ირაკლი ქადაგიშვილი – რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაზრდილი არ არის, წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა არასწორი ტაქტიკაა, რომელსაც ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს

Read Time:38 Second

საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაზრდილი არ არის, წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა და პანიკის დათესვა არის ძალიან არასწორი ტაქტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, სტატისტიკის მაჩვენებლები დაახლოებით იგივეა პარამეტრებში ტრიალებს, რაც პანდემიამდე პერიოდში იყო და ცოტათი უფრო ნაკლებიც არის.

„წინასწარი აჟიოტაჟის ატეხვა და პანიკის დათესვა არის ძალიან არასწორი ტაქტიკა, რომელსაც სამწუხაროდ, ოპოზიცია ყველა მიმართულებით ირჩევს. რაც შეეხება ამ მიმართულებით საფრთხეებს, რომელიც შეიძლება ზოგადად ქვეყანას გააჩნდეს, ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხი გაგვცა, რომ ეს არის მუდმივი მონიტორინგისა და ფართო ოპერატიული მუშაობის საგანი სამართალდამცავების მხრიდან. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ამ თემით სპეკულირება იმ მიზნებს ემსახურება, რასაც ქართული ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლების წინააღმდეგ ეწევა და შექმნილ ვითარებას იყენებს საკუთარი ვიწროპარტიული დღის წესრიგის შესასრულებლად“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს საავიაციო სანქციები დაუწესა
Next post ხარკოვში დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა