საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კოვიდ ინფექციის პირველი და მეორე ტალღის პირობებში ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ეპიდვითარებას და როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი ეკონომიკის ხელმეორედ ჩაკეტვა არ მოხდება. „საზოგადოებამ დაინახა როგორ მოქმედებდა ხელისუფლება ჯერ პირველი ტალღის პირობებში და როგორ მოქმედებს მეორე ტალღის პირობებში. პირველ ტალღას რაც შეეხება ეს იყო ყველაზე საშიში გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენა არავის არ ჰქონდა ვირუსის შესახებ, არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყანაში. ამან გამოიწვია ის, რომ სადაც ვერ მოხერხდა ვირუსის შეკავება, იქ იყო ძალიან მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. გახსოვთ რა ხდებოდა იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ბელგიაში და ასე შემდეგ. ამ ქვეყნებში იყო ძალიან მაღალი სიკვდილიანობა, როდესაც ჩვენ მოვახერხეთ პირველი ტალღა გადაგვეტანა დაახლოებით ორი ათეული გარდაცვლილის ფარგლებში. რა თქმა უნდა, თითოეული სიცოცხლე არის განსაკუთრებულად ღირებული და მნიშვნელოვანი, თითოეულის სიკვდილი ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ თუ ვსაუბრობთ სტატისტიკაზე, არის ცა და დედამიწა რაც გვქონდა საქართველოს და სხვა ქვეყნებს, როგორც მეზობელ, ასევე განვითარებულ ქვეყნებს პირველი ტალღის ფარგლებში. რაც შეეხება მეორე ტალღას – ბუნებრივია, დიდი ხნის განმავლობაში ეკონომიკის ჩაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ჩვენი მხრიდან ბოლო პერიოდში განცხადებებიც გაკეთდა, რომ როგორც არ უნდა გაგრძელდეს პროცესი ეკონომიკის ხელმეორედ ჩაკეტვა წარმოუდგენელია. პანდემიამ ისედაც მძიმე ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნებს და წლის ბოლოს დაახლოებით ეკონომიკის 5% რეცესიაა მოსალოდნელი და მორიგი ჩაკეტვა ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას გამოიწვევდა. პირველი ტალღის პერიოდში რაც იყო მინიმუმი აუცილებელი ის გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენ სათანადოდ დაგვძლია ეს პრობლემა და ამის შედეგია ზუსტად ის დაბალი მაჩვენებლები როგორც გავრცელების, ასევე სიკვდილიანობის კუთხით. ჩვენ ეკონომიკის და საზღვრების სრული გახსნის პირობებშიც კოვიდის გავრცელების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, მიუხედავად ეკონომიკის ფართოდ გახსნისა რაციონალურ ფარგლებში შევინარჩუნოთ კოვიდის გავრცელება. მთავარია, რომ ხელისუფლებას აქვს კონტროლი მთლიანად ვითარებაზე და ეს კონტროლი აუცილებლად შენარჩუნდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ განცხადებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების 4-კვირიანი შეჩერების შემდეგ, სამუშაოები ცეცხლის შეწყვეტის ადგილობრივი ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.„ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კომპლექსური სარემონტო გეგმის განსახორციელებლად სააგენტოსთან ორივე მხარემ კონსტრუქციულად ითანამშრომლა“, - აღნიშნა გროსიმ.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და გამარჯვებას ელოდება.„Channel 14”-ის გადაცემაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა კიდევ ერთი ვადით კენჭისყრას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას, რაზეც ნეთანიაჰუმ დადებითი პასუხი გასცა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ გაიმარჯვებს, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ამის იმედი აქვს.ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ღაზაში ომი საბოლოოდ დასრულდება მაშინ, როდესაც მიღებული შეთანხმების პირობები შესრულდება.„ეს, უპირველეს ყოვლისა, პირველ ეტაპს მოიცავს, ჩვენი ყველა მძევლის დაბრუნებას. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ იმ აზრზე, რომ შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ.ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ თუ არ დათანხმდება განიარაღებას, ეს „რთული გზით“ მოხდება.„ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ განიარაღდება და ღაზა დემილიტარიზებული იქნება, მაშინ დასრულდება ომი“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
პლასტმასის დანები, ჩანგლები, თეფშები და სხვა ნივთები მაღაზიების დახლებიდან ეტაპობრივად გაქრება. მომხმარებლებს, მათ ნაცვლად, ალტერნატიული, უსაფრთხო მასალისგან დამზადებული პროდუქცია დახვდებათ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 3-იდან 6 000 ტონამდე პლასტმასის პროდუქტი გამოიყენება, რაც სერიოზულ ეკოლოგიურ გამოწვევად რჩება.საკვებთან შემხებლობაში მყოფი პლასტმასის მასალის გამოყენების შეზღუდვის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ჯანდაცვის სამინისტროა.ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, რეგულაციებს მიესალმებიან გარემოს დამცველებიც. მათი თქმით, ყველაზე მეტად დაბინძურებულია ტურისტული ზონები, ტყეები, მდინარეები და საპიკნიკე ადგილები. ბუნებაში მოხვედრის შემდეგ მავნე ნივთიერებები საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანებს, ისე ცხოველებსა და ზღვის ეკოსისტემას.მანამ, სანამ ქვეყანა ახალ რეგულაციებს მიიღებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას ატარებს. მიმდინარეობს შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან - ბიზნესთან, გარემოს დამცველებთან და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან შედგა.მოსალოდნელ ცვლილებებთან ადაპტაციას ბიზნესი უკვე იწყებს. მეწარმეებმა სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ პლასტმასის ნაწარმის იმპორტი და ადგილობრივი ბაზრებისთვის მიწოდება აიკრძალება, ხოლო წარმოება მხოლოდ ექსპორტისთვის იქნება ნებადართული. კომპანიები უსაფრთხო ალტერნატივებზე გადადიან - ხე, ბამბუკი და ქაღალდი, მათ შორის ყველაზე პოპულარული მასალებია. დაგეგმილია თანამშრომლების გადამზადებაც.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგულაციის სამუშაო ვერსია უკვე მზადაა. ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აიკრძალება პლასტმასის დანების, თეფშების, ჩხირების, ჭიქების და მათი თავსახურების გაყიდვა.ახალი რეგულაციების დანერგვის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, ქვეყნის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება და გარემოს, მათ შორის შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შემცირება. ცვლილებები ქვეყანაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება.
საქართველოს საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყო. მეორე სემესტრი კი ზამთრის არდადეგების შემდეგ დაიწყება.იქამდე რამდენიმე ოფიციალურად უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:14 ოქტომბერი - სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი - გიორგობა
7 იანვარი - შობასკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.მეორე სემესტრი კი 15 იანვარს დაიწყება.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანი კიდევ ერთხელ ამოიფრქვა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის კამერებმა ჰავაიზე აქტიური კრატერიდან ლავის გადმოფრქვევის პროცესი დააფიქსირა.კადრებში ჩანს კვამლიც, რომელიც ფერდობზე ტრიალებს. კილაუეას ვულკანი, პერიოდულად, 2024 წლის დეკემბრის შემდეგ იფრქვევა.