კვირა, ოქტომბერი 6, 2024
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ

საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც საპარლამენტო რეზოლუციის დონეზე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით არის, რა თქმა უნდა, მკაფიო, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას შეეხებოდა.

„სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ არის ძალიან მკაფიო და ჩვენი სურვილი ისევ და ისევ არის პირველ რიგში უკრაინაში ომის არ დაშვება, თუმცა ტენდენცია არის ძალიან ცუდი, ძალიან სამწუხარო და შეიძლება მივიღოთ შეუქცევადი ნეგატიური პროცესები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოლიტიკური რეაქცია, სხვადასხვა განვითარების შემთხვევაში”, – განაცხადა კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბოლო სიახლეები