შაბათი, მარტი 28, 2026

ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი

ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მმართველი პარტიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ჩინეთთან შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს პარტნიორობა ყველა სფეროში. „დღეს დავასრულეთ ვიზიტი ჩინეთში, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო გუნდის ხელმძღვანელობასთან, მინისტრთან, მინისტრის მოადგილესთან, ასევე ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, ეროვნული სახალხო კონგრესის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ქალაქ შანხაის ხელმძღვანელობასთან. პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით. შარშან ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რაც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ გაღრმავდეს პარტნიორობა აბსოლუტურად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა, განსაკუთრებული პოტენციალი გვაქვს ეკონომიკის სფეროში, ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აბას არაღჩი – ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს გადაახდევინებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ინდუსტრიულ ზონებზე თავდასხმის გამო ისრაელი მძიმე საფასურს გადაიხდის.აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ისრაელმა დარტყმები განახორციელა ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხანაზე, ელექტროსადგურსა და ბირთვულ ობიექტებზე, სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად.„ისრაელის მტკიცება, რომ აშშ-ს თავდასხმასთან კოორდინირებულად მოქმედებდა, ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დიპლომატიისთვის გახანგრძლივებულ ვადას. ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს გადაახდევინებს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამერიკული მედიის თანახმად, აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამრეწველო და ბირთვულ ობიექტებზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც ისრაელი თეირანის წინააღმდეგ კამპანიის „ესკალაციითა და გაფართოებით“ დაიმუქრა. ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დარტყმები დაბინძურების საფრთხეს არ ქმნის.

ანდრია ჯაღმაიძე – სასურველია, ახალი პატრიარქის არჩევაზე პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს, დაველოდოთ სინოდს, ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს

პატრიარქმა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება როდესაც გადაწყვიტა, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს გააკეთა, რათა შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, დაფარული ანდერძი შეიძლება საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.ჯაღმაიძის თქმით, მოსაყდრედ დასახელების შემდეგ მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს, წარმართავდა საქმეებს საპატრიარქოში.„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც საკმაოდ აქტიური, ქმედითუნარიანი იყო ბევრი მიმართულებით, ამ პერიოდში, ცხრა წლის წინ დაასახელა მოსაყდრე. ზუსტად მახსოვს დასახელების გარემოებები. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში არსებობდა დიდი ვნებათაღელვა. იმ ბოლო პერიოდში საკითხი ეხებოდა, სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ. პატრიარქმა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება როდესაც გადაწყვიტა, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს გააკეთა, რათა შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, დაფარული ანდერძი შეიძლება, საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ის განუცხადა საზოგადოებას. 2017 წლის 23 ნოემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, რვა წელზე მეტი გავიდა, მეცხრე წელია და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს, წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში. დღეს საქართველოში ყველა მღვდელმთავარი არის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის საყურადღებოა, რადგან ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი დანარჩენი იმ პროცედურით გადასაწყვეტია, რომელიც მართვა-გამგეობის დებულებაში არის გაწერილი. გადაწყვეტილებას მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მონაწილე წევრის ნების მიხედვით“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.რაც შეეხება პატრიარქის არჩევის საკითხს, ჯაღმაიძის თქმით, წმინდა სინოდი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებების ზედმიწევნითი დაცვით აირჩევს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს.„წინ გვაქვს რა, აუცილებელი პროცედურა კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული დისკურსი და ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერებში და ზოგიერთ პოლემიკაში. ღირსეულად ჩატარება ამ აუცილებელი პროცედურისა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევისა, ასევე არის ღირსეული გაგრძელება გლოვის, პატრიარქისადმი პატივის მიგებისა, რომელიც ამ დღეებში საზოგადოებამ გამოიჩინა. პროცედურა დამოკიდებული არ არის სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, სინოდის სხვა წევრებთან ერთად, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების წედმიწევნითი დაცვით წარმართავს პროცესს. სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ კათოლიკოს-პატრიარქს. ამიტომ, სასურველია, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა, პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს, რომელიც ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებების ზედმიწევნითი დაცვით წარიმართება. პატრიარქის არჩევის პროცედურა გაწერილია ზედმიწევნით საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში. ეს არის გარკვეული პროცედურა, რომლის მომზადებაც ევალება მოსაყდრეს. 39 მღვდელმთავარი, სინოდის წევრი ხმის მიცემით არჩევანს აკეთებს სამ დასახელებულ კანდიდატს შორის“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

„უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს…“ – ევროპის ჩემპიონს, ლაშა დგებუაძეს შვილი გარდაეცვალა

ევროპის ჩემპიონის, ლაშა დგებუაძის შვილი, ირაკლი დგებუაძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.„კიდევ ერთი ძალიან მძიმე და გულდასაწყვეტი ამბავი…საქართველოს ძიუდოს ტიტულოვანი ოჯახის წევრს, ლადო დგებუაძის, უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს - შვილი გარდაეცვალა…სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე… შეუძლებელია იპოვო ის სიტყვები, რომლებიც ოდნავ მაინც შეამსუბუქებს ამ უმძიმეს დანაკარგს.მთელი გულით და სულით ვიზიარებ მის მწუხარებას. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და ყველას, ვისთვისაც ეს ტკივილი პირადულია.უფალმა გაანათლოს“, - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სტაფილო ჭამე შვილოო…“ – პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი ილია მეორის იუმორზე

პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი რეზი ძნელაძე „დილის პალიტრის“ სტუმარი იყო, სადაც მისი და უწმინდესის ურთიერთობაზე ისაუბრა.როგორც რეზი ძნელაძე ჰყვება, ძალიან პატარა იყო, როცა ტაძარში მიიყვანეს და პატარა ასაკიდან გახდა პატრიარქის სტიქაროსანი.„ზრდაში ვერ მივდიოდი. 1 წელი მიყურა პატრიარქმა , 2 , 3 ,10 წელი... ერთი და იგივე ვარ. ერთხელაც მეძახის - კაცო, შენ რამდენი წლის ხარო? 15-ის მეთქი. ამხედა-დამხედა და - სტაფილო ჭამე შვილოო. მართლაც... განსაკუთრებული იუმორი ჰქონდა“,- ამბობს პატრიარქის მთავარი სტიქაროსანი. 

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ

ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ საპასუხო ოპერაციების გამო სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ.პარალელურად, გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაურმა, სეიედ მაჯიდ მუსავიმ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა, რაც, მისი თქმით, რეგიონში შეერთებული შტატებისა და ისრაელის ინტერესებს ზიანს მიაყენებს.„თქვენ ერთხელ უკვე გამოგვცადეთ; მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ თქვენ თვითონ დაიწყეთ ცეცხლით თამაში და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ამჯერად პრინციპი აღარ იქნება „თვალი თვალის წილ“, უბრალოდ დაელოდეთ“, – განაცხადა მუსავიმ.გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანში სამრეწველო და ბირთვულ ობიექტებზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დარტყმები დაბინძურების საფრთხეს არ ქმნის.

ბოლო სიახლეები