მადლი ღვითისა,“, - ამბობდა პატრიარქი.ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

პედრო სანჩესი – არ დავუშვათ, ლიბანი გახდეს ახალი ღაზა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევების ფონზე, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.სანჩესის თქმით, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა უპასუხოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებს.„არ დავუშვათ, ლიბანი გახდეს ახალი ღაზა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევების ფონზე, ევროპამ თანმიმდევრულად უნდა იმოქმედოს, თუ გვსურს, დანარჩენმა სამყარომ გაგვიგოს და გვერდით დაგვიდგეს უკრაინის მხარდაჭერაში, თავისუფლებისთვის მის ბრძოლაში დამპყრობლის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა სანჩესმა.ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება უნდა შეაჩეროს.„გუშინ ესპანეთის მთავრობამ და პირადად მე წარვადგინეთ შეთავაზება, რომ თანმიმდევრულობის მიზნით, ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს, რადგან, ცხადია, ის არღვევს შეთანხმების ბევრ მუხლს. განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა აშშ-ირანის მოლაპარაკებების წინ მოქალაქეებს სთხოვა, ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის

აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა მოქალაქეებს სთხოვა, ილოცონ მოლაპარაკებების წარმატებისთვის.„ეს გადამწყვეტი მომენტია, გთხოვთ ილოცოთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უამრავი სიცოცხლე გადარჩეს და მსოფლიომ მშვიდობა იხილოს“, – აღნიშნა შარიფმა.პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ ხვალ ამერიკელი და ირანელი ლიდერები ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის ჩავლენ.„პაკისტანის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, მაქსიმალური ძალისხმევის გამოყენებით“, – აცხადებს შეჰბაზ შარიფი.ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკვე გაემგზავრა პაკისტანში.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 1 953 ადამიანი დაიღუპა

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან ქვეყანაში 1 953 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რიცხვი კი 6 303-ს აღწევს.უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 8 აპრილს მომხდარი  მასშტაბური დარტყმების შემდეგ 357 ადამიანი დაიღუპა, ხოლო  1 223 დაიჭრა.ისრაელის არმიის განცხადებით, 8 აპრილს თავდასხმისას ირანის მიერ მხარდაჭერილი ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 180 წევრი მოკლეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2010 წლამდე გაცემული დიპლომების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც ათასობით მოქალაქეს მოუგვარდება 2010 წლამდე გაცემული დიპლომის აღიარებასთან დაკავშირებული პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ცვლილების თანახმად, 4-წლიანი დასწრებული და 5-წლიანი დაუსწრებელი სწავლების აღიარება მოხდება თანაბრად.მისი თქმით, ცვლილება შეეხება სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში აღიარებულ რეჟიმში ჩაირიცხნენ და სწავლა არაღიარებულ რეჟიმში დაასრულეს, ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ლიცენზიის მოპოვებამდე ჩარიცხეს უნივერსიტეტში.„გვქონდა ასეთი მოცემულობა – ჩვენი მოქალაქეები 4-წლიან პროგრამაზე გადიოდნენ ზუსტად იმავე რაოდენობის საგნებს და იღებდნენ იმავე კვალიფიკაციას, როგორსაც 5-წლიან დაუსწრებელზე. აქამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, 5-წლიანი უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს, ხოლო 4-წლიანს ენიჭებოდა ბაკალავრის ხარისხი. ცვლილებების საფუძველზე, ის, ვინც 4-წლიანი პროგრამა დაასრულა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეთა დასაქმებას მათთვის სასურველი მიმართულებით.2010 წლამდე, სანამ ერთიანი სისტემა ჩამოყალიბდებოდა, განათლების სფეროში არ არსებობდა რეესტრი, რომელიც სტუდენტების ინფორმირებას უზრუნველყოფდა. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უნივერსიტეტები, რომლებსაც არ ჰქონდათ აკრედიტაცია მინიჭებული, არ ეუბნებოდნენ აბიტურიენტებს ამის შესახებ და მათ ისე რიცხავდნენ. შემდგომში, როდესაც გასცემდნენ დიპლომს, კურსდამთავრებულებს უკვე ამ დოკუმენტის აღიარებაზე ექმნებოდათ პრობლემები.ამასთან, რიგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰქონდათ ავტორიზაცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში და შემდეგ სწავლის პერიოდში შეუწყდათ. ამის შესახებაც არ იყვნენ ინფორმირებულნი სტუდენტები და შემდგომში ამ უნივერსიტეტდამთავრებულ ადამიანებს ჰქონდათ პრობლემები.წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ ხანგრძლივ, პრობლემურ პროცესებს, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები დიპლომის აღიარებისთვის გადიან – მიდიან სასამართლოში, ასაჩივრებენ პროცესებს, რაც დროსთან და ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდება და ათასობით ჩვენი მოქალაქის დიპლომი აღიარებული იქნება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ბოლო სიახლეები