სამშაბათი, ოქტომბერი 7, 2025

ირაკლი კობახიძე – 2012 წლიდან მეათედ მოვიგეთ საერთო ეროვნული არჩევნები, ყველა არჩევნები დასრულდა არა მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით

ეს იყო ჩვენთვის მე-10 საიუბილეო გამარჯვება. 2012 წლიდან მოყოლებული მეათედ მოვიგეთ საერთო ეროვნული არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად უზრუნველყო  ამომრჩევლის მობილიზაცია, რაც იყო პასუხი იმ რადიკალიზმზე, რაც ხდება  ქვეყანაში ამ ერთი წლის განმავლობაში.

„ეს იყო ჩვენთვის მე-10 საიუბილეო გამარჯვება. 2012 წლიდან მოყოლებული მეათედ მოვიგეთ საერთო ეროვნული არჩევნები. პირადად მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელი, 7-ჯერ ვიყავი ჩართული ამ არჩევნებში და ძალიან მიხარია, რომ ყველა არჩევნები დასრულდა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით, არა მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვებით, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით. რაც შეეხება ციფრებს, ყველა პარტია არის პასუხისმგებელი საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებაზე. ჩვენ გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო ჩვენთვისვე იმიტომ, რომ ბუნებრივად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობა არის ბევრად უფრო დაბალი. 2021 წელსაც კი, 2020-თან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტოს გაუთანაბრდა თავისი დატვირთვით თვითმმართველობის არჩევნები, იყო სერიოზული კლება 2020-სა და 2021-ს შორის. აქ იყო მოსალოდნელი აქტივობის კლება და ამ ფონზე ჩვენ ავიღეთ, შარშან 1 120 000 ხმა და წელს ავიღეთ 1 105 000 ხმა, 15 000 ხმით ნაკლები, რა არის ცდომილების ფარგლებში. ჩვენ სრულად უზრუნველვყავით ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაცია, რაც იყო, მათ შორის, პასუხი ამ რადიკალიზმზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ამ 1 წლის განმავლობაში. იმდენად გამაღიზიანებელია ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ეს პროცესი, რომელიც გარედან არის თავსმოხვეული ჩვენი ქვეყნისთვის, რადიკალიზაცია, სიძულვილის თავსმოხვევა, რასაც აკეთებენ ეს კოლექტიური „ნაცები“ ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამის წინააღმდეგ დაირაზმა ამომრჩეველი, როდესაც გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე 4 ოქტომბერს. ამხელა მაჩვენებელი გვქონდა, პრაქტიკულად გავიმეორეთ წინა არჩევნების შედეგები“, –  განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა თბილისში „ქართული ოცნებისა“ და კახა კალაძის შედეგზე.

„რაც შეეხება უშუალოდ თბილისს, აქ არის სპეკულაციები. პირველ რიგში, რაც შეეხება აქტივობის დათვლას – აქტივობა, ოფიციალურად, ცესკოს მიერ ითვლება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან, 3.5 მილიონიდან, საიდანაც დაახლოებით 700 000 ცხოვრობს ქვეყნის გარეთ.  რეალური აქტივობა, ჩვენს ქვეყანას ახასიათებს ეს სპეციფიკა, უნდა იყოს დათვლილი 2 800 000 ადამიანიდან და იგივე ეხება თბილისსაც. რაც შეეხება უშუალოდ თბილისში „ქართული ოცნების“ და კახა კალაძის შედეგს – რეალურად, ეს შედეგი არის იმაზე მეტი, ხმათა რაოდენობით, ვიდრე იყო 2014 და 2017 რომ ავიღოთ, ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით  იგივე  იყო თბილისში მაშინაც, ერთ შემთხვევაში იყო მეტი, ერთ შემთხვევაში იყო 2 000 ხმით ნაკლები. რამდენად უხეში სპეკულაციებია, თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მარტივი დემოკრატიის ლოგიკაა, ასეთი ადვილი თუა  215 000 ხმის აღება თბილისში, რატომ ვერ აიღეს? რომ ამაყობს „ლელოს“ კანდიდატი. საპარლამენტო არჩევნები არ აღიარეს  და ანალოგიურად ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები აღიარეს, სადაც კონკრეტულად „ლელომ“ აიღო ორჯერ ნაკლები ხმა და გახარიამ აიღო სამჯერ ნაკლები ხმა. 160 000 აიღო წინა არჩევნებზე და ახლა აიღო 50 000 ხმა და „ლელომ“ აიღო 180 000 და ახლა – 90 000 ხმა.

ჩატარდა არჩევნები იგივე სტანდარტებით, რაც იყო, ანუ მაღალი დემოკრატიული სტანდარტით, მაშინ არ აღიარეს, ახლა აღიარებენ. ერთ შემთხვევაში ერთ დავალებას იღებენ, მაშინ იყო დავალება, რომ პარლამენტი არ უნდა ეღიარებინათ და ამას უნდა გამოეწვია რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში. თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე რომ რევოლუციას ვერ მოაწყობ, ეს იციან, ამიტომ ურჩევნიათ და მათ პატრონებსაც ურჩევნიათ, რომ ეს პლატფორმა მაინც გამოიყენონ, რაც აქვთ საკრებულოების სახით. საშუალოდ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად გაიყვანა 2-ზე ნაკლები წევრი საკრებულოებში, თუმცა ეს პლატფორმაც არის მათთვის ღირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუ არ ვცდები, 26 მანდატი აიღო გახარიას პარტიამ, რითაც გამოჩნდა, რომ „ნაცების“ „ლელოთი“ და გახარიათი ჩანაცვლების პროექტი მთლიანად ჩავარდა. შანსი არ აქვს ამ პროექტს 2028 წლისთვის. ეს იყო ტესტი, რომ გავწიოთ „ნაცები“, „ახალი“,  ვინც შედგება მაშინდელი ხელისუფლების სახეებისგან, ეს პარტიები გაწიეს ამ არჩევნებზე და შემოიყვანეს ისეთი პარტიები, რომლებიც ნაკლებად არის დაკომპლექტებული მაშინდელი სახეებით, მათაც ჰყავთ ასეთი სახეები, თუმცა ნაკლებად. ეს პროექტი ჩავარდა, ალბათ გადააწყობენ სხვა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის შეკრება ალიკანტეში დაიწყო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში შეიკრიბა და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო. გუნდი პირველ ვარჯიშს 7 ოქტომბერს ჩაატარებს.11 ოქტომბერს ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ქალაქ იზმითში შეხვდება.მოახლოებული მატჩებისთვის სანიოლმა 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ყვითელი ბარათების გამო ლუკა ლოჩოშვილი ესპანეთთან ვერ ითამაშებს, თუმცა თურქეთთან გუნდის დახმარებას შეძლებს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ლივერპული“, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი („პაოკი“, საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა“, გორი)მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), ლაშა დვალი („ცსკა 1948 სოფია“, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), ლუკა ლოჩოშვილი („ნიურნბერგი“, გერმანია), გიორგი გოჩოლეიშვილი („ჰამბურგი“, გერმანია), საბა გოგლიჩიძე („უდინეზე“, იტალია), ივა გელაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („სპორტინგი“, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი („კრაიოვა“, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე („კოლოსი“, უკრაინა), ლადო მამუჩაშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე („ეშტორილი“, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი („მეცი“, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, აშშ)თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია („პსჟ“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ჰაიდენჰაიმი“, გერმანია), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე („ვილიარეალი“, ესპანეთი)2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი:11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი – საქართველო | 22:45 საათი 14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი – საქართველო | 22:45 საათი

🎥პაატა ბურჭულაძემ ფინანსური პირამიდა გააკეთა და უამრავი ხალხი გადაყარა – ნინო ნადირაძე

„პაატა ბურჭულაძემ ფინანსური პირამიდა გააკეთა და უამრავი ხალხი გადაყარა“, - ამის შესახებ ექიმმა, ნინო ნადირაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

შსს – 4 ოქტომბერს დაკავებული პირის ბინის ჩხრეკისას ამოღებულია საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი და 150-მდე სიმბარათი​, მას ბრალი 236-ე მუხლით წარედგინა, გრძელდება...

4 ოქტომბერს თბილისში დაკავებული პირის ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმბარათი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.„ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს 1979 წელს დაბადებული რ.შ და 1978 წელს დაბადებული ს.ფ., რ.შ-ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იყო საბრძოლო მასალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა განკუთვნილი იყო მის სახელზევე ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის. შესაბამისად, დაკავებული პირი გათავისუფლდა. რაც შეეხება მასთან ერთად მყოფ მეორე დაკავებულ ს.ფ-ს, სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ქალაქ ბათუმში მდებარე საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმბარათი. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ირაკლი კობახიძე – აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბავშვებს პარავდა იაშვილის კლინიკაში გასაყუჩებელ მორფს, ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და გვასწავლის ჩვენ ევროპას, ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი...

შეკრებაც შეიძლება, შეიზღუდოს, მით უმეტეს, რა შეკრებაც იმართება ამ ერთი წლის განმავლობაში, ეს, კანონის მიხედვით და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ექვემდებარება შეზღუდვას, როცა არ ხარ საკმარისი რაოდენობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეთოდური მიდგომით ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან ოთხი მილიონი ადამიანის წინააღმდეგ,„კანონში რა ლოგიკაა და ადამიანის უფლებების სტანდარტებში რა ლოგიკაა – შენ საკმარისად თუ არ ხარ შეკრებილი, რომ ქუჩა გადაკეტო, პატივი უნდა სცე შენს თანამოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ შეუფერხებლად გაიაროს ამ ქუჩაზე. ელემენტარული პატივისცემის ამბავია და ამას ეფუძნება ადამიანის უფლებების სტანდარტები, მაგრამ არა, 100-მა კაცმა უნდა იძალადოს ათასობით და მილიონობით ადამიანზე. ჩვენი მეთოდური მიდგომით, ეს ადამიანები მიიღებენ პასუხს იმ ერთწლიან 100-კაციან ძალადობაზე, რომელსაც ისინი ჩადიან ოთხი მილიონი ადამიანის წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ.აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბავშვებს პარავდა იაშვილის კლინიკაში გასაყუჩებელ მორფს, ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და გვასწავლის ჩვენ ევროპას. ეს ვიგინდარა მართლა, მეტი სიტყვა არ შეიძლება, ამ ადამიანის მიმართ გამოვიყენოთ. იაშვილიდან გააგდეს იმის გამო, რომ ბავშვებს პარავდა გასაყუჩებელ, მკურნალობისთვის განკუთვნილ მორფს. ეს ვიგინდარა ახლა გამოდის და ევროპაზე მელაპარაკება რუსთაველის გამზირიდან. ასეთ ადამიანებს გაეცემათ საკადრისი პასუხი. კანონის ფარგლებში, მაგრამ საკადრისი მკაცრი პასუხი გაეცემა ყველა უცხოელ აგენტს, რომელიც თავს აფარებს ამ პოლიტიკურ პროცესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, სისტემურობა, ამ მეთოდურობითა და სისტემურობით მოვიგეთ ათი არჩევნები, დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს

ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, სისტემურობა, ამ მეთოდურობითა და სისტემურობით მოვიგეთ 10 არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული და ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვახერხეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში ხუთი რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის არ მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს საბოლოო ჯამში ოთხ მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას, ამას არ დავუშვებთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი, სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ეს არის დაუშვებელი.„ორგანიზატორები და უშუალოდ ძალადობაში ჩართული პირები, ეს არის ის წრე, ვის მიმართაც ამოქმედდება რა თქმა უნდა, კანონი. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, ამაზე შსს-მაც გააკეთა განცხადება, ძალიან მნიშვნელოვანი და ზუსტი განცხადება. ის, რაც ხდება რუსთაველის გამზირზე, რაც იყო გუშინ, დღეს, ხვალ და ა.შ. ეს ყველაფერი არის ამ პროცესების გაგრძელება. აქედან ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები, რა გეგმით ვიმოქმედებთ ჩვენ. ჩვენ გვახასიათებს მეთოდურობა, ეს ისწავლა ამ ხალხმა, დაინახა 13 წლის განმავლობაში, სისტემურობა. ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვიგეთ 10 არჩევნები 2012 წლიდან მოყოლებული და ამ მეთოდურობით და სისტემურობით მოვახერხეთ გასული ოთხი წლის განმავლობაში 5 რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, მიუხედავა იმისა, რომ ამხელა გარე მხარდაჭერა ჰქონდათ ამ რევოლუციურ მცდელობებში.დაელოდონ ჩვენს მეთოდურ და სისტემურ ნაბიჯებს, არავის არ მივცემთ, მით უმეტეს, 100 და 150 კაცს არ მივცემთ საბოლოო ჯამში ოთხ მილიონ ადამიანზე ძალადობის შესაძლებლობას, ამას არ დავუშვებთ. როცა გამოდის 100 უცხოელი აგენტი, სამარცხვინო უცხოელი აგენტი და ძალადობს ოთხ მილიონ ადამიანზე, მის ეკონომიკაზე, მის ეროვნულ ინტერესებზე, ამას ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ. კიდევ ერთხელ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, კონსტიტუციის შესაბამისად. დაცული იქნება ძირითადი უფლებების სტანდარტები, ყველაფერი იქნება დაცული, მაგრამ ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ. მე კიდევ ერთხელ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს შორის, იქ რომ დგას 150 კაცი, 10-15 კაცი იყოს მართლა გულწრფელი სულელი, მაგრამ მათ მიმართაც ჩვენი თანაგრძნობა იქნება ნული. სისულელეც არის დასჯადი, როცა შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. როცა ხვდები, რომ ინტელექტი არ გაქვს მაგდენი, რომ ელემენტარული გაიაზრო, რომ უცხოური დავალებებით მოქმედ სცენარში ხარ შენ ჩაწერილი, ესეც არის ერთგვარი დანაშაული. ამიტომ თანაგრძნობა მათ მიმართაც ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბოლო სიახლეები