„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უარს ამბობენ ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე, რადგან პარტიის წევრების გადაწყვეტილებით პარლამენტის წევრის სტატუსით ისინი არ აპირებენ ამ დეკლარაციის შევსებას, რადგან არ წარმოადგენენ არალეგიტიმურ პარლამენტს.“ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
“ანტიკორუფციულმა ბიურომ მოგვმართა „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას“, რომ წარგვედგინა ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, როგორც ე.წ. პარლამენტს წევრებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ არანაირი მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებდით და არც მომავალში არ ვაპირებთ ე.წ. პარლამენტში მუშაობას, რომელიც არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. ის ღალატობს კონსტიტუციურ პრინციპებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ არასოდეს წინააღმდეგი არ ვყოფილვართ, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო ჩვენი ქონებრივი დეკლარაცია, მაგრამ ამას გავაკეთებთ ნებისმიერ სხვა ფორმატში, რადგან ჩვენ არ ვართ არანაირი ნიშნით ე.წ. პარლამენტის წევრები და არც მომავალში ვიქნებით.“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.