კვირა, თებერვალი 15, 2026

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში და ეს იყო მთავარი ამოცანა.

„რაც შეეხება კვლევის მასშტაბს, გამსხვილებული სპეციალობების მიხედვით ჩატარდა კვლევა. დაახლოებით 40 ერთეული იყო, ალბათ. მაგალითად, სამართალი იყო ერთი მიმართულება, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი იყო ჩაშლილი მეორე მიმართულებაში.  ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისად, სავალდებულო წესით აისახა ეს ყველაფერი შესაბამის კვოტებში, ეს იყო მთავარი ამოცანა. რატომ იყო საჭირო, ეს რომ განვიხილოთ. აქ აღინიშნა, რომ ადრე თვითონ საზღვრავდნენ დამოუკიდებლად, მთლიანად უნივერსიტეტები, მათ შორის, სახელმწიფო უნივერსიტეტები, თავიანთ კვოტებს და რაოდენობებს. პრობლემა ამაში იყო ზუსტად, ამიტომ მივიღეთ ჩვენ  3 600 იურისტი, როდესაც გვჭირდება 700 და 2 900 ჩარიცხულ სტუდენტს ვწირავთ იმისათვის, რომ დიპლომს ვერ გამოიყენებენ. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი მოქალაქე, ახალგაზრდა არ გაწიროს იმისათვის, რომ მიიღებს 4-წლიან თუ 6-წლიან განათლებას და მერე დარჩება უსარგებლო დიპლომის პირობებში. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, გამომდინარე იქიდან, რომ შრომის ბაზრის ანალიზი მოიცავდა გამსხვილებულ სპეციალობებს, ასე ვერ ჩაღრმავდებოდა, ბუნებრივია. თუ რაიმე ხარვეზი გაიპარა, ეს შეიძლება მომხდარიყო უშუალოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მომზადების დროს, რაც ნორმალური ამბავია, იმიტომ, რომ საკმაოდ რთული პროცესი იყო. მზად ვართ, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, თუ სადმე არის ხარვეზი, სადმე არის მოსამატებელი, შესამცირებელი. აქ არ ვსაუბრობ ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპზე, ვსაუბრობ კონკრეტულ სპეციალობებზე. თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის მიღება, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ თითოეულ ასეთ პუნქტთან დაკავშირებით განვიხილოთ ხარვეზი, გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ღიაობა, რაც კიდევ ერთხელ შემიძლია დავაფიქსირო.

რაც შეეხება მეცნიერებას. ერთი კონკრეტული მიმართულება ეძღვნება კონცეფციაში მეცნიერების მიმართულებას. აქაც ძალიან სერიოზული გამოწვევებია. შეგვიძლია, ერთად ავიღოთ სადოქტორო დისერტაციები, სხვადასხვა უნივერსიტეტში დაცული, შეგვიძლია, საერთაშორისო ექსპერტები მოვიყვანოთ და ვნახოთ, რამდენი პროცენტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. მგონია, რომ 10%-იანიც არ იქნება მაჩვენებელი. ამაში ვარ დარწმუნებული. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მეცნიერის მიმართულების გაძლიერება და მეცნიერების მეტი ინტეგრაციის უზრუნველყოფა საუნივერსიტეტო სისტემასთან და სწავლების სისტემასთან, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ თვისებრივად გაუმჯობესდეს კვლევის ხარისხი ჩვენს უნივერსიტეტებში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რასაც ცალკე ყურადღება ეთმობა კონცეფციაში.

რაც შეეხება ბაკალავრიატი-მაგისტრატურის  თანაფარდობას, საერთო თანაფარდობა, რამდენადაც ვიცი, არსებითად არ შეცვლილა. თანაფარდობა საერთო იგივეა, შეიძლება, კონკრეტული სპეციალობების მიხედვით იყოს გადახრები, მაგრამ საერთო თანაფარდობა შეესატყვისება იმ თანაფარდობას, რომელიც მანამდე იყო განსაზღვრული. ვგულისხმობ, საერთო თანაფარდობას. თქვენ გვითხარით, რომ ჩვენ შევცვალეთ თითქოს თანაფარდობა და გეუბნებით, რომ არ შეგვიცვლია. საერთო თანაფარდობა დარჩა იგივე, რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, არსებითად გათვალისწინებული იქნა ამ სამართლებრივი აქტის მომზადების დროს ის თანაფარდობები, რომლებიც მანამდე იყო. სადმე რაიმე თუ შეიცვალა, ან თუ სადმე რამე ხარვეზს ხედავთ, აქაც, მზად ვართ, რომ სათითაოდ განვიხილოთ და გავასწოროთ.

შრომის ბაზრის ანალიზს რაც შეეხება, გამსხვილებული სპეციალობები სერიოზული და არსებითი პრობლემა იყო და ამ პრობლემის აღმოფხვრას, გამოსწორებას ემსახურებოდა შრომის ბაზრის ანალიზი”, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც მირქმას უნდა წაიკითხოთ

დღეს, 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.ლოცვა, რომელიც მრევლმა მირქმის დღესასწაულზე უნდა წაიკითხოს.„ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.“

მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

დღეს, 15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის, უფლისადმი მიგებების დღესასწაულს აღნიშნავს.მირქმა - ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. იუდეველთა წესის მიხედვით, პირველშობილი ყრმა მე-40 დღეს ტაძარში მიყავდათ და ღვთისთვის მსხვერპლს სწირავდნენ: ერთი წლის კრავს, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილ გვრიტს ან მტრედის ხუნდს.წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო ტაძარში მიყვანილი მაცხოვარი, რომელსაც იგი, ანგელოზის სიტყვისამებრ, სამნახევარ საუკუნეზე მეტხანს ელოდა. ებრაულიდან ბერძნულად წმინდა წერილის თარგმნის დროს მას სურდა "ქალწულმა მუცლად იღო" სიტყვა ქალით შეეცვალა. ანგელოზმა მას შესწორება აუკრძალა და უთხრა, რომ ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს იხილავდა.წმინდა სვიმონი იესოს კრძალვით მიეგება, თავის მკლავზე მიირქვა, მიიწვინა და განაცხადა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა. მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი“. ამ ფაქტის შემდეგ წმინდა სვიმონი მალე აღესრულა.მირქმა VI საუკუნემდე გამორჩეულად არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს, ანტიოქიას თავს საშინელი მიწისძვრა დაატყდა, რომელმაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა; სტიქიას შავი ჭირის ეპიდემიაც დაერთო, ყოველდღე რამდენიმე ათასი ადამიანი იხოცებოდა. ამ განსაცდელის დროს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ. როცა ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს – ბიზანტიაში უბედურება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, რომ მირქმა (მიგებება)იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.

ირანის ელჩის პასუხი, პროფესორ გიორგი სანიკიძე: ისტორიის მიზანი განდიდება ან გამართლება კი არა, გააზრებაა-ისტორია არ არის მსჯავრი, ის პასუხისმგებლობის გაკვეთილია

''პროფესორ გიორგი სანიკიძესისტორიული თარიღების გახსენება, იქნება ეს მტკივნეული თუ სასიხარულო, არც ვინმეს განდიდებას ემსახურება და არც გამართლებას; მისი მიზანი გააზრებაა. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს იმ პოლიტიკაზე, ომებსა და გადაწყვეტილებებზე, რომელთა ეპოქაშიც თავად არ გვიცხოვრია; თუმცა სრულად ვაგებთ პასუხს იმაზე, თუ დღეს როგორ ვეპყრობით ამ ისტორიულ გამოცდილებას. ისტორიოგრაფიის ამოცანა არ გახლავთ მორალური მსჯავრის გამოტანა, არამედ მის ამოცანას ადამიანური გამოცდილების დოკუმენტურად აღდგენა წარმოადგენს: როგორ შეძლეს საზოგადოებებმა იძულებითი გადაადგილებების, პოლიტიკური ძალადობისა და გეოპოლიტიკური ძალების დაპირისპირების პირობებში საკუთარი ენის, კოლექტიური მეხსიერების, ტრადიციებისა და სოციალური სიცოცხლის შენარჩუნება. ისტორიკოსი, რომელიც ურთიერთ თანაცხოვრებისა და კულტურული გაცვლა-გამოცვლის სირთულეთა გააზრების ნაცვლად მხოლოდ პოლიტიკური მსჯავრის გამოტანით შემოიფარგლება, ისტორიას იდეოლოგიურ იარაღად აქცევს. ძალაუფლება — იქნება ეს XVII საუკუნეში თუ XXI-ში — იშვიათად ზრუნავს ადამიანის ბედზე; ამიტომ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, დიალოგის, კვლევისა და დოკუმენტირებული თხრობის მეშვეობით, თავიდან ავიცილოთ წარსული ტრავმების გამეორება, გავაძლიეროთ სოციალური გამძლეობა, იმედი და თანაცხოვრების შესაძლებლობა. ისტორია სხვის შესარცხვენად კი არ არსებობს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ გავხდეთ უფრო პასუხისმგებლიანები''-ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ მედიაში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-სგან გვაქვს წინადადება 15-წლიან გარანტიებთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა 20 და მეტი წელი

აშშ-მა უკრაინას 15-წლიანი უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა, თუმცა კიევი უფრო ხანგრძლივ ვადას ითხოვს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ზელენსკიმ თქვა, რომ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრისას აშშ-თან შესაძლო შეთანხმება განიხილა.„ჩვენ ძალიან გვინდა უსაფრთხოების გარანტიების ვადის გაზრდა, რათა ისინი ინვესტორებისთვის უფრო ეფექტიანი იყოს. ახლახან გვქონდა შეხვედრა ინვესტორებთან, ბიზნესთან, და მათთვის საჭიროა გარანტიები, რომლებიც ხუთ, ათ წელზე მეტხანს იმოქმედებს და ასე შემდეგ. დღეს ამერიკული მხარისგან გვაქვს წინადადება 15-წლიან გარანტიებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა 20 წელი და მეტი: 30, 50. რას დათანხმდება აშშ-ს ადმინისტრაცია და კონგრესი, ამას ვნახავთ“, –  განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინა ამტკიცებს, რომ ომის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმების შემთხვევაში მან უნდა მიიღოს აშშ-სა და სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან სანდო უსაფრთხოების გარანტიები, რათა რუსეთის მხრიდან ხელახალი შეჭრა შეუძლებელი გახდეს.მანამდე ზელენსკი აცხადებდა, რომ აშშ-თან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება „100 პროცენტით მზადაა“, თუმცა ამ კვირაში აღიარა, რომ მისი ზოგიერთი პუნქტი კვლავ შეუთანხმებელია.გამოცემა „პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, აშშ არ აპირებს ამ შეთანხმების ხელმოწერას, ვიდრე უკრაინა რუსეთთან ომის დასრულების პირობებზე შეთანხმებას არ მიაღწევს.

გაშვილებული ბავშვების მამების 80 პროცენტმა არ იცოდა, რომ შვილები ჰყავდათ – თამუნა მუსერიძე

გაშვილებული ბავშვების მამების 80 პროცენტმა არ იცოდა, რომ შვილები ჰყავდათ - ამბობს ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე პოდკასტში „მამების დრო“.ის იხსენებს ერთ კონკრეტულ შემთხვევას. „ძმებმა გაშვილებული და იპოვეს, მოჰკიდეს ხელი ამ უფროს დას და ჩაუყვანეს კახეთში მამას. მწვადებს წვავდა ეს კაცი, უყვებიან შვილები დის პოვნის ამბავს, მიკროინფაქტი დაემართა ამ კაცს. და შემდეგ ჰკითხა ქალს, არც შვილი მყავდა, არც ცოლი მყავდა მაშინ, გეთქვა იქნებ მომყავდი ცოლადო. მაგრამ ქალებს იმდენად დიდი უნდობლობა ჰქონდათ კაცების მიმართ და ეგონათ, რომ ცოლად არ მოიყვანდნენ, არც მოიყვანდნენ ალბათ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც უნდა ეთქვათ, რომ აი შენგან ორსულად ვარ, რომ შემდეგ ერთად რამე გადაწყვეტილება მიეღოთ“ - ამბობს თამუნა მუსერიძე.

ბოლო სიახლეები