ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024

ირაკლი კობახიძე – საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, ეს არის მათი უარის მიზეზი

საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი.

„გახსოვთ, რომ ასეთივე შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენ ამ ადამიანებს „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მაშინაც შევთავაზეთ ნებისმიერ ჯგუფს, მათ შორის, ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებსა და ნებისმიერ სხვას, მოსულიყვნენ ჩვენთან და გაემართათ საჯარო დისკუსია, თუმცა მაშინაც ამ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი. აქაც, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად იციან, სად არის სიმართლე, კიდევ ერთხელ ითქვა მათი მხრიდან უარი. ეს მეტყველებს ყველაფერზე. ამ საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სპეცრაზმმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვა – აქცია მშვიდობიანად გრძელდება

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელებმა თავისუფლების მოედნის ტერიტორია დატოვეს. ადგილზე კვლავ რჩებიან წყლის ჭავლის მანქანები - ამ დროისთვის ადგილზე სამი ერთეული მანქანა დგას. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება - მომიტინგეები თავიანთ პროტესტს მშვიდობიანი გზით გამოხატავენ, სკანდირებენ. მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი პიროტექტნიკის სროლას, თუმცა პარლამენტის შენობიდან მოშორებით და ისიც - ჰაერში. დემონსტრანტების ნაწილი პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან, ჭიჭინაძის ქუჩის დაღმართზე დგას, სადაც ისინი დრო და დრო სამართალდამცველებს ესაუბრებიან და ეს დიალოგიც მშვიდად, ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე რჩება, ძირითადი მასა კი თავმოყრილია სასტუმრო „თბილისი მარიოტიდან“ ოპერისა და ბალეტის თეატრს შორის არსებულ ტერიტორიაზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით.

ლუკა ეხვაია ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: თურმე, არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და...

ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო, - წერს პოლიტოლოგი ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში. მისი თქმით, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ თავად არის აქციის ორგანიზატორი, პასუხისმგებლობას იღებს და რაც აქციისთვის საჭიროა, ყველაფერი აქვთ, მათ შორის "ძალიან ბევრი პარალონები, ფეიერვერკები" და კიდევ აპირებენ შეძენას, ნიშნავს, რომ ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე მოვლენები არ ყოფილა გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობლიური ამბოხი, ვინაიდან დადასტურდა, რომ ამის უკან კვლავ დესტრუქციული ოპოზიცია და მათი დონორები დგანან. "ელენე ხოშტარიამ აღიარებითი ჩვენება დადო - მე ვარ აქციების ორგანიზატორი, აქციებს ყველაფრით მე ვამარაგებდი, კიდევ გავაგრძელებ თქვენს მომარაგებას და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებო. რა ხდება, თურმე არ ყოფილა სახალხო, გულწრფელი, სპონტანური და კეთილშობილური განზრახვებით განმსჭვალული ჯანყი/ამბოხი და ყველაფრის უკან ისევ დესტრუქციული ოპოზიციური ძალები და მათი დონორები დგანან, რომლებიც ხალხით მანიპულირებენ, საზარბაზნე ხორცად იყენებენ და მათ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ?" - წერს ლუკა ეხვაია.

ედგარს რინკევიჩსი – საქართველოს რაიმე გზით უნდა დავუჭიროთ მხარი, საუკეთესო გზას ვიპოვით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული, თუმცა საჭიროა კონსენსუსი

საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, ვფიქრობ, ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებს პერსონალური სანქციები აქვთ დაწესებული და ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, თუმცა საჭიროა კონსენსუსი. „საქართველოს რაიმე გზით, პოლიტიკურად და სიმბოლურად უნდა დავუჭიროთ მხარი, იქნება ეს ერთობლივი ვიზიტები თუ სხვა რამ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები დააწესეს. ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენი დიპლომატები ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და აშშ-თან საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ქარდებზე საუბრისას აღნიშნა. „ზოგადად ვიტყოდი, რომ პარტნიორობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ასევე როცა ვსაუბრობთ საქართველოს მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან ურთიერთობაზე, რომელიც ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში იმყოფება, უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ. უფრო სერიოზული უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება დიალოგს, პარტნიორობას, თანამშრომლობას, ვინაიდან, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები იქნება მეგობრული და არ იქნება იმ ფორმებით, რა ფორმებითაც დღეს ვხედავთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

VIDEO: მისი ყველა განცხადება მოწოდებულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და მოახდინოს შიდა დაპირისპირება – ვარლამ ლიპარტელიანი სალომე ზურაბიშვილზე

ის ყველანაირად ცდილობს ყველა ინსტიტუტზე შეტევა განახორციელოს - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის წევრმა - პარტია ,,ქართული ოცნება“, ვარლამ ლიპარტელიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა. „ჩემთვის ყოვლად მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, ის ხალხს მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს შეტევაზე, პრეზიდენტი პირდაპირ რადიკალიზმისკენ მოუწოდებს ადამიანებს, მისი ყველა განცხადება მოწოდებულია იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და მოახდინოს შიდა დაპირისპირება...“ - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

ბოლო სიახლეები