სამშაბათი, მარტი 18, 2025

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და დღეს გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის მოსმენაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობასთან, მეცნიერებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საჯარო პოლიტიკის, პროგრამებისა და სხვა ასპექტების განხილვას შეეხო. სხდომაზე დეპუტატების წინაშე პრეზენტაცია გააკეთა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით მიმდინარე და განხორციელებული პროგრამები.

„საქართველოს, ფაქტობრივად, ნულიდან მოუწია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება ქვეყანაში და უკვე დღეს ჩვენ გვაქვს სწრაფად განვითარებადი დინამიკური ეკოსისტემა. სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვის ვახორციელებთ არა მხოლოდ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებს, არამედ ხელს ვუწყობთ მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ვეხმარებით საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, თბილისსა და ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში წარმატებით ფუნქციონირებენ ტექნოპარკები და ინოვაციური ცენტრები, რომელთა მომსახურებით ამ წლების განმავლობაში 100,000 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად განხორციელებული პოლიტიკის შედეგად ქვეყნის ექსპორტის მოცულობა მხოლოდ აიტი სერვისების უცხო ქვეყნებში რეალიზებით 900 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტოა არამხოლოდ ჩვენი რეგიონის მასშტაბით. მისი თქმით, ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა უნიკალურ პროექტზე – რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ცენტრზე ქალაქ ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპეტენციის ცენტრი; ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი; საერთაშორისო კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი, რომელიც 12-18 წლამდე ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი და მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა პროგრამირება, ანიმაცია, კინო, კომპიუტერული თამაშების შექმნა, გრაფიკული დიზაინი, 3D მოდელირება, რობოტიკა და სხვ. ცენტრი ასევე მოიცავს ტექნოპარკს და სხვა ლაბორატორიებს.

მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ახალგაზრდების ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადებასა და სწავლებაზე. „ამ ეტაპზე 12,000-ზე მეტი ადამიანი გადავამზადეთ, რაც ბაზარზეც აისახა – მხოლოდ 2024 წელს IT სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 49,000-მდე გაიზარდა“, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სასამართლომ მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.გადაწყვეტილება მოსამართლემ სალიხ შაინიძემ მიიღო.გადაწყვეტილებას შეძახილები: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს” და ხმაური მოჰყვა.სხდომას მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. ასევე, დღევანდელ სხდომას საელჩოების წარმომადგენლებიც ესწრებიან.ცნობისთვის, მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს სისხლის სამართლის წესით.

“უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან” – რატი იონათამიშვილი ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე

ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თბილისში შეხვედრებს მართავს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჯერ ყოფილ პრეზიდენტს, მოგვიანებით კი ოპოზიციურ პარტიებს ესაუბრა. შეხვედრის მონაწილეების თქმით, განიხილეს საქართველოში მიმდინარე პროცესები."ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია რა სტატუსით იმყოფება საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ხელისუფლების მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა კრიტიკული განცხადებებით."უცხოელი ვადაგასული პოლიტიკოსები ჩამოდიან საქართველოში და ადგილობრივ ვადაგასულ პოლიტიკოსებს ხვდებიან. მათ რაც აერთიანებთ არის სწორედ ის, რომ არიან ვადაგასულები. რა თქმა უნდა, მათი შეხვედრები არ არის საინტერესო, უბრალოდ ჩვენ ვხედავთ რა სასოწარკვეთილებაში არის მიცემული საქართველოს მიმართ თუნდაც "დიფ სთეითი", ვის დავალებებსაც ასრულებენ კონკრეტულად ეს პირები. თუ ისინი ვერ ათვიცნობიერებენ, რომ მათ ვადა უკვე გაუვიდათ და არ გააჩნიათ მხარდაჭერა მით უარესი მათთვის,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.ცნობისთვის, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. ის გასულ წელს ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხების შემდეგ, პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგა, შემდეგ კი მინისტრის თანამდებობაც დატოვა.

შვეიცარიაში ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა

შვეიცარიაში, თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას reuters-ი შვეიცარიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.მედიის ცნობით, თვითმფრინავი შვეიცარიიდან დანიის მიმართულებით მიფრინავდა. ავიაკატასტროფა ორშაბათს მოხდა.პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილების ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება, თუმცა მათ დაადასტურებს, რომ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.თვითმფრინავი შვეიცარიაში დანიიდან 13 მარტს ჩაფრინდა და ჩამოვარდნის დროს დაბრუნების რეისს ასრულებდა.

გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის ლუკა შენგელიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 18 წლის ლუკა შენგელიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.სასამართლო სხდომა ცოტახნის წინ დასრულდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გიორგი ახალაია თბილისში, ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ნიკა გვარამია – „საბოტაჟის საქმეზე“ პოლიტიკოსები და არასამთავრობოები იქნებიან დადანაშაულებული – ვიცით, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“, როცა ევროპას აყადაღებს საბჭოთა კავშირი – ამის შესაძლებლობას...

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ „საბოტაჟის საქმეზე“ პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულონ.როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, „ძალიან არასწორი ადრესატია ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და თუ ხელისუფლება ნანუკა ჟორჟოლიანთან დაკავშირებით რაიმეს გეგმავს, ისინი არც მას და არც ფონდებს არ დათმობენ“.„ჩვენ არ ჩაგიგდებთ ხელში ადამიანს, რომელმაც ბოლო პერიოდში სრულიად წარმოუდგენელი რაღაცები აკეთა, არც სხვა ფონდებს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით ეს სადამდე მიდის. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს, როცა სიკეთეს ბოროტება აყადაღებს. როცა სიყვარულს, სიძულვილი აყადაღებს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს „ქართული ოცნება“, როცა ევროპას აყადაღებს საბჭოთა კავშირი. ჩვენ ეს ვიცით და ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ“, - განაცხადა გვარამიამ.მისი განმარტებით, ფონდების დაყადაღება არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი ამბავი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. თუმცა, გვარამიას აზრით, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის დაყადაღება არასწორია.„ამის შემდეგ, „საბოტაჟის საქმეზე“ ცხადია, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან დადანაშაულებული, მაგრამ ძალიან არასწორი ადრესატია ნანუკა ჟორჟოლიანი. თუ ვინმესგან შიში არასდროს მინახავს, საკუთარ თავზე მეტად, ეს შემიძლია ნანუკა ჟორჟოლიანზე ვთქვა“, - განაცხადა გვარამიამ.როგორც მან აღნიშნა, საქართველო ბელარუსი გახდება, თუ ძალიან მალე ვითარება არ შეიცვალა.„საქართველო ბელარუსი არ იქნება“, ჩვენ ეს ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი, მაგრამ საქართველო ბელარუსი იქნება, თუ ჩვენ ძალიან მალე ამ ვითარებას არ შევცვლით. საერთოდ წარმოუდგენელი ამბავი ხდება ერთი შეხედვით, მაგრამ ამ რეჟიმისგან წარმოუდგენელი არაფერია. გუშინ დააყადაღეს 4 ფონდი: „ნანუკას ფონდი“, ე.წ. გილაურის ფონდი“, ფონდი „ერთმანეთისთვის“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“. ეს იცით, რა ფონდებია? ეს არის ფონდები, რომელიც ეხმარებიან მაგალითად, პატიმრების ოჯახებს. ამ ყადაღით, დღეს პატიმრები, რომლებიც ისედაც უკანონო პატიმრები არიან, ისინი და მათი ოჯახის წევრები მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე დარჩებიან. ყველა პატიმრის ოჯახმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს ფინანსური დახმარება, მორალურიც, მაგრამ აუცილებლად ფინანსურიც. ეს იცით რა ფონდებია? განსაკუთრებით, „ნანუკას ფონდი“, რომელმაც ამ ქვეყანაში მართა გურიის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. გააკეთა ის, რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. ეს ის ფონდებია, რომელიც უკანონოდ დაჯარიმებულ ადამიანებს, ჯარიმებს უხდის“, - განაცხადა გვარამიამ.

ბოლო სიახლეები