სამშაბათი, მაისი 13, 2025

ირაკლი კობახიძე – საქართველო აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია

საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აშშ-თვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია,  – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„რამდენიმე კვირის წინ, მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განგვეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. თუმცა, პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მიგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.

აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო:

– პირველ რიგში, უკვე მრავალი წელია, საქართველო არის აშშ-ს ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა აშშ-ს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ (!) დახმარებას მრავალჯერ აღემატება (რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა „დიფ სთეითის” დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო; რეალურ დახმარებაში, ასევე, არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს, USAID-ის, NED-ის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით, საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და ლგბტ-პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის განმავლობაში აშშ-სთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია“, – აღნიშნულია ღია წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას მიიღებს.აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში მოცემული იქნება საქართველოს პარლამენტის შეფასებები და პასუხი „მეგობარი აქტთან“ დაკავშირებით.„შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, საქართველოს პარლამენტის განცხადება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის შესახებ. დღეს საზოგადოებამ ნახა პრემიერ-მინისტრის წერილი აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომელიც, მათ შორის ეხება „მეგობარი აქტის“ საკითხსაც. ამავე დროს, პარლამენტში ჩვენ ყველა ფრაქციის და პოლიტიკური ჯგუფის მონაწილეობით მოვამზადეთ პარლამენტის განცხადება, რომელიც ეხება ე.წ. მეგობარ აქტს და მოცემულია ჩვენი შეფასებები, პასუხი ამ აქტთან დაკავშირებით. ინიციატორები გახლავთ, ერთი მხრივ, მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე ყველა ფრაქცია პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. ამიტომ, სრულიად პარლამენტის სახელით არის ინიცირებული. გადაეცემა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს. ამ საკითხზე მე ვიქნები მომხსენებელი და განხილვები უკვე ხვალ შედგება პარლამენტში როგორც კომიტეტში, ასევე პლენარულ სხდომაზე.ზოგადად, მინდა, აღვნიშნო, რომ ე.წ. მეგობარი აქტი, რომელსაც, როგორც ვნახეთ, თავადაც შეუცვალეს სახელი, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი იყო, გარდა მეგობრობისა, რაც იქ ამოვიკითხეთ, დაფუძნებულია არა მხოლოდ მცდარ ფაქტებზე, არამედ თავისი არსით არის ამოყირავება რეალობისა, რაც, სინამდვილეში, საქართველოში არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია, არგუმენტებზე, მყარ ფაქტებზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, რა არის რეალობა, ასევე გავაკეთოთ ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მეგობრობის ყოველგვარ გაგებას ეწინააღმდეგება, რაც ვნახეთ წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. მეგობარი აქტის სახით. ასე რომ, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობაც იხილოს. პარლამენტი აუცილებლად დააფიქსირებს თავის პოზიციას პარლამენტის განცხადების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ბარამიძე – მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატებს

მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.მისი თქმით, შეუძლებელია რეჟიმთან ბრძოლაში გამარჯვება თუ პროტესტი არ დაეფუძნა სიმართლის თქმას და ასევე – ერთიანობას.„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს და ვაცნობიერებდეთ, რომ შეუძლებელია ამ ბრძოლაში გავიმარჯვოთ, თუ, სულ მცირე, ორ მთავარ პირობას არ დააკმაყოფილებს ჩვენი პროტესტი და საზოგადოების ძალისხმევა არ დაეფუძნება უპირველ ყოვლისა სიმართლის თქმას – გაცნობიერებას იმისას, რა არის სიმართლე, რა შავი და რა არის თეთრი, რა არის ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების წინაშე რეალური პრობლემა და რა არის მეორეხარისხოვანი და მეორე ეს არის ჩვენი ერთიანობა – ამ მოძალადე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როცა მათ ზურგს უმაგრებს კრემლის პროპაგანდა, კრიმინალური სამყარო, შავი ფული და იყენებს ყველა იმ ბერკეტს, რომელიც უკანონოდ აქვს ჩაგდებული ხელში პროკურატურის, სუს-ის, შსს-ს და მისი სპეცდანიშნულების რაზმების და ქვეყნის ბიუჯეტის გამოყენების სახით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, ერთმანეთს ვჭირდებით ის განსხვავებული ძალები, პოლიტიკური შეხედულების თვალსაზრისით სხვადასხვა ფლანგზე მყოფი ადამიანები, წარსულთან მიმართებით სხვადასხვა შეფასების მქონე ადამიანები. მთავარია, იყოს საქართველოს პატრიოტი მოქალაქე, უნდოდეს კეთილდღეობა, მშვიდობა ევროპული და ცივილიზებული განვითარება, ემიგრანტების საქართველოში დაბრუნება და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ ერთად არ ვიბრძოლებთ, ერთმანეთს არ დავაფასებთ და თუ ჩვენ ერთმანეთს არ ავიტანთ.ყველა უნდა ვეცადოთ წინა პლანზე წამოვწიოთ ერთიანობა და ის პოზიტივი რაც გვაქვს – ესაა საქართველოს სიყვარული, ინტერესებისთვის ბრძოლა და ის, რომ ჩვენ ყველანი ვხედავთ – საქართველოს კონსტიტუცია და ეროვნული ინტერესები ფეხქვეშაა გათელილი, ვხედავთ, რომ ქვეყანას მართავს პუტინის მეხუთე კოლონა, რომელიც ცდილობს, საქართველო მოაქციოს იზოლაციაში, ჩამოაშოროს მეგობრები და დატოვოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე“, – განაცხადა ბარამიძემ.მისი თქმით, ახლა ყველასთვის მთავარი უნდა იყოს რეჟიმის მოცილება, შემდეგ კი შესაძლებელია დავის გაგრძელება სხვადასხვა თემაზე.„ჩვენთვის მთავარი ყველასთვის უნდა იყოს ამ რეჟიმის მოცილება – როდესაც მშვიდობიანად ყველანი ამას მოვახერხებთ, მერე შეგვიძლია, ძალიან ბევრ რამეზე გავაგრძელოთ დავა და კამათი; ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დავძლიოთ ჩვენს თავში სასარგებლო იდიოტობა, ნუ ვებრძვით მიხეილ სააკაშვილის პლაკატებს, ან ნებისმიერი სხვა ადამიანის პლაკატს, ვინც შეიძლება, არ მოგვეწონოს, ან რაღაც გამონათქვამს, ან მშვიდობიანი პროტესტის მონაწილე ადამიანის რაღაც პოზიციას – ეს არ არის დღეს საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა, ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა და პრობლემაა მოღალატური კრიმინალური რეჟიმი, რომელიც დაუფლებულია ჩვენი ქვეყნის სადავეებს. არცერთი ჩვენგანისთვის არაფერია იმაზე მიუღებელი, ვიდრე ეს კრიმინალური რეჟიმი, რომელიც ღალატობს ქვეყანას“, – განაცხადა ბარამიძემ.

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს დაზარალებული გიორგი ხოჭავა: მეგის ქარდავამ დამარტყა და დავეცი, 20 ადამიანი ფეხებით და ხელებით მცემდა, ამ ცემის დროს კოხტა კოდუამ ჩამიდო ნარკოტიკული...

„ნაცმოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი ხოჭავამ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეგის ქარდავას მიერ მისი დაკავებისა და წამების ფაქტებზე ისაუბრა.როგორც მან აღნიშნა, დაკავებამდე მეგის ქარდავამ საკუთარი სახლის წინ მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ხოჭავა მის გაჩერებულ მანქანასთან არ მივიდა.„მეგის ქარდავას ვიცნობდი და ერთ დღეს, რამდენიმე თვის წინ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ბავშვობაში მიყვარდა ბილიარდის თამაში, ახლაც მიყვარს და საბილიარდო იყო ჩემ სახლთან ახლოს, მოვდიოდი სახლში, დაახლოებით ჩემ ჭიშკართან ვიყავი მოსული, გააჩერა მეგის ქარდავამ, მე არ მივედი, გავაღე ჩემი ჭიშკარი და გადმოვიდა, დამიძახა მოდი აქო, ჩემმა მანქანამ რომ გააჩერა რატომ არ მოხვედიო, რატომ არ მოიწიეო ჩვენკენო და ჩემი სახლის წინ გადმოვიდა, კიდევ ოთხი თანამშრომელი ეჯდა და ჩემი სახლის წინ მცემეს, დამაგდეს და წავიდნენ. ეს შეხება მქონდა“, - განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

მექსიკაში ერთ-ერთ ქალაქის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს

მექსიკაში ერთ-ერთ ქალაქის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, თავდასხმა ვერაკრუსის შტატში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაციის დროს მოხდა. მერობის კანდიდატის გარდა, მოკლულია კიდევ სამი ადამიანი.ქალაქ ტაქსისტეპეკის მერობის კანდიდატი იესენია ლარა გუტიერეში მოქალაქეებს ხვდებოდა, როდესაც ცეცხლი გახსნეს. ვიდეოში ისმის დაახლოებით 20 გასროლა.პროკურატურის განცხადებით, მოკლულია სულ ოთხი ადამიანი, მათ შორის მერობის კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტის მმართველი პარტიის წევრი იყო. ასევე დაშავებულია სამი პირი. თავდასხმა დაგმო მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა. მისივე თქმით, რომ თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია,„ჩვენ ვახორციელებთ კოორდინირებას უსაფრთხოების მდივანთან ყველა სახის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ვერაკრუსის და დურანგოს შტატებში საარჩევნო პერიოდში იყოს საჭირო“, – განაცხადა პეზიდენტმა.მექსიკაში საარჩევნო პერიოდში თავდასხმები ხშირად ხდება. 2024 წლის მაისში გერეროს შტატში საარჩევნო ღონისძიების დროს მერობის კანდიდატი მოკლეს. რამდენიმე დღეში კი მიჩოაკანის შტატის ერთ-ერთი ქალაქის მერი მოკლეს. ოქტომბერში თავდასხმას ემსხვერპლა გერეროს შტატის ქალაქ ჩილპანსინგოს მერი, რომელსაც თანამდებობა ერთი კვირის დაკავებული ჰქონდა.

გიორგი ხოჭავა – მეგის ქარდავამ თავზე დამადო იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო

მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები, გესვრი და შემდეგ შენს მშობლებს, შენს ძმას დავხოცავო, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიორგი ხოჭავამ განაცხადა.გიორგი ხოჭავამ კომისიის სხდომაზე დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.„გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ე.წ. ამოსაცნობ ოთახში. მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო. მამაჩემი და დედაჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს. მე მათ ვხედავდი, ისინი ვერ მხედავდნენ. ისევ დამაჩოქეს. მეგის ქარდავამ დამადო თავზე იარაღი და მეუბნებოდა, გესვრი, თუ არ მეტყვი, სად არის ალიბები და მერე დავხოცავ შენ მშობლებს, შენ ძმას, 14 წლის ბავშვსო. ხმას არ ვიღებდი და მინდოდა, რაღაცნაირად რამდენიმე წუთით მაინც გამენეიტრალებინა  ვითარება. ვუთხარი, ეს არ გაეკეთებინა, ერთი-ერთზე კაბინეტში დავმსხდარიყავით და გვესაუბრა. კარგიო და შევედი კაბინეტში, სადაც ვუთხარი, მე არ გამიკეთებია, შენ ეს იცი-მეთქი. ჩემი მოკვლა თუ გინდა, მომკალი, ჩემი მშობლები არაფერ შუაში არიან და მათთვის თავი დაენებებინა. ორი დღით ადრე დამიჭირეს, ვიდრე ჩემი დაჭერის თარიღი ჩაწერეს. შემაგდეს ე.წ. კაპეზეზე და სამი დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ წყალს, არ მაჭმევდნენ საჭმელს, რამდენიმე საათის შუალედით გავყავდი, მაწამებდნენ, მცემდნენ, ელექტრო შოკერებს იყენებდნენ თითქმის ყველა ცემის ეპიზოდში“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.ამასთან, გიორგი ხოჭავამ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ისაუბრა, როგორ ძალადობდნენ მასზე პატიმრობის პერიოდში.„ციხის ათი თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა, დამიზიანეს ფეხი. დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი, არ მმკურნალობდნენ. ბოლოს, ციხის ექიმმა მითხრა, რომ ჩემს ნათესავ ქირურგს კარგად იცნობდა, მეგობრობდა და ყველაფერს გააკეთებდა, რათა ჩემთვის სამკურნალო წამლები შემოეტანათ. ეს ყველაფერი მოხერხდა და ჩემმა მშობლებმა შემომიგზავნეს წამლები – ნემსები და ბევრი პრეპარატი. ოთხი თვის შემდეგ დავდექი ფეხზე. ამ ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი დამცირება, ზეწოლა, რასაც ციხის თითქმის ყველა თანამშრომელი ახორციელებდა. ფეხი როცა მოვირჩინე, მომცა სიცხე. ტემპერატურა არ მიკლებდა. თურმე ტუბერკულოზი გამიჩნდა. საბოლოო ჯამში, ეს იყო ქრონიკული ტუბერკულოზი, რადგან მათ კიდევ რამდენიმე თვე არ გადამიყვანეს ე.წ. ტუბზონაზე. ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება „ტუბზონაზე“, ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ. ახლა ვარ 79 კილო, მაშინ, როცა მივედი, 38 კილომდე ვიყავი“, – განაცხადა გიორგი ხოჭავამ.

ბოლო სიახლეები