ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ არსებობს გარკვეული გლობალური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით და შესაბამისი ძალების ინტერესებშია საქართველოს იმიჯის მაქსიმალურად დაზიანება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამ პროცესების მიზანზეც ისაუბრა.
„მიზანია სახელმწიფოს, ხელისუფლების დასუსტება და სწორედ ამისათვის ხდება ცრუ ინფორმაციების გავრცელება. ეს არის სამწუხარო მოვლენა. ჩვენ უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რომ საქართველოში არ იყოს ესკალაცია, რაც სერიოზული პრობლემის მომტანია. ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.