ხუთშაბათი, სექტემბერი 25, 2025

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კახეთის მხარის განვითარებას

ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კახეთის მხარის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა დღის განმავლობაში კახეთის მხარეში გამართული ღონისძიებები შეაჯამა, ასევე ისაუბრა თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნაზე.

„გავხსენით ერეკლე მეორის ძეგლი დედაქალაქში, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა სიმბოლური თვალსაზრისით. ჩვენ პატივს მივაგებთ ერთ-ერთ გამორჩეულ და უსაყვარლეს მეფეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ფესვებს და ჩვენს ისტორიას. რა თქმა უნდა, ამ ისტორიაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საგარეჯო-ბადიაურის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ პროექტი უახლოეს თვეებში დასრულდება.

„ჩვენს თანამოქალაქეებს და სტუმრებს ექნებათ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება თბილისიდან ბადიაურამდე. აშენდება 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი და ამის შემდეგ გაგრძელდება შემდგომ მონაკვეთებზე მუშაობა. ასევე ვიყავით „მეღვინეობა კაჭრეთში“, სადაც დაიწყო, ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობით, კონიაკის წარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობა ქართულ და ევროპულ კომპანიებს შორის, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა კონიაკის წარმოებაში საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ რთველის მიმდინარეობაზეც ისაუბრა.

„გურჯაანში გავეცანით რთველის მიმდინარეობას. შტაბი არის სრულად მობილიზებული და სათანადო ვადებში ხდება ღვინის ჩაბარება, გადამუშავება. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა, მეღვინეებმა მიიღონ სათანადო სარგებელი საკუთარი მოსავლიდან. რა თქმა უნდა, გაგრძელდება შტაბის აქტიური მუშაობა. ასევე, ჩვენ დავათვალიერეთ გურჯაანში კულინარიული სკოლის მშენებლობის სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, სადაც რამდენიმე ასეულ მსმენელს ექნება კულინარიული კურსების გავლის საშუალება. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ამ პროექტის განხორციელება. ვესტუმრეთ თელავში ისტორიულ სკოლას, რომლის რეაბილიტაცია იგეგმება. პროცესები დაიწყება ძალიან მალე. თავისი ისტორიული, განახლებული სახით უნდა დაუბრუნდეს ეს სკოლა თელაველებს. ვიყავით ალავერდში, სადაც გავეცანით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ მხარის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თამარ ჩიბურდანიძე: ჯამბაზების პოლიტიკა დასასრულს უახლოვდება. ახალ რეალობაში, სადაც ტვინების ჭიდილია, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.მისი თქმით, ზელენსკის განცხადება ღიმილისმომგვრელია და უკავშირდება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე დაეხმაროს ოპოზიციას. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალ რეალობაში, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ.„უკრაინის პრეზიდენტის განცხადება საქართველოზე “ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში”, სულ მცირე ღიმილის მომგვრელია. თავად ხომ უკვე „გააწევრიანა” ქვეყანა ევროკავშირში და ახლა ჩვენზე “წუხს”. კაცს, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთზე მიყოლებით უცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომელმაც გაანადგურა საკუთარი ქვეყანა აგენტურული პოლიტიკით, ჩვენზე “შესტკივა” გული, თურმე აქ სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის რეგრესია. არადა, სწორედ ამ ინდექსით იგივე ევროპული ორგანიზაციების კვლევებით, უკრაინას პულსი არ ესინჯება, საქართველო კი მოწინავე რიგებშია.ყველასათვის გასაგებია, რომ ზელენსკის “მეგობრული წუხილი” მოახლოებული არჩევნებით არის გამოწვეული, იქნებ როგორმე დაეხმაროს ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ სატელევიზიო ეთერში ესაუბრებიან. უკრაინის პრეზიდენტი რომ სხვა ქვეყანაზე სასაუბროდ მოიცლის, მართლაც სასაცილოა.არაჩვეულებრივი პროცესები მიდის მსოფლიოში. ეს ის დინებაა, სადაც საქართველომ უკვე შეცურა და აუცილებლად გაგვიყვანს ჩვენთვის სასურველ ნაპირზე.ფულზე გაყიდული ჯამბაზების პოლიტიკა კი დასასრულს უახლოვდება. ახალ რეალობაში, სადაც ტვინების ჭიდილია, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

„ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, დეტალების დაწერის მართლა მეშინია, მაგრამ… გადავრჩი, დავბრუნდი“ – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას უზიარებს.„დავბრუნდი სახლში. ის სუპერ ოპერაცია ვერ გამიკეთეს. ამიტომ პალატიდან ვერ მოგწერეთ, როგორც შეგპირდით. მაპატიეთ.ხუთი ოპერაცია დამჭირდა გართულებების გამო. აზროვნება მიჭირდა და სიცოცხლის მეშინოდა. ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. დეტალების დაწერის მართლა მეშინია, ვერ გიზიარებთ  სრულად გაქრა მაშინ ჩემი ოპტიმიზმი. თითქოს გამტეხა იმ ტანჯვამ და დაუსრულებელმა საოპერაციო სივრცემ და პალატამ. მთელი თვე მხოლოდ ცას ვუყურებდი საწოლიდან და გამოსამშვიდობებელ ტექსტებზე ვფიქრობდი ასე იყო მთელი ივლისი. მერე ხანგრძლივი რეაბილიტაცია. მაგრამ…ეს ჩვენს ხელში არაა! ჩაგხედავს თვალებში შვილი, ძალაგამოცლილ ხელს ჩაიხუტებს პატარა ძმის შვილი, გაგიბრაზდება ძმა, მოგეფერება მისი ცოლი, ხელებდაკაპიწებული ჩამოფრინდება და ნიუ-იორკიდან დასახმარებლად, სიურპრიზად თავზე დაგადგებიან საუკეთესო დაქალები, უამრავი ადამიანი მოგიკითხავს და სიყვარულს გამოგიგზავნის და… რა მოხდება? ბედნიერებისგან აცრემლებული თვალები და სადღაც მიჩქმალული იმედი ისევ ამოანათებს. და მუხლების კანკალით, მაგრამ მაინც გადადგამ პირველ ნაბიჯებს. თავიდან ისწავლი სიარულს. გეტკინება და მაინც გაიღიმებ ან კარგად შეიგინებ და განაგრძობ ბრძოლას!გადავრჩი, დავბრუნდი და ვაგრძელებ ქიმიოთერაპიას. თქვენი ყველას გულშემატკივრობით, გამოგზავნილი ენერგიით და სიყვარულით გაძლიერებული ვუბრუნდები ბრძოლას, ამ ომს, რომელიც გახანგრძლივდა, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით! არ ვარ მე მარტო და ამიტომ ვიმარჯვებ“, - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

“ერეკლე მეორე უდავოდ დიდი მეფე იყო და ის ძეგლს ნამდვილად იმსახურებს. მაგრამ… ერეკლემ ტრაქტატს იძულებით მოაწერა ხელი, ესენი კი ღალატით მოაწერენ” – რას წერს...

პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:"ერეკლე მეორე უდავოდ დიდი მეფე იყო და ის ძეგლს ნამდვილად იმსახურებს. მაგრამ, ამ ისტორიულ მომენტში ძეგლის დადგმის სიმბოლიკა არის არა მისი მტერთან ბრძოლის მდიდარი ისტორია, არამედ რუსეთთან ტრაქტატი-2-ზე ხელმოწერის შემზადება.განსხვავება იმაშია, რომ ერეკლემ ტრაქტატს იძულებით მოაწერა ხელი, ესენი კი ღალატით მოაწერენ. ტყუილად წვალობ, არ გამოვა შენგან დიდი ერეკლე მეფე, უფრო ორჯონიკიძეს გავხარ…" - წერს გია ხუხაშვილი.

კი­ნოს იტა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი, კლა­უ­დია კარ­დი­ნა­ლე 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კი­ნოს იტა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი, კლა­უ­დია კარ­დი­ნა­ლე 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.ის არის ერთ-ერთი იმ მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან, რომ­ლებ­საც იტა­ლი­უ­რი კი­ნოს "ოქ­როს ხანა" უკავ­შირ­დე­ბათ. კლა­უ­დია მო­ნა­წი­ლე­ობ­და ისე­თი დიდი რე­ჟი­სო­რე­ბის ფილ­მებ­ში, რო­გო­რე­ბიც არი­ან ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნი და ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტი.მსა­ხი­ობ­მა სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ე­ბი საფ­რან­გეთ­ში, შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. მისი მშობ­ლე­ბი სი­ცი­ლი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ. კლა­უ­დია ტუ­ნის­ში და­ი­ბა­და, სა­დაც 18 წლის ასაკ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და "კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ იტა­ლი­ელ ქა­ლად და­სა­ხელ­და. პრი­ზი ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გამ­გზავ­რე­ბა იყო. აქ კი უკვე ახალ­გაზ­რდა კლა­უ­დია კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი გახ­და და აქე­დან იწყე­ბა მისი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რის აღ­მას­ვლა.ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა 1963 წელს მო­ი­პო­ვა, რო­დე­საც ითა­მა­შა ფე­ლი­ნის ოს­კა­რო­სან ფილმში "8 1/2"

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.მიწისქვეშა ბიძგები, დმანისიდან 13 კმ–ში, სოფელ მამიშლარში დაფიქსირდა.მიწისძვრის სიმძლავრემ 2.8 მაგნიტუდა შეადგინა.

ბოლო სიახლეები