საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას, – ამის შესახებ მან „რისთავი2“-ის ეთერში ისაუბრა.
“საუბარი მაქვს რეალური დაფინანსების წყაროზე და სწორედ იმიტომ არ საუბრობენ ისინი რეალური დაფინანსების წყაროზე, რომ მომგებიანი მათთვის არ იქნება ამისი გასაჯაროება.
ამისი გასაჯაროება მოგვიანებით აჯობებს და მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.