პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გიორგი გახარიას განცხადება, პოლიტიკურად უსინდისო განცხადება.
მისი თქმით, როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებიდან გაიქცა, მას შემდეგ გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი.
„ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება არის პოლიტიკურად უსინდისო განცხადება. ამ ადამიანმა გაიარა ხელისუფლებაში ყველა ეტაპი თანამდებობაზე მუშაობისა. როცა გაიქცა ხელისუფლებიდან, მერე გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” დაწერა, რომ საქართველოში კორუფცია და ოლიგარქიაა დასამარცხებელი.