ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

ირაკლი ქარსელაძე – ჟინვალიდან შატილამდე უკვე გვაქვს რეაბილიტირებული, ბევრად უფრო უსაფრთხო გზა

„ახლა იმ პარკში ვიმყოფებით, რომლის რეაბილიტაციაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წარმატებით დაასრულა. ასევე, ჩვენს უკან არის ქუჩა, რომლის მიმდებარე შენობების რეაბილიტაციაც, პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. აქვე სამობილიზაციო სამუშაოები დაწყებულია პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებულ პროექტზე და ამ ძალისხმევის შედეგად, ჩვენ მივიღებთ დუშეთის  სრულად განახლებულ ცენტრალურ უბანს. რა თქმა უნდა, ამას შემდგომში მრავალი სხვა უბანიც მოყვება, მაგრამ ეს არის ის მნიშვნელოვანი წამოწყება, რომლითაც დუშეთი სულ უფრო პოპულარული გახდება ტურისტებისათვის,“- ამის შესახებ რეგიონული განვიტარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარტია „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატის მანანა ნარიმანიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა დუშეთის პოტენციალზე და  მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე.

 „საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, დუშეთის მუნიციპალიტეტი ნამდვილად გამორჩეულია. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში, წელს, ფაქტობრივად ვასრულებთ ჟინვალი-ბარისახოს 51- კმ-იანი მონაკვეთის 18 კმ-ის რეაბილიტაციას, ხოლო ბარისახო-შატილის მონაკვეთზე შარშან დავასრულეთ გზის ნაწილის რეაბილიტაცია, ხოლო წელს სრულდება 17 ახალი ხიდის მშენებლობა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ჟინვალიდან შატილამდე გვაქვს სრულად რეაბილიტირებული, ბევრად უფრო უსაფრთხო გზა,“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრი ასევე შეეხეო წყალმოამარაგების საკითხს და ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გვირაბის ბურღვის დღეს დაწყებულ სამუშაოებს.

„დღეს დაიწყო სპეციალურად დამზადებული საბურღი მანქანით 9 კმ-იანი სიგრძისა და 15 მეტრიანი დიამტრის უნიკალური გვირაბის ბურღვის სამუშაოები. მართალია ეს სამუსაოები კობში დაიწყო, თუმცა ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,  მისასვლელი გზა სწორედ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გადის. დაწყებული ქვეშეთით და დასრულებული წკერეთი. ეს ის 10  სოფლებია, რომლებსაც აღარცერთი დღით აღარ ჩაეკეტებათ გზა და მათ უკვე შეეძლებათ სრულიად თავისუფლად ნებისმიერ ამინდში მიიღონ სამედიცინო სერვისები, მედიკამენტები და მეტიც, ისინი ახლაც უკვე ძალიან ინტენსიურად არიან ჩართული ამ პროექტში პირდაპირი დასაქმების თვალსაზრისით. ასევე, 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიციის მქონე პროექტს დიდი მობილიზაციას სჭირდება არაპირდაპირ დასაქმებული ადამიანებისა – საცხოვრებლით, საკვებით ა.შ. უზრუნველყოფა.“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისაუბრა იმ გეგმებზე, რომელთა შორისაა  ე.წ. ნატახტრის შემოვლითი გზა, რომლის პროექტირება მალე დასრულდება და მომავალ სამუსოებზე ტენდერის გამოცხადებაც შესაძლებელი გახდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

 1-5 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 258 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 75, 186 ლარი შეადგინა.ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  7763 ლარით დაჯარიმდა.

„ბიბისი“ – სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას

სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტაივანი დაასახელა.სი ძინპინმა მოუწოდა აშშ-ს, წინდახედულება გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას. მისივე თქმით, პეკინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაშინგტონთან კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები განსხვავებების გადასაჭრელად გზებს გამონახავენ.სი ძინპინმა ტაივანს „ჩინეთის ტერიტორია“ უწოდა და თქვა, რომ „ჩინეთმა უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.ჩინეთის ლიდერის თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მცდელობები „დააჩქარებდა ტაივანის სრუტეში სახიფათო და ძალადობრივი სიტუაციის ზრდას“.ცნობისთვის, დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვის შესახებ განაცხადა, რაც მოიცავს რაკეტების გამშვებ დანადგარებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და სხვადასხვა სახის რაკეტებს.დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს „შესანიშნავი“, „ხანგრძლივი“ და „სიღრმისეული“ უწოდა.ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა საუბრისას ასევე განიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში, არსებული სიტუაცია ირანში, ჩინეთის მიერ ნავთობისა და ბუნებრივი აირის აშშ-ისგან შესყიდვის საკითხები. „ბიბისის“ ცნობით, დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს აპრილში გეგმავს.

პაატა სალია – მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად.მისი თქმით, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კირილ დმიტრიევი – უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა პოზიტიური მიმართულებით მიდის, ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას

უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა კარგი და პოზიტიური მიმართულებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.დმიტრიევის თქმით, „ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები გამუდმებით ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას“.„რაც უფრო მეტი ასეთი მცდელობა ხდება, მით უფრო მეტად ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, პროგრესი არსებობს“, – აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.

ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზს ხვალ დაიწყებენ

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები ხვალ იხსნება. საქართველოს ნაკრები თამაშებზე 8 სპორტსმენით არის წარმოდგენილი - 6 მოციგურავე და 2 მოთხილამურე.პირველები ასპარეზში მოციგურავეები ჩაერთვებიან. ხვალ მილანში ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრი დაიწყება. მოკლე პროგრამას მოცეკვავეები, ქალები და წყვილები შეასრულებენ. ტურნირი თბილისის დროით 12:55 საათზე დაიწყება.გახსნის ცერემონიის მთავარი ღონისძიება კი საღამოს, მილანის სან სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები: ლუკა ბერულავა და დიანა დევისი. კორტინაში კი მოთხილამურეები: ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.

ბოლო სიახლეები