„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ნადირაძის მიერ საპატიმროში დაწერილ ლექსს ავრცელებს:
„ჩვენი ბრძოლა გრამატიკულ ბრუნვებში
ბევრს უნდა, ბრძოლა იყოს მისი სახელობითი
ზოგს კი სურს, იყოს მოთხრობითი ბევრი თაობის.
ოპოზიციის ნახევარი მიცემითშია,
რადგან რეჟიმთან ყოფნას არჩევს ნათესაობითს.
ზოგიც ვერ ხვდება, რა მძიმეა ვითარებითი
კომენტატორობს, არჩევს პოზას წოდებითისას
და იმის ნაცვლად, რომ იბრძოლოს ყველა ბრუნვაში,
ის სხვას უყურებს და კვლავ სჯერა რუსთა მითისა.
ალბათ გგონიათ, რომ გამომრჩა მე ერთი ბრუნვა
როგორც ყოველთვის, გამოჩნდება ბევრი „ბეჯითი“.
ის, რაც გვაკლია, რაც გვჭირდება – ეს ერთობაა
და ბევრი ბრძოლა მოქმედებითი, მოქმედებითი.
ირაკლი ნადირაძე
საკანი 38“.