პარასკევი, იანვარი 30, 2026

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, ეს არის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა და ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი

მაგალითად, სტუდენტი თუ იღებს სტიპენდიას, მას არ შეეხება საკანონმდებლო ცვლილებები, ამიტომ სიცრუეა, რომ, ვინც რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, ყველას შეეხება აღნიშნული ცვლილებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.

„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი.

„მაგალითად, პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და, მათ შორის, მისი რეკლამირება თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავისი შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება, იგივეა აქაც და ეს რატომ არის გაუგებარი. საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება – დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი“, – განაცხადა პრემიერმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მსახიობი კეტრინ ო’ჰარა გარდაიცვალა

მსახიობი კეტრინ ო’ჰარა, რომელიც ფილმში "მარტო სახლში" კევინის დედის როლს ასრულებდა, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.ემის ჯილდოს მფლობელი მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს მისი მენეჯერი.გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია

ჰაკან ფიდანი – ვიმედოვნებთ, რომ ირანის შიდა საკითხებს ირანელი ხალხი გარე ჩარევის გარეშე მოაგვარებს – ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგები ვართ

ვიმედოვნებთ, რომ ირანის შიდა საკითხებს ირანელი ხალხი მშვიდობიანად, გარე ჩარევის გარეშე, მოაგვარებს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, ანკარა ირანში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.„ყურადღებით ვაკვირდებით ირანში მიმდინარე მოვლენებს. კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ ღრმად დამწუხრებული ვართ საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ ირანელ ხალხს“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.მისი თქმით, ანკარა ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია.„ყველა შესაძლებლობის დროს ვაწვდიდით ინფორმაციას ჩვენს ყველა კოლეგას, რომ წინააღმდეგი ვართ ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ჩარევის. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ ისრაელი ცდილობს დაარწმუნოს შეერთებული შტატები ირანზე სამხედრო თავდასხმის განხორციელებაში. ისრაელის ამ მცდელობებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ ჩვენი რეგიონის ისედაც მყიფე სტაბილურობას“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.შეგახსენებთ, თურქეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა სტამბოლში გაიმართა.

გთხოვთ გაავრცელოთ-11 წლის ელენე ხუჯაძეს დაუდგინდა ოპტიკური ნევრიტი და ზურგის ტვინის ანთება(მიელიტი)

11 წლის ელენე ხუჯაძეს დაუდგინდა ოპტიკური ნევრიტი და ზურგის ტვინის ანთება(მიელიტი).დაავადება სწრაფად პროგრესირებადია, სასწარაფოდ ესაჭიროება დამატებითი კვლევები და თურქეთში გადაყვანა!გთხოვთ ლოცვასა და გვერდში დგომას !ჩასარიცხი რეკვიზიტები: • მიმღები: დედა - ხატია მახარაშვილი • პირადი ნომერი: 31001020981 • საქართველოს ბანკი (GEL): #GE31BG0000000594505395 • დანიშნულება: ელენესთვის

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანი აშშ-თან „სამართლიანი“ მოლაპარაკებისთვის მზად არის

ირანი აშშ-თან „სამართლიანი“ მოლაპარაკებისთვის მზად არის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სტამბოლში თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.აბას არაღჩის თქმით, საკითხი არ უნდა შეეხოს ირანის თავდაცვით შესაძლებლობებს.„მოლაპარაკებები სამართლიანი და თანასწორი თუ იქნება, ირანი მზად არის, ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.ამასთან, აბას არაღჩის თქმით, ჯერჯერობით თეირანსა და ვაშინგტონს შორის რაიმე სახის შეხვედრა ჩანიშნული არ არის.აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ გეგმავს ირანთან დალაპარაკებას, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ირანისგან, ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის გარდა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვასაც მოითხოვს, თეირანი კი ამის წინააღმდეგია. აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ასევე ომისთვის. ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონფტრონტაციის თავიდან ასარიდებლად დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩართული არიან თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

უკრაინული მედია – უკრაინელთა 72% დონალდ ტრამპის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი

უკრაინელთა 72% აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.მედიის ცნობით, როგორც „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, გამოკითხულთაგან 25%-ს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ „ძალიან უარყოფითი“ დამოკიდებულება აქვს, 47%-ს კი – ნეგატიური.როგორც მედია წერს, ამერიკის პრეზიდენტის მიმართ პოზიტიურადაა განწყობილი გამოკითხულთა მხოლოდ 22%. ამასთან, პოზიტიურად განწყობილთა შორის, ძირითადად 18-35 წლის მამაკაცები არიან.გამოკითხვა 11-14 ნოემბერს, სატელეფონო ინტერვიუს ფორმატით ჩატარდა და საერთო ჯამში, 1 000 რესპონდენტის მონაცემებს ასახავს.

ბოლო სიახლეები