პარასკევი, მაისი 9, 2025

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და ის აღარ არის რეკეტისა და შანტაჟის ინსტრუმენტი მოსახლეობის წინააღმდეგ

ყველამ იცის რომ 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად არის შეცვლილი მდგომარეობა ქართულ მართლმსაჯულებაში, თუ მანამდე მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად პოლიტიკური სისტემის, სააკაშვილ-ადეიშვილის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იყო, 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლიდან სასამართლო სისტემა პოლიტიკური კონტროლისგან განთავისუფლდა.

„2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, პოლიტიკური კონტროლისგან და წინა პრაქტიკისგან განსხვავებით ის აღარ არის რეკეტისა და შანტაჟის ინსტრუმენტი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთო სურათი და ასეთ პირობებში არის გარკვეული მცდელობა, რომ აღდგეს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკური გავლენა სასამართლო სისტემაზე. მთავარია, ამ პროცესებს მხარი არ დაუჭირონ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ეს არის ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ხალხის ძალა“ კვლავ ამერიკის საელჩოს აკრიტიკებს. მოძრაობის წევრები მორიგ განცხადებას აქვეყნებენ და წერენ, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობა „იუესეიდის“ კანონის უზენაესობის პროექტით ცდილობს ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას. ვრცელი წერილი „იუესეიდის“ კანონის უზენაესობის პროექტის – „პროლოგის“ ხელმძღვანელის მოადგილის, ინგა თოდრიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შეფასებით იწყება და სასამართლო რეფორმაზე საუბრით გრძელდება. ციტატა წერილიდან: „პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები