სამშაბათი, აპრილი 15, 2025

ირაკლი კობახიძე – ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, ერთიანობის სიმბოლოა, ჩვენი მუდმივი ვალდებულებაა, განვამტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს მოქალაქეებს დედაენის დღეს ულოცავს.

კობახიძის თქმით, ქართული ენა თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა.

„1978 წლის 14 აპრილი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თარიღია. საბჭოთა ხელისუფლების განზრახვას, ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია, ქართული საზოგადოების პატრიოტული პასუხი მოჰყვა, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადაწყვეტილების შეცვლა აიძულა. ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რომ ენა საღვთო რამ არის და საზოგადო საკუთრებაა, რომელსაც „კაცი უნდა ექომაგებოდეს“. სწორედ მშობლიური ენის ქომაგობის ამ გმირულმა აქტმა არა მხოლოდ ქართულს შეუნარჩუნა სახელმწიფო ენის სტატუსი, არამედ ის იქცა გარდამტეხ მოვლენად, რომელმაც ეროვნული მოძრაობის აღმავლობას პირველი მძლავრი ბიძგი მისცა. ჩვენი მუდმივი ვალდებულებაა, განვამტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლი მსოფლიო კულტურულ სივრცეში, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და განვამტკიცოთ მისი, როგორც სახელმწიფო ენის, მნიშვნელობა“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეა წულუკიანი: ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვივამედში მუშაობს მუმიათ

„ნიშანდობლივია, რომ დღეს ბატონი ლადო ჭანტურია მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სასამართლოს, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეა საქართველოდან და ბატონი მიხეილ სააკაშვილი ვივა-მედში მუშაობს მუმიად, ეს კრიმინალი, რომელმაც გააუბედურა ჩვენი ქვეყანა“- ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ვიცე-სპიკერმა, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.თეა წულუკიანმა სხდომის დასასრულს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა, რომ კომისიის საბოლოო „დასკვნის საფუძველზე, სადაც ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და თითქმის ყველა ოჯახს, ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი და ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა“.„მე, ჩვენ თანამებრძოლებთან ერთად, მადლობას ვუხდი „ქართულ ოცნებას“, როგორც პარტიას, როგორც პოლიტიკურ გუნდს, ვინც სათავეში ედგა ამ კომისიის შექმნის იდეას იმიტომ, რომ ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენიც. თუ გვისმენს რომ იცოდეს, სააკაშვილი ვერ შევა ისტორიაში, როგორც აღმაშენებელი, ის ვერ შევა ისტორიაში, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ამ დასკვნის საფუძველზე, სადაც ერთ დოკუმენტში იქნება თავმოყრილი თითქმის ყველა ის უბედურება, რომელიც მისი დავალებით, მისი შემოქმედებით თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ბატონი ჯუმბერის მსგავსად არაერთ ოჯახს, თითქმის ყველა ოჯახს. ეს ყველაფერი იქნება ამ დასკვნაში აღწერილი და ის ისტორიაში შევა, როგორც ტერიტორიების დამკარგავი, როგორც აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის საომარ არეალში განზრახ ჩამტოვებელი და გამწირავი, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, რომელმაც საკუთარი ჯარისკაცი და ჯარი გაწირა, გვერდზე გაწია და თვითონ მერაბიშვილთან და შალვა ჯანაშვილთან ერთად, პოლიტიკოსებთან ერთად, გიგი უგულავასთან, ლომაიასთან და სხვებთან ერთად აწარმოა ომი, რომელსაც შეეწირა არაერთი ჯარისკაცი. დაიკარგა 111-ით მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში, კიდევ უფრო გამყარდა საოკუპაციო ოკუპაციის ვითარება ჩვენს ქვეყანაში და რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ, სააკაშვილის შემწეობით კიდევ მეტად გაიმყარა ჩვენს ქვეყანაში პოზიციები. სააკაშვილმა რომელმაც დაკარგა დალის ხეობა, აფხაზეთში ეს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც ერთადერთი იყო იქ მაცხოვრებლების შემწეობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი. სააკაშვილი შევა ისტორიაში, როგორც მწამებელი მკვლელი, ქონებების რეკეტირი და ბიზნესის მჩაგვრელი, რომელმაც არამცთუ ააშენა სახელმწიფო, რისთვისაც ხალხი ჯერ კიდევ მის მხარეს იყო, ხალხმა ნდობა გამოუცხადა სახელმწიფოს აშენებისთვის. მან ისიც კი დაანგრია, რაც დახვდა და ააშენა საკუთარ თავსა და ოჯახზე და თავის ბანდაზე მორგებული მაფიოზური სახელმწიფო და დაამყარა სახელმწიფო ტერორი. ამიტომ, მისი ადგილი იქაც კი არ არის, სადაც ის არის საავადმყოფოში, მისი ადგილი არის საკანში“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

დიმიტრი ხუნდაძე: მინისტრის საათი არის არაპირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ამომრჩეველთან, რომლებსაც განსაკუთრებით ის კითხვები აინტერესებთ, რაც ეხება მათ რაიონს, სოფელს და სხვა

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თანახმად ინტერპელაციის დღეების გაზრდასა და მინისტრის საათის გაუქმებას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მხარს არ უჭერს.მისი თქმით მინისტრის საათს ვერ ჩაანაცვლებს, თუნდაც გაზრდილი ინტერპელაციის დღეების რაოდენობა, რადგან ინტერპელაციით დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რაც მინისტრის საათის დროს დეპუტატებს გააჩნიათ ხოლმე.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილებოდა კანონპროექტის მომხსენებელს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დიმიტრი ხუნდაძემ ჰკითხა.„ვფიქრობ, რომ მინისტრის საათს, მის სარგებლიანობას ინფორმირებულობის, ჩართულობის, ზედამხედველობის თვალსაზრისით ვერ ჩაანაცვლებს, თუნდაც გაზრდილი ინტერპელაციის დღეების რაოდენობა, რადგან ინტერპელაციით დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რაც მინისტრის საათის დროს დეპუტატებს კითხვის სახით გააჩნიათ ხოლმე იმიტომ, რომ კი ყოველი სასესიო კვირის პარასკევს იქნება, მაგრამ კითხვათა რაოდენობა შეზღუდულია და თუ ჩვენ დავაკვირდებით პრაქტიკულადაც, ის რაოდენობაც, რაც დეპუტატებიდან მოდის კითხვის სახით მინისტრის მიმართ, რაოდენობრივად აბსოლუტურად შეუსაბამო იქნება, ანუ არ იქნება საკმარისი ვთქვათ, ინტერპელაციის სახით და თან ეს არ არის მინისტრისა და დეპუტატის კარგი კომუნიკაციის საშუალება, ეს არის არაპირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ამომრჩეველთან, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმ სესიებს, სადაც მინისტრი წარდგება ანგარიშით და დეპუტატები სვამენ კითხვებს. განსაკუთრებით ის კითხვები აინტერესებთ მათ, რაც უშუალოდ მათ ეხება ან მათ რაიონს, სოფელს და სხვა. მე ვფიქრობ, რომ ამის გაუქმება არ იქნება სწორი.მაინც მინდა შესაძლებლობა დავიტოვო და შემოგთავაზოთ პოლიტიკური ჯგუფის სახელით კენჭისყრამდე გავიაროთ ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაცია,“ - განაცხადა ხუნდაძემ.დიმიტრი ხუნდაძის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უცხო ქვეყნების მაგალითები მოიყვანა, სადაც ინტერპელაციის მსგავსი პროცედურა არსებობს და აღნიშნა, რომ ვინაიდან ამ ფორმატში მინისტრს კითხვები წინასწარ ეგზავნება, შესაძლებელია ყველა სახის და რაოდენობის კითხვებზე პასუხების მიღება. მისივე თქმით, მინისტრის საათი მხოლოდ იმიტომ უქმდება, რომ ინტერპელაციის რაოდენობა იზრდება და ამ ფორმატში პარლამენტარებს ნებისმიერ მინისტრთან ნებისმიერი კითხვის უფრო ოპერატიულად დასმა შეეძლება, ვიდრე მინისტრის საათის შემთხვევაში.მიუხედავად შალვა პაპუაშვილის განმარტებისა, დიმიტრი ხუნდაძე თავის პოზიციაზე დარჩა და ეს დააფიქსირა დაზუსტების სახით. „ვფიქრობ, რომ ინტერპელაციის რაოდენობრივად შესაძლებლობების გაზრდა ვერ ჩაანაცვლებს მინისტრის საათს. თუ კითხვების წინასწარ გაგზავნაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, აქ ჩვენი მხრიდან შესაძლოა კომპრომისი, მაგრამ თქვენს არგუმენტს, რომ ეს შესაძლებლობა არსებულს ჩაანაცვლებს, არ ვეთანხმები. ვერ ჩაანაცვლებს იმიტომ, რომ ინტერპელაციის დროს დასმული კითხვათა რაოდენობა ვერ ამოწურავს იმ ინტერესს, რა ინტერესიც დეპუტატებს გააჩნიათ. მახსოვს მინისტრის საათის დროს 50 კითხვაზე ნაკლები კითხვა დარბაზში არ დასმულა არასდროს და თუ ამას გადავანაწილებთ სასესიო კვირაში ინტერპელაციის შესაძლებლობის დღეების რაოდენობაზე, ვფიქრობ, რომ დიდი დისბალანსი იქნება კითხვათა რაოდენობას შორის. იმის თქმა, რომ კითხვის დასმა არ იზღუდება, არ არის სწორი. პირდაპირ არის ჩანაწერი: „თუ ინტერპელაციის წესით ჩაბარებულია ორზე მეტი კითხვა, ანუ ორ კითხვაზე გამოყოფილია კონკრეტული დრო და ორზე მეტი კითხვა გაგზავნილი დეპუტატის მხრიდან, მაშინ პარლამენტის ბიურო პროპორციულად ამცირებს ამ მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ დროს ისე, რომ ყველა შეკითხვაზე ამ მუხლით გათვალისწინებულ ყველა პროცედურის გავლისათვის გამოყოფილი დრო შეესაბამებოდეს ორი კითხვისათვის, ამავე მუხლით გათვალისწინებულ ჯამურ დროს. ანუ ორი კითხვისათვის განკუთვნილი დრო, თუ მეტი კითხვა იქნება, გადანაწილდება ისე, რომ ჯამში მაინც ორი კითხვის დრო დაიხარჯება, თუნდაც 3, 5 და 10 კითხვაზე. ამიტომ, ეს რა, თქმა უნდა, კითხვათა რაოდენობას ზღუდავს დროსთან მიმართებაში,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს, გივი თარგამაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.10 000-ლარიანი გირაო პროკურორმა ნათია თათიაშვილმა მოითხოვა და აღნიშნა, რომ თარგამაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები არსებობს. მისი თქმით, თარგამაძემ სსკ ის 349-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა, როდესაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გამოკითხვაზე არ გამოცხადდა.პროკურორის განმარტებით, არსებობს თარგამაძის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე, რადგან მუხლი, რომელსაც ედავებიან, საპატიმროა და ერთ წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. პროკურორის თქმით, თარგამაძეს საზღვრის არაერთხელ გადაკვეთა უფიქსირდება და ამან, შესაძლოა, მიმალვა გაუადვილოს.საპირისპიროს ამტკიცებდა დაცვის მხარე. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, თარგამაძის კომისიაზე არგამოცხადებით თარგამაძემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატის განცხადებით, სამართლებრივად შესაძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით შედავება. მანვე განმარტა, რომ არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რადგან საგამოძიებო კომისია უახლოეს პერიოდში ვეღარ დაიბარებს, და არც – მიმალვის საფრთხე. მანვე განმარტა, რომ თარგამაძე არანაირ ქონებას არ ფლობდა და მისი ერთადერთი შემოსავალი დეპუტატის 1000-ლარიანი პენსია იყო. ადვოკატის თქმით, გირაოს გამოყენების შემთხვევაში მოსამართლეს მინიმალური უნდა შეეფარდებინა, თუმცა პროკურორმ ნათია თათიაშვილმა განმარტა, რომ შეისწავლეს თარგამაძის ახლობლების ქონებაც და თარგამაძის შვილის სახელზე ბინაა რეგისტრირებული, რომლის გამოყენებაც თარგამაძეს გირაოს უზრუნველსაყოფად შეუძლია.თარგამაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა იმ არგუმენტით, რომ პარლამენტის და მისი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას არ ცნობს, ის არ გამოცხადდა. წინასასამართლო სხდომა 21 მაისს ჩაინიშნა.

ძუძუს კიბო განაჩენი არ არის- მნიშვნელოვანი ნაბიჯი მედიცინაში

 დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სამსახურმა (NHS) ახალი პრეპარატი დაამტკიცა, რომელიც განუკურნებელი ტიპის ძუძუს კიბოს გავრცელებას ანელებს. ოფიციალურმა პირებმა განცხადება პარასკევს გააკეთეს.მეცნიერებმა დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და ზრუნვის ეროვნული ინსტიტუტის (NICE) მიერ პრეპარატ კაპივასერტიბის დამტკიცებას "გადამწყვეტი მომენტი" უწოდეს. მათი თქმით, მისით სარგებლობა ყოველწლიურად 1 000-ზე მეტ ქალს შეუძლია. პრეპარატი HR-დადებითი და HER2-უარყოფითი ტიპის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება. აბი ყოველწლიურად, დღეში ორჯერ, მიიღება.მედიკამენტი, ასევე ცნობილი, როგორც "ტრუქაპი", ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკას მიერაა დამზადებული. პრეპარატი დაავადების განვითარების შენელებას ან შეჩერებას უზრუნველყოფს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო დიდხანს ცხოვრებასაც შეძლებს."ძუძუს კიბოს მქონე ადამიანებისთვის ისეთი მკურნალობის მეთოდის არსებობა, როგორიც კაპივასერტიბია, მნიშვნელოვანია. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევანი შეზღუდულია. გარდა ამისა, ამ პრეპარატმა შეიძლება, ადამიანს ქიმიოთერაპიის საჭიროება და მასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები თავიდან აარიდოს", — განაცხადა NICE-ის მედიკამენტების შეფასების განყოფილების დირექტორმა, ჰელენ ნაიტმა.ძუძუს კიბოს გარკვეული გენეტიკური მუტაციები ახასიათებს და შეუძლია, როგორც ძუძუს ქსოვილში, ისე სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდეს. აბი კიბოს უჯრედების მექანიზმზე მოქმედებს, კონკრეტულად, იმ პროტეინს ბლოკავს, რომელიც მას გამრავლებას "უბრძანებს".კლინიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ კაპივასერტიბი ჰორმონულ საშუალება ფულვესტრანტთან ერთად დაავადების პროგრესირებას დაახლოებით 4.2 თვით აფერხებს. ეს ფულვესტრანტისა და პლაცებოს კომბინაციის შედეგზე გაცილებით მეტი დროა. ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა (ICR) NICE-ის ეს ნაბიჯი მოიწონა. ის მეცნიერთა ათწლეულების მუშაობას ეფუძნება."ეს ნამდვილი წარმატებაა. პრეპარატი მკურნალობას გააუმჯობესებს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული და რთული ფორმა აქვთ", — თქვაკრისტიან ჰელინმა, ICR-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — "ამ ტიპის ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარს ერთ ან ერთზე მეტ გენში აქვს მუტაცია. კაპივასერტიბი დაავადების პროგრესირებას სწორედ ასეთ შემთხვევებში უშლის ხელს".NICE-ის ინფორმაციით, 2020 წელს ინგლისში ძუძუს კიბოს დიაგნოზი 40 192 ადამიანს დაუსვეს, საიდანაც თითქმის 15 პროცენტს დაავადება უკვე განვითარებულ სტადიაზე ჰქონდა.

მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო.ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ იუბოვი დახვდა.ვიზიტის ფაგლებში, საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან.

ბოლო სიახლეები