ირაკლი ქადაგიშვილი – გახარიამ თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი გაიარა, კორუფციის დამარცხებასა და ოლიგარქიაზე მისი მხრიდან საუბარი არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება

Read Time:26 Second

გიორგი გახარიას განცხადება საქართველოში ოლიგარქიისა და კორუფციის დამარცხებაზე, არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა.

როგორც ქადაგიშვილმა განაცხადა, გახარია როდესაც ხელისუფლებიდან გაიქცა, ამის შემდეგ გახდა მისთვის ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი.

„ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეს განცხადება პოლიტიკურად უსინდისო განცხადებაა, რადგან ამ ადამიანმა ამ ხელისუფლებაში თანამდებობაზე მუშაობის ყველა ეტაპი გაიარა. როცა ხელისუფლებიდან გაიქცა, მისთვის ბიძინა ივანიშვილი შემდეგ გახდა ოლიგარქი. სწორედ ამიტომ არის უსინდისო პოლიტიკური განცხადება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დემოკრატიის უდიდესი მტრები კორუფცია და ოლიგარქიაა, საქართველოში ორივე უნდა დამარცხდეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კახიანი – გახარიამ ოლიგარქიაზე საუბარი ოპოზიციაში წასვლის შემდეგ დაიწყო, ეს მიუთითებს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე
Next post ანდრია ჯაღმაიძე – მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ რეგულაციები, რაც აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს