ყველაფერი, რაც ნინოწმინდის პანსიონს უკავშირდება, უნდა იყოს საჯარო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ერთადერთი პოზიცია, რაც ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შეიძლება დავაფიქსიროთ არის ის, რომ მაქსიმალურად საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს და დაუშვებელია, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე, ვინმემ ისაუბროს გამჭვირვალობის დეფიციტზე. ყველაფერი, რაც ამ საქმეს უკავშირდება, უნდა იყოს საჯარო. აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, ასევე საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ამისთვის გაკეთდება ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.