ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ ამ დიდი გამოწვევების ფონზე ძალიან ვუჭერთ მხარს ერთმანეთს, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა „ქრონიკასთან“ უნგრეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
„დღეს საინტერესო შეხვედრები გველის. დაგვიგროვდა ბევრი საკითხი. ეს არის განათლების სფერო. მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი აქტიურად აფინანსებს ქართველ ახალგაზრდებს და აძლევს ყოველწლიურად შესაძლებლობას, რომ ჩამოვიდნენ და მიიღონ განათლება უნგრეთში, რაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ასევე გვექნება მიმოხილვა იმ ეკონომიკური ურთიერთობის, რაც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია და ზოგადად, ძალიან სასიხარულოა რომ ჩვენ ამ დიდი გამოწვევების ფონზე ძალიან ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და სულ მალე, რამდენიმე დღეში დაიგეგმება უნგრეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მეზურნიშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

