ოთხშაბათი, ნოემბერი 26, 2025

ირაკლი კობახიძე – უნდა დაინერგოს პრინციპი – ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ოპტიმიზაციის პირობებში შეგვიძლია, თვისებრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი

ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა რესურსების არაოპტიმალური გამოყენება და ხარისხის უთანაბრობა უნივერსიტეტებში, რომ შევძლოთ როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენება, უმაღლესი განათლების სისტემაში უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ძირითადად ეხება თბილისს, ვინაიდან სხვა ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი, ჰქონდეთ ერთზე მეტი ფაკულტეტი.

„თბილისში არის ეს გამოწვევა. არის ჭარბად დაშლილი სისტემა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ უმაღლესი განათლების საერთო ხარისხი არის დაბალი და არადამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ვფიქრობთ, ოპტიმიზაციის მიმართულებით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თბილისში, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს. მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი თბილისში მოქმედებს 4 სხვადასხვა უნივერსიტეტში. ერთ შემთხვევაში დონე არის საშუალო, მეორეში – საშუალოზე დაბალი, მესამეში – საშუალოზე დაბალზე დაბალი და მეოთხეში – კიდევ უფრო დაბალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, მაშინ, როდესაც ოპტიმიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მალე, საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუნდაც 4-წლიან პერსპექტივაში, იურიდიულ ფაკულტეტზე თბილისში უზრუნველვყოთ არსებითად იგივე ხარისხის და დონის განათლება, რაც არის მაგალითად განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორებიც არის პირობითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ანუ შეგვიძლია, ოპტიმიზაციის პირობებში თვისებრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი აუცილებლად არის გადასადგმელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მარიამ ქვრივიშვილი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.აღნიშნული ღონისძიება იმართება ევროკავშირის თანაორგანიზებით და მისი მიზანია ევროკავშირის Global Gateway-ის ინიციატივის ფარგლებში დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად. ღონისძიების ფარგლებში, საქართველო წარადგენს თავის ხედვასა და გეგმებს თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.ფორუმი და მინისტრების შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში ხვალ გაიმართება.ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც შეეხება ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს შორის დაკავშირებადობის საკითხებს.ღონისძიებას დაესწრება ევროკომისარი საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელა.საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ დუნდუა: ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ბუნებრივია, ეს ყოველივე მოსახლეობის კეთილდღეობას გააუმჯობესებს

ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ბუნებრივია, ეს ყოველივე მოსახლეობის კეთილდღეობას გააუმჯობესებს, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.ეკონომისტი ეხმაურება ინფორმაციას, რომ სტაბილური ბიზნეს რეგულაციებით საქართველოს მთავრობა მსოფლიო რეიტინგში 7 ადგილით დაწინაურდა და ევროპის საუკეთესო შვიდეულშია.„სტაბილური ბიზნესრეგულაციები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ბიზნესი იყოს თავისუფალი და ძლიერი. საქართველო არის ლიდერი ამ თვალსაზრისით. მსოფლიო რეიტინგში მისი პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა. ევროპის საუკეთესო შვიდეულშია და „დიდი შვიდეულის“ 6 სახელმწიფოზე წინ არის ამ თვალსაზრისით. ის, რომ საქართველოს ბიზნესმხარდამჭერი ეკონომიკური პოლიტიკა არის მოწოდების სიმაღლეზე, განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ბუნებრივია, ეს ყოველივე მოსახლეობის კეთილდღეობას გააუმჯობესებს“, - აღნიშნა დუნდუამ.

ირაკლი კობახიძე – უნდა დაინერგოს პრინციპი – ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ოპტიმიზაციის პირობებში შეგვიძლია, თვისებრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი

ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა რესურსების არაოპტიმალური გამოყენება და ხარისხის უთანაბრობა უნივერსიტეტებში, რომ შევძლოთ როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ადამიანური რესურსების მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენება, უმაღლესი განათლების სისტემაში უნდა დაინერგოს კონკრეტული პრინციპი – ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს ძირითადად ეხება თბილისს, ვინაიდან სხვა ქალაქებში მდებარე სახელმწიფო უნივერსიტეტებს არ აქვთ რესურსი, ჰქონდეთ ერთზე მეტი ფაკულტეტი.„თბილისში არის ეს გამოწვევა. არის ჭარბად დაშლილი სისტემა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ უმაღლესი განათლების საერთო ხარისხი არის დაბალი და არადამაკმაყოფილებელი. ამიტომ, ვფიქრობთ, ოპტიმიზაციის მიმართულებით ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. თბილისში, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს. მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი თბილისში მოქმედებს 4 სხვადასხვა უნივერსიტეტში. ერთ შემთხვევაში დონე არის საშუალო, მეორეში – საშუალოზე დაბალი, მესამეში – საშუალოზე დაბალზე დაბალი და მეოთხეში – კიდევ უფრო დაბალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, მაშინ, როდესაც ოპტიმიზაცია მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან მალე, საშუალოვადიან პერსპექტივაში, თუნდაც 4-წლიან პერსპექტივაში, იურიდიულ ფაკულტეტზე თბილისში უზრუნველვყოთ არსებითად იგივე ხარისხის და დონის განათლება, რაც არის მაგალითად განვითარებულ სახელმწიფოებში, როგორებიც არის პირობითად გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. ანუ შეგვიძლია, ოპტიმიზაციის პირობებში თვისებრივად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამიტომ, ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი აუცილებლად არის გადასადგმელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტში ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ჭავჭავაძის გამზირი N 37-ში არსებული სკოლის და საბავშვო ბაღის, „თანამედროვე განათლების აკადემიის“ კვების ობიექტში.  განცხადებას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული ფრინველის ხორცი, ეტიკეტირების წესის დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობა.„ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმებას.სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 15 01.სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გია ვოლსკი – პეტერ ფიშერი იტყუება, რომ ვენის კონვენციის მიხედვით მოქმედებს, ყველაფერი შედეგებით უნდა ავწონოთ

გერმანიისთვისაც არ არის მთლად სასიამოვნო და მისაღები კრიტიკა, რომელიც გამოითქმის ელჩი ფიშერის მიმართ, განსაკუთრებით, როცა ცრუობს, რომ, მაგალითად, საქართველოს არ აქვს მონაცემი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და პროცესი შეაჩერა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ინტერვიუს „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც ფიშერი აღნიშნავს, რომ „არასდროს დაურღვევია ვენის კონვენცია და არც საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარეულა“.„ხშირად გვავიწყდება, რომ ნებისმიერ ელჩს, პოლიტიკურ ფიგურას აქვს პასუხისმგებლობა კონკრეტული საზოგადოების მიმართ, სადაც იგი მსახურობს, მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა იმ პოლიტიკური სისტემის მიმართ, რომელმაც გაგზავნა ელჩი ამა თუ იმ ქვეყანაში. ასე რომ, ფიშერისთვის მნიშვნელოვანია, ასევე პასუხი გასცეს კრიტიკას ოპონენტებისას, რომლებიც საკმაოდ მძლავრად არიან წარმოდგენილი გერმანიის პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ოპოზიციური პარტია. მათ უპასუხა, რომ არ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ზოგადად, მსოფლიოში ახალი პოლიტიკური ხედვის ტრენდი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა. არა შიდა საქმეებში ჩარევას – ვინაიდან ამას ჯაჭვური რეაქცია მოყვება და საკმაოდ რთულ ვითარებაში აგდებს საერთოდ მსოფლიო წესრიგს. გერმანიისთვისაც არ არის მთლად სასიამოვნო და მისაღები კრიტიკა, რომელიც გამოითქმის ელჩი ფიშერის მიმართ, განსაკუთრებით, როცა ცრუობს, რომ, მაგალითად, საქართველოს არ აქვს მონაცემი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და პროცესი შეაჩერა. ამ სიცრუეს მოსდევს შესაბამისი პასუხი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ხისტია, ვინაიდან ყველაფერი მოქმედებს იმ პროპაგანდის, ექსტრემიზმის წასახალისებლად, რასაც ვხედავთ. მეტი შიდა პოლიტიკაში ჩარევის მაგალითი არ არსებობს, რაც ჩაიდინა და კიდევ სჩადის ელჩი ფიშერი.ევროპული პერსპექტივა არის გაზომვადი, აწონვადი და ეს აისახება სტატისტიკაშიც, რომელიც ყოველკვირეულად ქვეყნდება სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის ევროსაბჭოს მიერ. ევროსაბჭო როდესაც ეყრდნობა კომპეტენტური ორგანიზაციების ანალიზს, აქვეყნებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, სად დგას საქართველო რეიტინგებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროპული სივრცისათვის, ეკონომიკის თემა იქნება ეს, თუ პოლიტიკური თემა. ამ ყველაფერს ფიშერი ხაზს უსვამს. არა მარტო ფიშერს სურს, გადახაზოს ეს ყველაფერი და საკუთარი პოლიტიკური ინტერესის გატარების თემას დაუბრუნდეს, არამედ ყოველთვის, როდესაც საქართველოს საკითხი იხილება რაიმე დონეზე, ბრიუსელის ადმინისტრაცია, ბიუროკრატია სხვა მეთოდებით და სხვა საზომებით ხელმძღვანელობს. თავად ამზადებენ ექსტრემისტულ ჯგუფებს, თავადვე წერენ სცენარს, მერე თავადვე აფინანსებენ ამ სცენარის რეალიზაციას. ხოლო მათ მიმართ სახელმწიფო კანონის შესაბამისად თუ იმოქმედებს, თავადვე აცხადებენ ამ ადამიანებს პოლიტიკურ პატიმრებად. მათ შექმნეს რეალობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისგან, რაც საქართველოში არსებობს, მათ შორის საერთაშორისო რეიტინგების კუთხით“, – განაცხადა ვოლსკიმ.ვოლსკის კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს პეტერ ფიშერის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ელჩის მოვალეობაა, კანონიერი გზით შეაგროვოს ყველანაირი ინფორმაცია ქვეყანასთან დაკავშირებით, რაზეც ვოლსკიმ აღნიშნა:„შეიძლება, ნებისმიერი თემა საკამათო გახადო და ყველაფერზე თქვა, ინფორმაციას ვაგროვებ, დახურულ შეხვედრებს ვაწყობ, მოაქვთ ინფორმაცია, რასაც ვაგზავნი ბერლინში, ბერლინი შემდეგ გეგმავს გარკვეული პოლიტიკური ურთიერთობების საგზაო რუკას საქართველოსთანო? რეალურად, ჩვენ ყველაფერი შედეგების მიხედვით უნდა ავწონოთ. ეს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იტყუება, როცა ამბობს, რომ ვენის კონვენციის მიხედვით მოქმედებს, ვინაიდან, შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ცეცხლი ქუჩებში, „მოლოტოვის კოქტეილები“ და საკმაოდ სერიოზული დაფინანსება, რომელსაც ბოროტების, დანაშაულების ჩამდენი ადამიანები იღებენ, ზოგი არასამთავრობოების და ზოგი პირდაპირ დაფინანსების მეშვეობით. მაგალითად, საერთაშორისო სასამართლო რომ შედგეს, შეიძლება, მისმა ადვოკატმა თქვას, რომ ვენის კონვენციას იცავს, მაგრამ ბრალმდებელი აუცილებლად იტყვის და წარმოადგენს ფაქტებს, ვიდეორგოლებს, რა მოჰყვება ვენის კონვენციის ე.წ დაცვას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.გია ვოლსკიმ ასევე უპასუხა კითხვას, „ფიშერი ამბობს, განმარტებები მომთხოვესო. ვინ მოსთხოვა განმარტებები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხომ არა და როგორ აპირებთ ფიშერთან ურთიერთობების გაგრძელებას?“გია ვოლსკის თქმით, ფიშერის მიმართ არის გერმანიის პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფის მოთხოვნა, განმარტებებო გააკეთოს, რას აკეთებს საქართველოში, კონკრეტულად, როგორია მისი ქმედება.„დაპირისპირებები უცხო არ არის დემოკრატიული სამყაროსთვის, მაგრამ ეს დაპირისპირებები შემდეგ სახელმწიფოს წინაადეგ კონკრეტულ ქმედებებად როცა იქცევა, რასაკვირველია, განმარტებების მოთხოვნა შეუძლია ყველას, მათ შორის თქვენც, საგარეო საქმეთა სამინისტროს. არ ვიცი, კონკრეტულად რას ამბობს, მაგრამ მის მიმართ არის გერმანიის პარლამენტის ოპოზიციური ჯგუფის მოთხოვნა, განმარტებებო გააკეთოს, რას აკეთებს საქართველოში, კონკრეტულად, როგორია მისი ქმედება, მაშინ როდესაც ბრალად ედება გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებისათვის აქტიური მოქმედება, შიდა საქმეებში ჩარევა, ექსტრემიზმის წახალისება სიტყვით და საქმით. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რომელ წყაროს მიუთითებს, მაგრამ განმარტებები მაინტერესებს მეც, თქვენც და ყველას, რას აკეთებს და რატომ ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. არ ვერევიო თუ ამბობს, ძალიან კარგია, მისასალმებელია და იმედია, ამ განმარტებას შესაბამისი ქმედებები მოჰყვება“.

ბოლო სიახლეები