ირაკლი ქადაგიშვილი კოდორის მოვლენებზე: საუბედუროდ, იმ პერიოდში შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოების მართვა ფაქტობრივად მოშლილი იყო

Read Time:28 Second

სამწუხაროდ და საუბედუროდ, იმ პერიოდში შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოების მართვა ფაქტობრივად მოშლილი იყო, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანი პროფესიონალი სამხედროა და ამ კუთხით, სამხედრო შეფასებით, მიმაჩნია, რომ მისი განცხადება მართალია. სამწუხაროდ და საუბედუროდ, მართვა იმ პერიოდში შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო ოპერაციების წარმოებისა ფაქტობრივად მოშლილი იყო და მართვაში ჩართული იყვნენ ის სამოქალაქო პირები, რომლებსაც არც სამსახურებრივი, არც პროფესიონალური შეხება ისეთ რთულ საქმესთან, რასაც სამხედრო ოპერაციის წარმოება ჰქვია, არ ჰქონდათ და ამანაც გარკვეულწილად განაპირობა ის მძიმე შედეგი, რაც ბრძოლის ველზე დადგა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ბოკუჩავა: “ნაცმოძრაობა” შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
Next post „რა სამარცხვინოები გავხდით…ტრაგედიის შემდეგ, დღეს პირველად ამოვედი შოვში და ჩემი აზრი მინდა გაგიზიაროთ” – რას წერს ნოე სულაბერიძე