სამშაბათი, მარტი 18, 2025

ირაკლი პეტრიაშვილი – გერმანული აუდიტორული კომპანია მართლაც ავტორიტეტულია, მაგრამ გვაქვს კითხვის ნიშნები, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ აუდიტორულ კომპანიას რა დოკუმენტაცია მიაწოდა

კომპანიას აღარ უნდა, ქათმის ბარკალი ხომ არ არის. იმ წლებში, რაც ჭიათურაში ოპერირებდნენ, შვილობილი კომპანიაა, მათი სათავო, თუ ასე შემდეგ, უნდა ჰქონოდათ კრიზისული გეგმა, – განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„თუ ამ კრიზისულ გეგმაში ხვედრითი წილი კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჰქონდათ, უნდა უზრუნველეყოთ, რომ ეს თანხები ჰქონოდა აკუმულირებული, რათა ასეთ პერიოდში თანამშრომლები ასეთ მდგომარეობაში არ დაეტოვებინა. აქ 3 500 კაცის ოჯახის წევრებზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ისინი კომფორტში იქნებიან და სასამართლოში გაკოტრების საქმის შეტანით, რომ გადახდის უუნარო არიან, დაადასტურეს, რომ წასვლა უნდათ, მაგრამ პასუხისმგებლობა? ვიდრე ბიზნესს აკეთებდნენ, ხომ კარგი იყო?“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, პროფკავშირებმა სწორედ ამიტომ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომ არ მოხდეს „სიემსის“ ლიკვიდაცია და კომპანია არ გამოცხადდეს გაკოტრებულად.

როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, კომპანია ამბობს, რომ ფინანსური რესურსი არ აქვთ და შეიძლება, ვხვდებოდეთ, რომ მართლაც ასეა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს რეალურად ასეა, თუ არა.

ამასთან, პეტრიაშვილმა თქვა, რომ გერმანული აუდიტორული კომპანია, რომელმაც დასკვნა მოამზადა, მართლაც ავტორიტეტული კომპანიაა, მაგრამ პროფკავშირებს აქვს კითხვის ნიშნები, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ აუდიტორულ კომპანიას რა დოკუმენტაცია მიაწოდა, რის საფუძველზეც გერმანულმა კომპანიამ დასკვნა დადო, რომ ეს საქმე წამგებიანია.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა რისკებს ხედავს მაღაროელთა მოთხოვნაში, რომ მოხდეს ამ საქმიანობის ნაციონალიზაცია და სახელმწიფოს ჩართულობა, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ჩართულობის წინააღმდეგი არ არის და პირიქით ამბობს, რომ საჭიროა სამმხრივი კომისია, რადგან საჭიროა ექსპერტული დასკვნები, რა სიტუაციაა რეალურად და ეს შესაძლებლობები სახელმწიფოს აქვს.

„წარმოიდგინეთ, ასეთი სიტუაცია რომ დადგეს, სახელმწიფო რომ იყოს მფლობელი. აი, ახლა კომპანიასთან რა დავაც მაქვს, რა უნდა მოხდეს მერე, სახელმწიფოსთან უნდა მქონდეს ეს დავა და ის უფრო ეფექტური იქნება? ასეთი ტიპის ბიზნესები, ზოგადად, არ გახლავთ სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ და სახელმწიფო არ მართავს. გარკვეულწილად, ეგ არის განსხვავება, რომ ნამგალი და უროდან, კომუნისტური სიტუაციიდან გამოვედით და ვართ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტისა და ამავდროულად, ახალგაზრდა კოლეგის, გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებენ.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უმძიმესი აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტის, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ნიჭიერი და იმედისმომცემი ბაკალავრისა და ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, გულისხმიერებით, სიკეთითა და სიყვარულით სავსე გურამ ადუაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი.გურამი იყო არამხოლოდ შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტი, არამედ აქტიური მკვლევარიც, გამორჩეული გონიერებით, ცნობისმოყვარეობითა და ინოვაციისადმი ერთგულებით. მისი საქმიანობა უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ტექნიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო კვლევით ლაბორატორიაში ნათელი მაგალითი იყო ცოდნისა და მეცნიერებისადმი მისი სიყვარულისა.მისი მოულოდნელი და უდროო გარდაცვალება აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი აკადემიური საზოგადოებისათვის, მისი თანაჯგუფელებისთვის, კოლეგებისა და მეგობრებისთვის. გვიჭირს ამ უმძიმეს წუთებში, სამძიმრით მივმართოთ ოჯახს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის გამორჩეული სტუდენტისა და კოლეგის, გურამ ადუაშვილის სახელი დიდხანს დარჩება მოუშუშებელ იარად. მსუბუქი ყოფილიყოს გურამისთვის ქართული მიწა“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმარში.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. თუ სახელმწიფოს არ წარმოადგენს საქართველოში, აბა რას წარმოადგენს?! ასეთ აბსურდულ პასუხს, რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი,  ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.მაჭარაშვილის განცხადებით,  ჩეხეთი ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა მათმა  საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა მათი  ელჩი  საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.„ჩაერია არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ, საზოგადოების გადასაწყვეტი საქმე გადაწყვიტა ჩეხეთის საკანონმდებლო ორგანომ და ამან მინიმუმ ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა ჩეხეთის ელჩი  საქართველოში, რომ პასუხიც კი ვერ გასცეს კითხვაზე, იყო თუ არა ეს ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და აბსურდული პასუხი თქვა ელჩმა, წარმოიდგინეთ - მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. აბა ვინ არის, რას წარმოადგენს  ჩეხეთის ელჩი?! თუ, სახელმწიფოს არ წარმოადგენს საქართველოში, აბა რას წარმოადგენს?! ასეთ აბსურდულ პასუხს, რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ომს აჭიანურებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომს აჭიანურებს.„ერთი კვირა გავიდა, პუტინმა ვერ შეძლო „კი“-ს თქმა ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე“, – აცხადებს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.ზელენსკის თქმით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადება არის ის, რამაც უნდა შეაჩეროს სისხლისღვრა და გზა მისცეს დიპლომატებს, იმუშაონ გრძელვადიან მშვიდობაზე.„ომის დროს ყოველი დღე ადამიანის სიცოცხლის საკითხია. საჭიროა ზეწოლა, რათა მოსკოვმა საბოლოოდ აღიაროს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ტოპ 10-ში შევიდა | რომან დოლიძე სამი საფეხურით დაწინაურდა

UFC-იმ საშუალო წონითი დივიზიონის რეიტინგი განაახლა და რომან დოლიძე დაწინაურდა. გასულ უქმეებზე, „კავკასიელი“ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა, რის შემდეგაც, მისი წინსვლა გარანტირებული იყო.ვეტორისთან ჩხუბამდე, დოლიძე მე-12 პოზიციას იკავებდა, გამარჯვების შემდეგ კი ტოპ 10-ში შევიდა და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. „კავკასიელი“ ენტონი ჰერნანდესს, ჯარედ კანონიერს, კაიო ბორალოს, რობერტ უიტეკერს, ისრაელ ადესანიას, ხამზატ ჩიმაევს, შონ სტრიკლენდსა და ნასურდინ იმავოვს ჩამორჩება.

„ბლუმბერგი“ – ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს

გამოცემა „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად მოითხოვა, რომ დასავლეთმა უკრაინას იარაღი აღარ მიჰყიდოს. სააგენტოს წყაროების ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოვის მოსკოვში ვიზიტის დროს პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის სავალდებულო პირობად იარაღის მიწოდების შეწყვეტა დაასახელა.ამავდროულად, როგორც ინკოგნიტო ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპა დაეთანხმება რუსეთის მოთხოვნას, რომ მოკავშირეებმა დაბლოკონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „ცეცხლის შეწყვეტის“ დროს.შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას ეთანხმება, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ პირობას აყენებს.

ბოლო სიახლეები