მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომას თანათავმჯდომარის რანგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოსა და სომხეთის დელეგაციებთან ერთად, პროდუქტიული დისკუსიები გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე.
„მოხარული ვარ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ვუხელმძღვანელე საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომას თანათავმჯდომარის რანგში. ჩვენი ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, პროდუქტიული დისკუსიები გავმართეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე“, – აღნიშნავს პრემიერი.

