პარასკევი, აგვისტო 22, 2025

ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ ოჯახს, მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მამუკა ჩარკვიანმა გულწრფელი შემოქმედებითა და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ბატონმა მამუკამ თავისი გულწრფელი შემოქმედებით და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვლადიმერ ბოჟაძე -„ლევან გაჩეჩილაძე – შეუვალი ლიდერი თავისუფლებისთვის ბრძოლაში

მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა 2007 წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. 2 ნოემბრის აქციის ორგანიზებისთვის მთელი საქართველო მოვიარეთ, ყველა რეგიონი, ყველა რაიონი და 150 000 მოქალაქე შევიკრიბეთ რუსთაველის გამზირზე. 5 ნოემბერს, მოთხოვნების არ შესრულების გამო ლიდერებმა შიმშილობა გამოაცხადეს. 7 ნოემბერს, დილით ადრე მოშიმშილეები დაარბიეს, მერე რაც მოხდა ყველამ კარგად იცით. 2007 წლის 7 ნოემბერმა, 2012 წლის 1 ოქტომბერი მოიტანა, ქართველი ხალხის და ბიძინა ივანიშვილის გამარჯვება! ლევან გაჩეჩილაძე ამ პროცესის გამორჩეული ლიდერი იყო, დიდება მის ხსოვნას! არავინ და არაფერია დავიწყებული!

Associated Press: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 55 მილიონზე მეტი უცხოელის მოქმედ ვიზას ამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ დაარღვიეს მათ საიმიგრაციო წესები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, თუკი დარღვევები გამოვლინდება, ამ პირებს ვიზები გაუუქმდებათ, ხოლო მათი მფლობელები დეპორტირებულნი იქნებიან.უწყების განცხადებით, ვიზის ყველა მფლობელი გადის „მუდმივ შემოწმებას“ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.ამ პროცესის ფარგლებში ხდება სამართალდამცავი ორგანოების მონაცემების, საიმიგრაციო ჩანაწერების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის ანალიზი, რომელიც ვიზის გაცემის შემდეგ გახდა ცნობილი.ვიზის გაუქმების საფუძველი შეიძლება გახდეს დოკუმენტის ვადაგასულობა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ასევე ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობა ან მათი მხარდაჭერა.

27 ქვეყანა ისრაელს ღაზაში უცხოური მედიის დაშვებისკენ მოუწოდებს

27-მა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომელშიც ისრაელს მოუწოდებენ, ღაზაში დაუყოვნებლივ დაუშვან უცხოური მედია.„ჟურნალისტები და მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ომის რეალობის განსაზღვრაში. კონფლიქტის ზონებში წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ როლის ეფექტურად შესასრულებლად. ჩვენ ვეწინააღმდეგებით მედიის თავისუფლების შეზღუდვას. ასევე მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართულ ყველა ძალადობას. მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას და ყველა სხვა მხარეს, რომ ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ღაზაში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში მედიის წარმომადგენლებმა შეძლონ თავიანთი საქმიანობის თავისუფლად და უსაფრთხოდ შესრულება“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.ამასთან, განცხადების ხელმომწერი ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტის, ღაზაში დარჩენილი მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული ნაკადის შეუფერხებელი წვდომისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მოწოდებით გამოდიან.განცხადების ხელმომწერები არიან: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ჩილე, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სიერა ლეონე, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ – გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულებაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ დაუყოვნებელი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.ამასთან, ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის ძალების სამხრეთ სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ღაზის დივიზიაში ჩასვლისას განაცხადა, მუშაობს ქალაქ ღაზაზე კონტროლის დამყარების შესახებ მთავრობის გეგმის დამტკიცებაზე.„ჩვენ გადამწყვეტი გამარჯვების ეტაპზე ვართ. დღეს აქ ჩამოვედი, რათა დამემტკიცებინა გეგმები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა წარადგინეს ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და „ჰამასის“ დამარცხების შესახებ. ამავდროულად, მე გავეცი ბრძანება, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების შესახებ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

დონალდ ტრამპი – ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში, ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ კვირაში გახდება ცნობილი, დადგება თუ არა მშვიდობა უკრაინაში.„ტოდ სტარნესის შოუში“ წამყვანის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევას შეძლებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამაზე პასუხი ორი კვირის შემდეგ ეცოდინება.„ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, ტაქტიკის შეცვლა მოგვიწიოს. მალე გავიგებთ”,- განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები