შაბათი, დეკემბერი 13, 2025

ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ნარატივს ნუ ავყვებით, აშშ-თან ურთიერთობაში ლობისტი არასდროს გამოგვიყენებია, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა მეთაურების და ინსტიტუტების მეშვეობით უნდა იყოს

ნუ ავყვებით ოპოზიციის ნარატივს, რომ ხელისუფლებამ ლობისტებით საქმე ვერ გააწყო, ლობისტები არის მათი საქმე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“, ერთ-ერთმა ლიდერმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მთელი მათი პოლიტიკა არის ლობისტებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ფაქტობრივად, ლობისტების მომსახურებაში არიან თვითონ, ვიდრე თვითონ იყენებენ ლობისტებს. ჩვენი პოლიტიკა აშშ-თან მიმართებაში ყოველთვის იყო ღია, ცალსახა და არასდროს არცერთი ლობისტი არ გამოგვიყენებია ამერიკის სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ჩვენ ვართ სახელმწიფო და მეორე სახელმწიფოსთან უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაურების და სხვა ინსტიტუტების მეშვეობით ურთიერთობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

მისი თქმით, ე.წ. მეგობარი აქტი რეალობაში იმეორებს იმ მავნე პოლიტიკურ მემკვიდრეობას, რა პოლიტიკური მემკვიდრეობაც ერგო ზოგადად ბაიდენისგან ამერიკას და მსოფლიოს, როგორც თვითონ დონალდ ტრამპი ამბობს, უკრაინის ომით დაწყებული, USAID-ის და სხვა ასეთი ორგანიზაციების ხშირ შემთხვევაში, მავნებლური საქმიანობით.

„ამიტომ, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ღიად მივმართავთ ამერიკის პრეზიდენტს, რომ ჩვენი სურვილია, სწორედ ეს მავნე მემკვიდრეობა გვერდით გადაიდოს და რეალური პარტნიორული, სტრატეგიული ურთიერთობები აღდგეს და საქართველოსა და აშშ-ს შორის. ეს არის ამ მიმართვის ერთადერთი მიზანი და განაცხადიც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დაიწერა წერილი ოთხი თვის შემდეგ და იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი კომუნიკაცია არ ყოფილა, რაც ამ წერილიდან გავიგეთ, როდის შედგა პირველი კომუნიკაცია და რა ფორმით, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ პირველი რეალური კომუნიკაცია შედგა, როდესაც აშშ-ის ელჩი ეწვია საგარეო საქმეთა მინისტრს და ამის შემდეგ, როცა პირველი ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა აშშ-ში.

„პრემიერ-მინისტრს შეხვედრა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან არ ჰქონია. ყოველთვის იყო ასე ვთქვათ, შეთავაზება, როგორც იმავე წერილშია, რომ წერილითაც მიმართა, რომ მზად ვართ ამ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეკითხვაზე, რას ელოდება ხელისუფლება ამ წერილის პასუხად, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება უყურებს, როგორი იქნება გეოპოლიტიკური ინტერესები.

„ჩვენ ხომ უკვე ის სახელმწიფო ვართ, რომელიც ზრდასრულობის ასაკში შევდივართ, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოზე მაქვს საუბარი და კარგად ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო მთავარია, ვიდრე რამე ობიექტური საზომებით მსჯელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ უცებ შეიძლება, უკიდურესი „ალ-ქაიდას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო ლიდერი გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატი, რადგან გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება. გამომდინარე აქედან, ჩვენ მაინც ვუყურებთ, გეოპოლიტიკური ინტერესები როგორი იქნება და აქედან გამომდინარე არის ჩვენი მოლოდინებიც, თორემ რაც შეეხება იმას, რასაც ტრამპი საჯაროდ ლაპარაკობს, დამერწმუნებით, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც საუბრობდა „ქართული ოცნება“. მნიშვნელოვანია, როგორი იქნება აშშ-ის საგარეო გეოპოლიტიკური ხედვა. ვფიქრობ, ჯერჯერობით, ტრამპს და მის ადმინისტრაციას ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს, რადგან ეს ბევრ კომპონენტთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ხომ არ მოახდენს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას აღნიშნული წერილი იმის გათვალისწინებით, რომ იქ საუბარია მაგალითად იმაზე, რომ გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, ეს იყოს არა ე.წ. დიფ სთეითთან ბრძოლა, არამედ მისი რებრენდინგი, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ის, რასაც თვითონ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ ისინი უნდა მოერიონ „დიფ სთეითს.

„თუ ვნახავთ, ყველა მათი გადაწყვეტილება და სულ ბოლო გადაწყვეტილებაც, რომელიც დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა მიიღო, არის ის, რომ დაზვერვის სამსახურიდან ორი ხელმძღვანელი პირი გაათავისუფლეს, რადგან ისინი პირდაპირ ბლოკავდნენ შესაბამისი პოლიტიკური ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციაზე და პირიქით, ინფორმაციის გაჟონვას ჰქონდა ადგილიო. ასე რომ, თვითონ მათი განცხადებებია ეს, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა მესამე შვილს ელოდებიან – კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან

ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია და მისი მეუღლე, ლიზა ჩიჩუა, მესამე შვილს, გოგონას ელოდებიან.სქესის გაგების ცერემონიიდან კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ ორი შვილი, გიორგი და ნინა ჰყავთ.

თოვლის გამო მოძრაობა აიკრძალა! – ინფორმაცია მძღოლებისთვის

თოვის გამო, გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანტონიუ კოშტა – ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს, დღეს შევასრულეთ...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ეხმაურება ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსული აქტივების უვადოდ გაყინვასთან დაკავშირებით.„ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება“, – წერს კოშტა სოციალურ ქსელში.კოშტას თქმით, შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის.ცნობისთვის, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის. მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 25 ხმით მიიღეს, ორმა ქვეყანამ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს, რომ აღნიშნულ იდეას არ ეთანხმებიან.

მარიამ ქვირივიშვილი – ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, აქედან გამომდინარეობს მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება, თუმცა ეს არ მოხდა უპირობოდ, ვალდებულება თუ დაირღვევა, ჯარიმა სრულად...

ენერგეტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს. ენერგეტიკას, გარდა იმისა, რომ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, ყველაზე დიდი ღირებულებას აქვს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.ქვრივიშვილს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ყველა ენერგოკომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება ჯარიმები, რომლის მოცულობა მილიარდი ლარია. ჟურნალისტმა მარიამ ქვრივიშვილს მიმართა, რა სტიმულს მისცემს ამ ტიპის ინიციატივა მთლიანად სისტემას, რაზეც ქვრივიშვილმა განაცხადა:„ბოლო თვეების განმავლობაში დიდი ყურადღება დავუთმეთ და ძალიან დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რომ უშუალოდ ჩვენსავე სამინისტროში გაგვეკეთებინა ძირეული რეფორმა, ისევე როგორც ყველა უწყებაში ენერგეტიკის ოპტიმიზაცია. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 349 მილიონი ლარის ოპტიმიზაცია მოხდა უშუალოდ ჩვენს სამინისტროში შემავალ უწყებებში გატარებული ღონისძიებებით, რეორგანიზაციით. მათ შორის მიმდინარე პროექტების ოპტიმიზაციით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს ბიუჯეტს, რაც მეტწილად განპირობებულია საკადრო ოპტიმიზაციით. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება ამავე უწყებების და უშუალოდ ენერგეტიკის სექტორების გაძლიერებას. მეორე მხრივ, ჩვენ საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ კერძო სექტორთან, მეწარმეებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო თუ შიდა ინვესტორებთან კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვაქვს მათთან საუბარი დარგში დაგროვებული გამოწვევების შესახებ. ამაზე ერთმანეთთან გულწრფელად, გულახდილად, გამჭვირვალედ ვსაუბრობთ. ნამდვილად არის რიგი გამოწვევები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა“.„არსებობს რამდენიმე გარემოფაქტორი. ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ჩვენს ნაწილსაც ვაანალიზებთ. იცით, რომ სამწუხარო ფაქტიც არსებობს, კურატორი, მინისტრის მოადგილე დღეს, ფაქტობრივად, ციხეში იმყოფება და უწევს, გარკვეული პასუხები გასცეს მიმდინარე გამოძიებას. მეორე მხრივ, კერძო სექტორსაც ჰქონდა დიდი გამოწვევები. ზოგადად, როდესაც ენერგეტიკის სექტორზე ვსაუბრობთ, ყველა პროექტს, ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, თან სდევს ვალდებულება, პროექტი განხორციელდეს ვადებში. ვხედავთ, რომ გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს პროექტი, რომელსაც არ ჰქონდეს ვადაში დაგვიანება. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს პირგასამტეხლოს, ჯარიმების დარიცხვას და ასე შემდეგ. ასევე ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ არსებობდა რიგი ობიექტური გარემოებები –  ქართველ, ასევე საერთაშორისო ინვესტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, დათქმულ ვადაში განეხორციელებინათ პროექტები. ამავდროულად, არსებობს რიგი არაობიექტური გარემოებები. ბევრი ინვესტორი თუ პროექტის შემთხვევაში არ ხდებოდა ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ფაქტობრივად, იყო ეგრეთ წოდებული დარეზერვებული დაერთების ნებართვები, თუ მემორანდუმები, რათა ერთ ინვესტორს გადაეყიდა მეორე პოტენციური ინვესტორისთვის. შესაბამისად, ვერ ხორციელდებოდა დათქმულ ვადებში ან იმ ვადებში, როდესაც სახელმწიფო ელოდება პროექტების ექსპლუატაციაში შესვლას. არსებული მემორანდუმის მფლობელი რეალური ინვესტორი არ გახლდათ და ის იყო უბრალოდ გადამყიდველი“.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ისაუბრა, როგორ უნდა მოხდეს ამის პრევენცია და როგორ უნდა აღმოიფხვრას პრობლემა.„ვიტყოდი, რომ ყველაფერს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ალბათ ეს არის, როგორც შეიძლება, საწყის ეტაპზე შეფასდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე გავატარეთ რიგი ღონისძიებები, რის საფუძველზეც ზუსტად ვიცით და იდენტიფიცირებულია ყველა ის პროექტი, რომლებიც ნამდვილად განხორციელდება და იდენტიფიცირებულია ყველა პროექტი, რომელიც ეგრეთ წოდებული გადამყიდველის ხელშია. პირველ ეტაპზე, ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით 1700 მეგავატის ხელშეკრულება გააუქმა, რათა არ მომხდარიყო დაერთების ნებართვების დაბევება და კეთილსინდისიერ ინვესტორს ჰქონდეს შესაძლებლობა, დროულად დაიწყოს გენერაციის პროცესი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საუბრის, ხანგრძლივი დისკუსიების შედეგად, იდენტიფიცირება გავუკეთეთ რიგ ბიუროკრატიულ საკითხებსაც, რომლებიც შესაძლებელია, ჩვენი მხრიდანაც მაქსიმალურად აჩქარდეს, რათა დავეხმაროთ ინვესტორებს, უფრო სწრაფად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდანაც რიგი ნებართვები. ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობა. ეს არის პირველი, რისი პასუხისმგებლობაც აიღო სახელმწიფომ. მთავარი საკითხი, რაც გულისხმობს ერთი მილიარდი ლარის ჯარიმის პატიებას, ზუსტად აქედან გამომდინარეობს. ჩვენი მოტივაციაა ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განმარტა, რა აძლევთ იმის გარანტიას, რომ კეთილსინდისიერად იმოქმედებენ კომპანიები.„სწორედ ეს არის აღნიშნული ჯარიმების პატიების წინაპირობა. ჯარიმების პატიება არ მოხდა უპირობოდ. პირველი, რაზეც ვთანხმდებით, მოხდება თითოეული პროექტის გადახედვა. საჭიროების შემთხვევაში, განსაზღვრული იქნება შესრულების ახალი ვადები, ორივე მხარე აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის, პერიოდების, პროცესის შესახებ. მეორე მხრივ, თუ ინვესტორი თანხმდება ახალ ვადას და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოახდენს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას, ამ შემთხვევაში, პატიება უპირობოა. აღნიშნული ვალდებულება თუ დაირღვევა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს, ისევე როგორც დაერიცხება ახალი პირსაგამტეხლო, საურავი, რომელიც დაკავშირებული იქნება ახალი ვადის დარღვევაზე.მესამე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არის პროცესის აქტიური მონიტორინგი, კონტროლი. ეს სახელმწიფოსთვის ბევრ ფუნქციურ ბერკეტთან არის დაკავშირებული. ვაპირებთ, მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის ზედამხედველობით უზრუნველვყოთ, რომ მუდმივად გვესმოდეს, სად არის პროექტები, რა სტატუსია, რათა გარკვეული პერიოდის შემდეგ არ აღმოვაჩინოთ, რომ, მათ შორის რომელიმე სტრატეგიული პროექტი დათქმული ვადებით, გეგმა-გრაფიკით არ მიიწევს წინ. ჩვენ გვინდოდა, პროცესი ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვაკეთებთ უპირობო პატიებას, რომელსაც თან სდევს პირობიანი პატიება. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, უფრო მეტად კერძო სექტორისთვის, მცირე, საშუალო მსხვილი მეწარმეებისთვის ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი აღნიშნულ თანხებს სრულად მოაბილიზებენ, რათა მოახმარონ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას, აჩქარდეს ენერგეტიკის სექტორში დადგმული სიმძლავრეები. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემცირებული იყო  ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. ბოლო სამი წლის მაგალითი რომ ავითოთ, დაახლოებით 105 მეგავატი სიმძლავრეა შესული ექსპლუატაციაშ, მიმდინარე წელს იქნება 109 მეგავატამდე. საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა  თვითმყოფადობა. განსაკუთრებული ღირებულება აქვს ენერგეტიკის სექტორს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენივე ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოუსაფრთხოება. მეორე ეტაპზე დიდი ყურადღება დაეთმობა ჩვენი ქვეყნის ენერგოსაექსპორტო შესაძლებლობას. მესამე, რასაც ტრადიციულად ჩვენი ქვეყანა აკეთებს და გააგრძელებს, ეს არის ტარნზიტული შესაძლებლობა, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ენერგეტიკის სექტორიც სიხარულით შეხვდა ამ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ურთიერთთანამშრომლობით, პასუხისმგებლობით კერძო სექტორი და სახელმწიფო შევძლებთ, მალე გვქონდეს ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ქვირვიშვილმა.

გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთის პოვნის შემდეგ ძმასაც მიაკვლიეს

ტყუპებმა, ანანო სართანიამ და თამარ ხვიტიამ, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ უპოვეს, დაკარგულ ძმასაც მიაკვლიეს.ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს.ნახეთ გადაცემის ანონსი ⇓

ბოლო სიახლეები