ყოველ ჯერზე, როდესაც არის ამის საჭიროება, ჩვენი სახელმწიფო უწყებები რეაგირებენ ნებისმიერ დარღვევაზე, რომელიც უკავშირდება „ოკუპაციის შესახებ კანონს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, ხელისუფლების მხრიდან იქნება თუ არა რეაგირება ამ ფაქტზე, კობახიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულით ოკუპაციის შესახებ კანონი ირღვევა.
„ასეთი ვიზიტებით ირღვევა კანონი ოკუპაციის შესახებ და ყოველთვის ჩვენს სახელმწიფო უწყებებს აქვთ სათანადო რეაგირება ასეთ ფაქტებზე.
ეს არის დამოკიდებული შესაბამის უწყებაზე. რა თქმა უნდა, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, ყოველ ჯერზე, როდესაც არის ამის საჭიროება, ჩვენი სახელმწიფო უწყებები რეაგირებენ ნებისმიერ დარღვევაზე, რომელიც უკავშირდება ოკუპაციის შესახებ კანონს“, – განაცხადა კობახიძემ.