პარასკევი, ნოემბერი 28, 2025

ირაკლი კობახიძე – ჩვენი გზავნილია, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად

ჩვენი გზავნილია, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა.

„შემიძლია, შეგახსენოთ, რაც ხდებოდა საქართველოში 2012 წლამდე, კონკრეტულად მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ შეიცვალა სისტემა 2012 წლის შემდეგ. სტატისტიკაზეც მქონდა საუბარი – ორჯერ, სამჯერ, ზოგიერთ შემთხვევაში 20-ჯერაც არის გაუმჯობესებული სტატისტიკა. იმავე სტრასბურგის სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ შეცვლილია სამართლებრივი კულტურა, ამაღლებულია სამართლებრივი კულტურა, სამჯერ ნაკლები საქმეები მიდის ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში. ეს არის უტყუარი მტკიცებულება არა მარტო იმისა, რომ რადიკალურად გაუმჯობესდა 2012 წლის შემდეგ ვითარება სასამართლო სისტემაში, არამედ ეს არის მტკიცებულება, რომ დღეს ქართული მართლმსაჯულება ფუნქციონირებს ჯანსაღად. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ, მათ შორის, ბრიტანულ სანქციებთან მიმართებითაც, ის ძალები, თუ ის ძალა, ე.წ. დიფ სთეითი იგულისხმება ამ ყველაფერში, რომელიც იწონებდა ათასგვარ მანკიერებასა და სიმახინჯეს ქართულ მართლმსაჯულებაში 2012 წლამდე, დღეს იწუნებს ჯანსაღ სასამართლო სისტემას. აქ არის პირდაპირი ლოგიკა – დღეს ვინც მოქმედებს ბრიტანეთის სახელით, ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ძალა 2012 წლამდე ბოლომდე მფარველობდა იმ სიმახინჯეს, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში მოქმედებდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ლაშხი: ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას

ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს.„ის რაც სჭირდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თურმე არ შეიძლება საქართველოსთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს მიმართ მავნებლურ დამოკიდებულებას, რაც არის უსამართლობა. ის რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საჭიროა, იგივე პრინციპებზე დაყრდნობით უნდა განიხილებოდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა“, - აცხადებს ლაშხი.ევროკავშირმა „გამჭვირვალობის კანონი“ გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

არაბული მედია: ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

ლიბანური მედიის ინფორმაციით, ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა.ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს სამხრეთით მდებარე სოფლების, ჯარმაკისა და მაჰმუდიეს მიმდებარე ტერიტორიებზე.კონკრეტულად რა გახდა ისრაელის სამიზნე, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან თავდაცვის ძალებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.ცნობისთვის, 23 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე იერიში მიიტანეს, რასაც „ჰეზბოლას“ შტაბის უფროსი ალი ტაბატაბაი ემსხვერპლა.

გთხოვთ გავავრცელოთ, ოთოს, საზოგადოების დახმარება სჭირდება

,,გააზიარეთ გთხოვთ ნათია ბერაძის პოსტი - მეგობრებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ თანადგომას ოთოსთვისოთოს მკურნალობა და რეაბილიტაცია გრძელდება სახლში, ყოველდღიურად ვაგრძელებთ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ სამწუხაროდ მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს-ყოველდღიურ მედიკამენტებს, რეაბილიტაციის საშვალებებს და სპეციალური მოვლის ხარჯებს. თქვენი დახმარებით მოვახერხეთ აქამდე მოსვლა და კიდევ მნიშვნელოვანი ეტაპია წინ ჩვენი ბრძოლა გრძელდებათიბისი : ბანკი #GE57TB7469345064300090მიმღები : ნიკოლოზ ბერაძესაქართველოს ბანკი : #GE96BG0000000101479415მიმღები : ნათია ბერაძედიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით ხართ ამ რთულ გზაზე,,- წერს გივიკო დიდია

“მშობელმა ბავშვს სუნთქვის სიხშირე უნდა დათვალოს…” – ივანე ჩხაიძე განმარტავს

პედიატრი, თსსუ პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რატომ უნდა დათვალოს მშობელი ბავშვების სუნთქვის სიხშირე. „ამ ბოლო პერიოდში, კარგად ვისწავლეთ სატურაციის გაზომვა. ძალიან კარგი იქნება, თუ ჩვენი ბავშვის შეფასების არსენალში დაემატება კიდევ ერთი — ვნახოთ, გავსინჯოთ და დავთვალოთ, წუთში რამდენჯერ სუნთქვის ჩვენი შვილი. ერთი წუთის განმავლობაში, მოსვენებულ მდგომარეობაში, სუნთქვის სიხშირის მაჩვენებელი იქნება იდეალური მიმანიშნებელი, აქვს თუ არა ბავშვს ფილტვების დაზიანება“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.

13 წლის გოგომ დედა თამაშში დაგეგმილი სცენარით მოკლა – აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ( უცხოეთი)

სან-პეტერბურგელი სკოლის მოსწავლე გოგონას ვირტუალურ თამაშში დედის მკვლელობის იმიტაციას ახდენდა, რაც ბოლოს რეალურად გააკეთა კიდეც. ამის შესახებ Telegram-ის არხმა SHOT-მა გაავრცელა ინფორმაცია.13 წლის გოგონამ ვირტუალურ სივრცეში ავატარი შექმნა და სახლში ხანძრის იმიტაცია მოახდინა. შემდეგ ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში გააკეთა. სკოლის მოსწავლე რეგულარულად დიდ დროს ატარებს კომპიუტერულ თამაშებსა და სოციალურ მედიაში.  დედა-შვილს, როგორც ამბობენ, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.  კამათი გამწვავდა მეგობრებთან შეხვედრების აკრძალვის გამო, რამაც მოზარდი ძალიან გააღიზიანა. ტრაგედიის დღეს, მათ კიდევ ერთი კამათი მოუვიდათ, რა დროსაც  გოგომ 46 წლის დედა სასიკვდილოდ დაჭრა.მკვლელობის შემდეგ, სკოლის მოსწავლემ დანაშაულის დაფარვა სცადა: მან ხელები გაიჭრა და საკუთარ ბინას ცეცხლი წაუკიდა, შემდეგ პოლიცია გამოიძახა და უცნობი თავდამსხმელის შესახებ ისტორია შეთხზა. თუმცა, დაკითხვის შემდეგ, მან დანაშაული აღიარა. 

ბოლო სიახლეები